დიპლომი თუ არ გაქვთ, სამსახურში ვერ აგიყვანთ

0
#შეცვალე
უდიპლომო სასიძოებისა და დაუფასებელი შრომის ქვეყანა ვართ. უამრავი პრობლემითა და დაბალი ხელფასით, პლიუს წაყენებული უძვირფასესი პრეტენზიებით.

თუ დიპლომი არ გაქვთ, ბოდიში, მაგრამ, სამსახურში ვერ აგიყვანთ

ქვეყანაში, რომელშიც ფაქტობრივად განათლების სისტემა არ არსებობს და უნივერსიტეტებში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის შეგნებით ასწავლიან, დამსაქმებელი დიპლომს მთხოვს. ჩვენთან უნივერსიტეტების უმეტესობას კოლეჯის დონეც კი არ აქვს და ერთადერთი, რასაც წარმატებით ახერხებენ, თანხის აღებაა ფაქტობრივად არაფერში. ზოგიერთი დამსაქმებელი ითხოვს დიპლომსა და უმაღლეს განათლებას ისეთ სფეროებში, რომლებიც საქართველოში საერთოდ არ დანერგილა და არ ისწავლება ჯერ. ბოდიში, უცხოეთში განათლება-მიღებული კადრი 1000ლარზე არ იმუშავებს თქვენს კომპანიაში და კეთილი ინებეთ, ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე წააყენეთ პირობები.

კურსები გაქვს გავლილი? კარგი კადრი იქნები შენ

ვისაც ერთი კურსი მაინც აქვს გავლილი, ძალიან კარგად იცის, რომ სერთიფიკატი და კურსის გავლა-გამოვლა არაფრის მომტანია, თუ ადამიანი არ მუშაობს საკუთარ თავზე და არ აქვს თვითგანვითარების უნარი.

კარგი ტიპია, “მაგარ ადგილებში” აქვს ნამუშევარი

გარედან მდიდარი კომპანიების უმეტესობა სამოთხედ ჩანს, თუმცა შიდა სამზარეულოს თქვენამდე არავინ გამოიტანს, მერწმუნეთ, მსგავს არაფრის მომცემ ფაქტზე დაყრდნობას კარგი შედეგი ნამდვილად არ მოაქვს. მაგალითისთვის, შესაძლოა პიროვნება იმ ადგილას კარგად იყო მორგებული და ასრულებდა თავის სამუშაოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენთანაც, უცხო სამუშაო გარემოში, ასეთივე წარმატებით გააგრძელებს კარიერას და არაფერს აგირევთ.

ვეძებთ 20 წლის კადრს, 3წლიანი გამოცდილებით

არ ვხუმრობ, მართლა ეძებენ, რა არ გინახავთ ვაკანსიებში? მარტივად გეტყვით, რომ თქვენ 3წლიანი გამოცდილების კადრი არ გჭირდებათ. კადრი, რომელიც ერთსადაიმავე კომპანიაში 3წელია მუშაობს, თქვენს კომპანიას ნაკლებად გამოადგება, ის იმ კომპანიის წარმატებული წევრია, იმ რელსებზეა გაზრდილი და გადაწყობილი. გამოცდილება სიახლეების ძიებისგან და მუდმივი განვითარებისგან მოდის.

შვებულება? 1 წელში

გაგიკვირდებათ და ხელოვნური ინტელექტი და რობოტები არ გვყავს ჯერ ჩაშვებული სამუშაო ადგილებზე. ადამიანები ვართ და ყველა ადამიანს სჭირდება დასვენება, თავად ჰო კარგად ისვენებთ? შვებულება სასიცოცხლოდ აუცილებელია ყველა თქვენი კადრისთვის, რათა უფრო პროდუქტიულები და მოტივირებულები იყვნენ.

ხელფასს ვერ გაგიზრდი

უცებ მოვგვარდეთ აქ, კარგი კადრი ერთ ხელფასზე 1წელიც კი არ იმუშავებს მიუხედავად იმისა რომ ყველას უჭირს დღეს ქვეყანაში. კეთილი ინებეთ და ხელფასი ეტაპობრივად კვალიფიკაციის მიხედვით გაზარდეთ.

“ზატო” ბონუსები გექნება

21-ე საუკუნეა, 3წელია სხვადასხვა კომპანიებში ვმუშაობ და ბონუსი ჯერ თვალით არ მინახავს. საერთოდ ბონუსი ერთგვარად, ფანტასტიკის ჟანრში გადის და ძირითადად კადრის შემოტყუებას ემსახურება. ვისაც ბონისები მართლა გაქვთ კომენტარში დაფიქსირდით, არავის არ გვჯერა რომ არსებობთ მეგობრებო. დღეისთვის აქ დავასტოპოთ, ყველა პრობლემას რა მოთვლის და გადავანაწილოთ პოსტებზე ფოტოები facebook გვერდიდან - “დიზაინერთა სევდა”
#რამეშეცვალე
#საკმარისია
#სამსახური
#პრობლემა
#პრობლემები
#სოციალური_პრობლემები
#მოუგვარებელიპრობლემები
#სამსახურშივერაგიყვანთ
#ახალიამბები
#ბიზნესი
#შეცვალე
0