11 votes
2 comments
0 shares
Save
130 views
Mariam Tepnadze
Tbilisi · 6 months ago

რა ქმნის ზამთრის და ახალი წლის განწყობას ისე, როგორც თბილი ბუხარი? ☺️🔥


Mariam Tepnadze
Tbilisi · 6 months ago
Similar Posts
Artists Voyage
Tbilisi · 2 months ago
ედგარ დეგა- ცისფერი მოცეკვავეები
მიმდინარეობა მხატვრობაში, რომელსაც იმპრესიონიზმი ეწოდება მიმართულია შთაბეჭდილებისკენ. მისი სრულყოფილად აღქმა კი შესაძლებელია ცალკეული დეტალების ერთიანობით, რომელიც ყოველწუთიერად იცვლება და ეს ცვლილიბა ქმნის სწორედ დიდებულებას, რომელიც უნდა აღბეჭდო და რა იშვიათია ეს დიდებულ ებიბი თავისი დიდებულებით. ასე რომ საქმის გასაიოლებლად და ახალი რეალობის ფარგლებში გადასანაცვლებლად, უფრო სწორად ერთადერთი რეალობის ფარგლებში გადასანაცვლებლად, როგორც ეს იმპრესიონიზმშია მოღებული და რასაც უძველესი ბუდიზმი გვასწავლის (ფაქტების შესახებ) სამყარო გააზრებულია ცალკეული ეპიზოდებით, ანუ გააზრება, როგორც ასეთი ცალკეული დეტალების გადმოცემით ხორციელდება და მათი დანახვა ქმნის როგორც ჰარმონიას, ასევე დისჰარმონიას, თუმცა ყველაფერი მაინც რეალობის ფარგლებში რჩება. მაგალითად ზღვის ზედაპირი ზღვის ზადაპირია და არა ის რაც შეიძლება მის შიგნით იყოს, ხოლო ოკეანის ფსკერი ოკეანის ფსკერია და არა ის თუ როგორია ის ზედხედიდაან, რადგან აქ მნიშვნელოვანი (რეალური) ქვედა ხედია, სადაც არის სიღრმე წყლისა. ეს ყველაფერი ერთდროულად უნდა ქმნიდეს სიუჟეტის აკუსტიკურ განწყობას, რაც წამიერი გაელვებით იწყება და გადმოცემულია ნახატზე ფერების დაშლით, კონტურების მოშლით. ედგარ დეგაც ამ სკოლას მიეკუთვნება. დეგა დაიბადა პარიზში (1834.19.07) საშუალო კლასის ოჯახში. ბავშვობიდანვე ხელოვნების გარემოცვაში იზრდებოდა-დედამისი ოპერის მომღეალი იყო. მისი სამხატვრო კარიერა 18 წლის ასაკში იწყება, მას შესთავაზეს ლუვრის ფრესკების გადახატვა, მან შესანიშნავი ასლები გააკეთა რაფაელის ფრესკებისა. 1855 წლიდან ის იწყებს სწავლას Ecole Des Beaux-Art-ის სკოლაში, პარიზში. ერთი წლის შემდეგ კი მიდის სამოგზაუროდ იტალიაში. დეგა აკეთებს და ვინჩის ასლებს და საკმაო პოპულარობასაც იხვეჭს. თუმცა მისი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი მაინც avant-garde artists-ში გატარებული პერიოდია, აქ ის ხვდება კლოდ მონესა და ალფრედ სისლის. ამ პერიოდში ინტერესდება ახალგაზრდა მოცეკვავეებით და იწყებს მათზე მუშაობას. ეს კოლექციები, რომლებიც 12 წლის მანძილზე გროვდებოდა, გაშეშებული მომენტების სპექტრად აღიქმება და უკვდავყოფის ფილოსოფიას მოიცავს თავის თავში, რადგანაც ფაქტები არათუ სრულდებიან, არამედ იცვლებიან. 1886 წელს პარიზში დეგამ გამოფინა 10 ნუდისტური ნამუშევარი. ზოგმა ამ სურათებს „მახინჯი“ უწოდა, სადაც გამოსახული იყო მობანავე ქალები. ზოგი კი მხატვრის უმწიკვლო ემოციებს ჩაწვდა და ეს მეტედ შთამბეჭდავად მიიღო. დეგა კი აგრძელებდა ათასობით შიშველი ქალის ხატვას და არც მოცეკვავეების სურათებს ივიწყებდა, ხიბლავდა ჩახუთულ კულისებში მოცეკვავეების მომაჯადოვებელი დიდების თვალიერება. ედგარ დეგა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა (1917.17.09).#ედგარდეგა #იმპრესიონიზმი #ბალერინები #დეგასცისფერიმოცეკვავეები #ხელოვნება #მხატვრობა Tbilisi
+3
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
აღმოსავლეთ აფრიკაში კალიების შემოსევა კაცობრიობას გამაფრთხილებელ შეტყობინებას უგზავნის
