,,მორწმუნეს კორონავირუსი არ შეხვდება" - მეუფე იობი

0
NDI მიერ გამოკითხული მოქალაქეების 53% ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ კორონავირუსით დაინფიცირებისგან მორწმუნეები რწმენამ დაიცვა. ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა დღეს გამოქვეყნდა. ამავე კვლევის მიხედვით, მოსაზრებას გამოკითხულთა მხოლოდ 38% არ ეთანხმება. ეს მოსაზრება რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდან ეპარქიაში შემავალი თითქმის ყველა ეკლესიის ამბიონიდან გააჟღერა. სწორედ, ამიტომ საქართველოს მთავრობამ ქარელის მუნიციპალიტეტში ცხელების ორი ცენტრი აამოქმედა. მორწმუნეები ამ ეპარქიაში პირბადეებს არ ატარებდნენ, ხოლო ეკლესიებში დისტანციას არ იცავდნენ. რაც შეეხება კვლევას, გამოკითხულთა 90% სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრო. რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარი მრევლს მოუწოდებდა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მორწმუნე ეკლესიაში უნდა შეხვედროდა. NDI -იმ კიდევ ერთი კითხვა დაუსვა მოქალაქეებს, კერძოდ, თუ როგორ შეიქმნა კორონავირუსი, რომელიც მსოფლიოში სწრაფად გავრცელდა და ათასობით ადამიანი დაიღუპა. კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 30 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და მიზანმიმართულად გავრცელდა, ხოლო 22% ფიქრობს, რომ ლაბორატორიაში შეიქმნა, მაგრამ შემთხვევით გავრცელდა. ამასთან, როგორც გამოკითხულთა 13 პროცენტი ამბობს, კორონავირუსი ბუნებრივად გაჩნდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#კორონავირუსი
#მეუფეიობი
#goridaily
წყარო -shidaqartli.ge
#ახალიამბები
0