,,უფლისციხის ხიდის მდგომარეობა საგანგაშოა"

0
მდინარე მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობა უკვე დაიწყო, რომელიც ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხეს მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან დააკავშირებს. კომპანია , , ჩონსტრუცტიონ შერვიცემ" სამშენებლო კონსტრუქციების მიტანა გვიან ღამით დაიწყო. პროექტი საქართველოს საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. ხელშეკრულებას 2019 წლის 11 სექტემბერს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 1 მლნ 869 905 ლარს შეადგეს. ახალი ხიდი 2023 წელს იქნება მზად. ააშენებენ დღეს არსებული გადასასვლელი ხიდის გვერდით. ლამპიონები ღამის განათებებით, ტროტუარები, დეკორატიული მოაჯირეები - ასეთი იქნება ახალი კონსტრუქციის ატრიბუტები, რომელსაც მუზეუმში მიმსვლელი ქვეითები და მძღოლები იხილავენ. რაც შეეხება მოქმედ ხიდს, ის 1980-იან წლებში აშეაგეს. მისი მდგომარეობა, ექსპერტების შეფასებით, საგანგაშოა. 1986 წელს მშენებლობის პროცესს ტრაგიკული მოვლენა ახლდა თან. ხიდის თავდაპირველი კონსტრუქცია, ე.წ. გატესტვის დროს, ჩაინგრა. სატვირთო მანქანაში მსხდომი მამა-შვილი დაიღუპა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#უფლისციხე
#ისტორია
#goridaily
წყარო -shidaqartli.ge
#მოგზაურობა
#ახალიამბები
0