კორონავირუსი აღმოსავლეთ აფრიკის ერთადერთი გასაჭირი როდია. გლობალური პანდემიის ფონზე, მსოფლიოს ამ რეგიონის მოსახლეობა კიდევ ერთ წარმოუდგენლად სერიოზულ საფრთხეს ებრძვის — კალიებს. ერთ-ერთი ყველაზე ტენიანი წლების შემდეგ, ეს გაუმაძღარი მწერები 2019 წლიდან ძალას იკრებენ, რადგან ამინდი მათ სწრაფი გამრავლების საშუალებას აძლევს.ტრილიონობით კალიისგან შემდგარი ჯგუფები ანადგურებენ უძვირფასეს საძოვრებსა და ნარგავებს; კალიების ეს შემოსევა ერთ-ერთი ყველაზე უარესია ამ რეგიონში ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ვრცელდება კენიიდან ეთიოპიამდე, იემენამდე და ჩრდილოეთ ინდოეთამდეც კი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ბევრი სამართლიანად შიშობს შიმშილისა და ეკონომიკის ნგრევის შესახებ, ენტომოლოგი დინო მარტინსი კალიების ამ ხროვებს უფრო ისე უყურებს, როგორც გაცილებით ეგზისტენციალურ გაფრთხილებას ბუნების მხრიდან. „არსებობს ისეთივე საზარელი და დრამატული მესიჯი, როგორიც თავად ისინი არიან — ეს გახლავთ მესიჯი, რომ ჩვენ ვცვლით გარემოს“, — ამბობს მარტინსი. მარტინსი ჩრდილოე კენიაში, მპალას კვლევით ცენტრში მუშაობს და როგორც აღნიშნავს, ამის კითხვაც კი აღარ არსებობს, რომ ადგილობრივი გარემოს დეგრადაცია, საძოვრების ზედმეტად გადაძოვა, დეფორესტაცია და გაუდაბნოება კალიების გამრავლებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. კალიების პირველი დიდი გუნდები გასული წლის ბოლოს გამოჩნდნენ, უჩვეულოდ თბილი და ნოტიო ამინდის შემდეგ; მათი რაოდენობა ასობით მილიარდს შეადგენდა. 2020 წლის აპრილში ცა უკვე შემდეგმა თაობამ დააბნელა, ამჯერად ტრილიონობით კალიამ. ივლისში მეცნიერები მესამე თაობას ელოდებიან და მათი რაოდენობა ამჯერად გაცილებით დიდი იქნება.„ეს მოძრავი გუნდები მართლაც უჩვეულო სანახაობაა. ახალგაზრდა კალიები უფრო მოვარდისფრო არიან, ზრდასრულები კი ყვითელი ხდებიან. როდესაც ისინი შენ გარშემო ფრენენ, ხედავ ვარდისფერ და ყვითელ მოზუზუნე ფრთებს, გრძნობ ნიგვზის მსგავს სუნს და ირგვლივ დაგტრიალებს მრავალი ფრინველი, რომლებიც ამ კალიებს ჭამენ“, — ამბობს მარტინსი. დღესდღეობით ამ მწერებს ძირითადად აკონტროლებენ პესტიციდებით, ვერტმფრენით ზემოდამ მოფრქვევის გზით. თუმცა, ამას თან ახლავს არასასურველი შედეგები ადამიანისა და გარემოს ჯანმრთელობაზე. კლიმატის ცვლილება ცვლის ამინდის მახასიათებლებს და მსოფლიოს ამ რეგიონში იწვევს უფრო მეტ წვიმას, რაც ხელს უწყობს კალიების რაოდენობის ზრდას. არიზონის უნივერსიტეტის „კალიების გლობალური ინიციატვის“ მკვლევრის, რიკ ოვერსონის განცხადებით, გამოსავლის ძიებისას ამჟამად არჩევანი ძალიან ცოტა გვაქვს და საბოლოოდ მხოლოდ დავიღლებით. „ძნელია შეინარჩუნო დაფინანსება და პოლიტიკური ნება, განავითარო ცოდნა და შესაძლებლობები, როდესაც შენ წინაშეა ასეთი არაპროგნოზირებადი ბუმი და გაძლიერებული ციკლები, რომლებიც წლიდან წლამდე იზრდება“, — ამბობს ოვერსონი. მისივე თქმით, სასწრაფოდ საჭიროა ჩამკეტი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და თუკი ამას დროულად არ მივხედავთ, მუდამ ამ სიტუაციაში ვიქნებით. სხვათა შორის, ამ რეგიონში პესტიციდებით ნახევარი მილიონ ჰექტარზე მეტი დაამუშავეს; აშშ-ის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცნობით, ამ ნაბიჯმა საბაზისო მოთხოვნისათვის საჭირო მარცვლეული შეუნარჩუნა დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს.თუმცა, პესტიციდებით მიწის დიდი ნაწილის დამუშავება საშინელებაა ბიომრავალფეროვნებისთვის. კალიებს რომ თავი დავანებოთ, უნდა გავითვალისწინოთ სხვა ცხოველები. ფერმერული მეურნეობის ზრდასთან ერთად, იზრდება პესტიციდების გამოყენებაც. გერმანიის მაქს პლანკის ქიმიის ეკოლოგის, ბილ ჰენსონის განცხადებით, იგი შიშობს, რომ ამ პროცესში ჩვენ სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მწერებს დავხოცავთ, მაგალითად, ფუტკრებს. კალიების კონტროლის მცდელობას კვლავ ძირს უთხრის ძლიერი წვიმები. FAO-ს დირექტორის, ქუ დონგუის განცხადებით, ეს ბრძოლა ხანგრძლივია და სულ ახალ-ახალ ზონებში ვრცელდება. მისივე თქმით, გამარჯვების გამოცხადება ჯერ ადრეა, რადგან ამ მასშტაბის გუნდების შთამომავლობის დამარცხება რამდენიმე თვეში შეუძლებელია. იგი შიშობს, რომ კალიებმა და COVID-19-მა ერთად, შეიძლება, კატასტროფული შედეგები მოიტანოს ადგილობრივთათვის საარსებო საშუალებების თვალსაზრისით. დედამიწის მეორე მხარეს, კალიების გიგანტურ გუნდს ებრძვის არგენტინაც. არსებობს საშიშროება, რომ იქიდან ეს მწერები შეიჭრან პარაგვაიში, ურუგვაისა და ბრაზილიაშიც. ექსპერტთა აზრით, ეს მოვლენაც კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული. 2020 წელი კალენდრიდან ნამდვილად ამოსაშლელია. ______ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
„ჰარი პოტერის სკოლა“ თბილისში. მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისში, რამდენიმე სასწავლებელი მოქმედებდა. ამ პერიოდში ქალები და ვაჟები ცალ-ცალკე სკოლებში სწავლობდნენ. ერთ-ერთი ასეთი სასწავლო დაწესებულება „კეთილშობილ ქალთა გერმანული პანსიონი“ იყო, რომელიც 1893 წელს არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის მიერ აშენდა. დღეს ამ შენობაში „მეექვსე საავტორო სკოლა“ ფუნქციონირებს. შენობა ნეოგოთიკურ სტილშია აგებული, რის გამოც საკმაოდ მისტიკურ განწყობას ქმნის. არქიტექტურული სტილის გამო, „ჰოგვორტსის“ მოგაგონებთ, სწორედ ამიტომ ხშირად მას „ჰარი პოტერის“ სკოლასაც უწოდებენ. რამდენიმე წლის წინ პირვანდელი სახის შესანარჩუნებლად შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. შენარჩუნებულია მარმარილოს კიბეები, მოაჯირები და ხის ულამაზესი კარ-ფანჯრები. თავდაპირველად შენობის მეორე სართულზე სამლოცველო იყო განთავსებული, რომელიც ლუთერანული ეკლესიის ტრადიციას აგრძელებდა. სამლოცველოს კარები დღემდე შენარჩუნებულია. სასწავლებელმა სახელი და ფუნქცია რამდენჯერმე შეიცვალა. პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს მას , როგორც ლაზარეთს ისე იყენებდნენ, რის შემდეგაც ის უკვე ჯერ რუსულ ენოვან სკოლად, შემდეგ კი იურიდიულ სასწავლებლად გადაკეთდა. 2007 წლიდან იგივე შენობაში 58-ე საჯარო სკოლა, ხოლო. 2011 წლიდან კი „მეექვსე საავტორო სკოლა“ იწყებს ფუნქციონირებას. ამ შენობის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული. თითოეული აგური, რომლითაც შენობაა აგებული უნიკალურია და შტამპითაა დანომრილი.#თბილისი #ღირსშესანიშნაობ #სკოლა #ჰარიპოტერისსკოლა #ისტორია #შენობა #tbilisidaily #goodplaces
Primetime
Tbilisi · 2 months ago
თავს მოვიკლავ და ბავშვებს არ მივატოვებ – მრავალშვილიანი ოჯახი შესაძლოა ქუჩაში დარჩეს
თავს მოვიკლავ და ბავშვებს არ მივატოვებ - მრავალშვილიანი ოჯახი შესაძლოა ქუჩაში დარჩეს - Primetime
თავს მოვიკლავ და ბავშვებს არ მივატოვებ - მრავალშვილიანი ოჯახი შესაძლოა ქუჩაში დარჩეს - Primetime
თავს მოვიკლავ და ბავშვებს არ მივატოვებ - მრავალშვილიანი ოჯახი შესაძლოა ქუჩაში დარჩეს - Primetime
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
ხანგოშვილის მკვლელობის უკან FSB-ს ჯგუფია – ჟურნალისტური გამოძიება
დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფი აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასა და რუსეთის საზღვრებს გარეთ მომხდარ სხვა მკვლელობებს შორის კავშირი არსებობს. ერთობლივი გამოძიება გამოცემებმა Bellingcat (ბრიტანეთი), Der Spiegel (გერმანია) და The Insider (რუსეთი) ჩაატარეს. ჟურნალისტური გამოძიების ავტორების განცხადებით, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ორგანიზებული იყო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) სპეციალური დანიშნულების ცენტრის მიერ. „ქილერი“ – ვადიმ კრასიკოვი მომზადებას გადიოდა სწორედ ამ ცენტრის ბაზებზე და სპეცსამსახურებისგან მიღებული ჰქონდა საზღვარგარეთის პასპორტი ყალბი სახელითა და გვარით. The Insider-მა, Bellingcat-მა და Der Spiegel-მა დაადგინეს კრასიკოვის ვინაობა და ისიც, რომ ის სავარაუდოდ დაკავშირებულია რუსეთის საზღვრებს გარეთ FSB–ს მიერ ორგანიზებულ სხვა მკვლელობებთან. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, FSB–ს „მკვლელების ჯგუფი“ უპრობლემოდ იღებდა შენგენის ვიზებს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თურქეთში კი მათ სულ მცირე ორი ადამიანი მოკლეს. ამ ჯგუფის ორი წევრი თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა 2016 წელს დააკავეს კიდეც, თუმცა მოგვიანებით რუსეთს ყირიმელ თათრებში გაუცვალეს. მოულოდნელი „რომანი“ ჟურნალისტ-გამომძიებლებმა დაადასტურეს, რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქის არსებობა, რომელსაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვს ზელიმხან ხანგოშვილის ლიკვიდაციასთან. მან ევროკავშირის საზღვრები მკვლელობამდე გადაკვეთა, რისთვისაც 1981 წელს დაბადებული „რომან დავიდოვის“ ყალბი საბუთები გამოიყენა. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2019 წლის 29 ივნისს ადამიანმა, რომელიც საზღვარგარეთის პასპორტის მიხედვით, 1981 წელს დაბადებული „რომან დავიდოვი“ იყო, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, სლოვაკეთის საკონსულოში ტურისტული კომპანიის შუამავლობით წარადგინა განცხადება ერთწლიანი შენგენის ვიზის მოთხოვნით. სავიზო კითხვარში მან ჩაწერა, რომ პეტერბურგში ცხოვრობდა და ინჟინერ-კონსტრუქტორად მუშაობდა. ეს ყველაფერი სიცრუე იყო - ადამიანი ასეთი გვარითა და სახელი არ არსებობს, ისევე როგორც ის კორპუსი, რომელიც „რომან დავიდოვმა“ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა. „რომან დავიდოვი“ 1981 წელს კი არა, სლოვაკეთის საკონსულოში ვიზიტამდე სულ რაღაც 10 დღით ადრე „დაიბადა“, საზღვარგარეთის პასპორტი ასეთ პიროვნებაზე 2019 წლის 18 ივლისს, ქალაქ ბრიანსკში გაიცა. საგადასახადო ბაზაში „რომან დავიდოვი“ ერთი კვირის შემდეგ გამოჩნდა. კომპანია „რუსტ-ი“, რომელმაც „დავიდოვს“ მათთან დასაქმებულის ცნობა ვითომ მისცა, უკვე რამდენიმე წელია რესტრუქტურიზაციის მდგომარეობაშია და 2016 წლიდან გადასახადებს არ იხდის. ფორმალურად, 2019 წელს ამ კომპანიაში დასაქმებული იყო მხოლოდ ერთი ადამიანი და ეს „რომან დავიდოვი“ არ გახლდათ. ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, რომ სლოვაკეთმა ამ არარსებულ პირს მრავალჯერადი შენგენის ვიზა იმავე დღეს მისცა. „რომან დავიდოვი“ არ ყოფილა ერთადერთი არარსებული ადამიანი, რომელმაც იმავე დღეს შენგენის ვიზაზე განცხადება შეიტანა. მეორე ასეთი ადამიანი „ვადიმ სოკოლოვი“ (იგივე ვადიმ კრასიკოვი) იყო, ოღონდ ის მოსკოვში მდებარე საფრანგეთის საკონსულოში მივიდა. „სოკოლოვმაც“ თავისი არსებობის შესახებ რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა, როდესაც ისევ ქალაქ ბრიანსკში მის სახელზე საზღვარგარეთის პასპორტი გასცეს. გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, „ვადიმ სოკოლოვის“ პასპორტის ნომერი მხოლოდ ბოლო ორი სიმბოლოთი განსხვავდება „რომან დავიდოვის“ პასპორტის ნომრისგან. საგადასახადო ბაზაში ორივე მათგანი 2019 წლის 23 ივნისს გაჩნდნენ და ორივეს სამუშაო ადგილად კომპანია „რუსტ-ი“, ხოლო თანამდებობად ინჟინერ-კონსტრუქტორი იყო მითითებული. ამ კომპანიის დირექტორმა The Insider-ს ვერ აუხსნა, როგორ გაჩნდა მისი ხელმოწერა „დავიდოვისა“ და „სოკოლოვის“ დოკუმენტებზე. „სოკოლოვმაც“ უპრობლემოდ მიიღო შენგენის ვიზა. სამი კვირის შემდეგ „ვადიმ სოკოლოვმა“, იგივე ვადიმ კრასიკოვმა ბერლინში მოკლა ზელიმხან ხანგოშვილი. „რომან დავიდოვი“ კი ევროკავშირიდან უკან, რუსეთში დაბრუნდა. რომან დავიდოვის ფოტო რას აკეთებდა ევროპაში „რომან დავიდოვი“ და რა როლი შეასრულა მან ხანგოშვილის მკვლელობაში, ბოლომდე ნათელი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 2019 წლის 3 აგვისტოს, ის პოლონეთში ბელარუსის ტერიტორიიდან ავტომობილით შევიდა, 4 დღის შემდეგ კი იმავე გზით დაბრუნდა უკან. ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლეს. ცნობილია, რომ ვადიმ კრასიკოვი ბერლინში პოლონეთის ტერიტორიიდან ჩავიდა. სავარაუდოდ, სწორედ პოლონეთში გადასცეს მას მკვლელობის იარღი. ამასთან, ბერლინში კრასიკოვმა მხოლოდ ერთი დღე დაჰყო, თუმცა მის განკარგულებაში უკვე იყო ველოსიპედი, ელექტროსკუტერი (ის მოდელი, რომელიც გერმანიაში არ იყიდება), იცოდა როდის და სად იქნებოდა მსხვერპლი. ეს იმაზე მიუთთებს, რომ კრასიკოვს ეხმარებოდნენ და „დავიდოვი“ მისი ერთ-ერთი თანამზრახველია. ის, რომ „დავიდოვი“ კრასიკოვს ეხმარებოდა, ჩანს რუსეთში ნაქირავები ავტომობილის (Infiniti Q50) გადაადგილების შესახებ ინფორმაციით. Bellingcat-ის განკარგულებაში არსებული საგზაო კამერების მონაცემებით, 2019 წლის ივლისში „დავიდოვი“ მოსკოვში ხშირად იყო იმ ბულვარში, რომლის სიახლოვესაც კრასიკოვი ცხოვრობდა, გარდა ამისა, ის იმყოფებოდა ბალაშიხაში, სადაც კრასიკოვი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების ცენტრის ბაზაზე საბრძოლო მომზადებას გადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ „დავიდოვის“ როლი ბერლინის მკვლელობაში ბოლომდე არ არის ნათელი, გამომძიებელი ჟურნალისტების განცხადებით, თავად მისი მონაწილეობის ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის დამაკავშირებელი რგოლია კრასიკოვსა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ საზღვარგარეთ მოწყობილ მკვლელობებს შორის. სტამბოლის მკვლელობები 2015 წლის 1-ელ ნოემბერს აბდულვახიდ ედილგერიევი სტამბოლში, საკუთარი ბინიდან გამოვიდა და საკუთარ ავტომობილში ჩაჯდა. მას გვერდით ახალგაზრდა დისშვილი ეჯდა. ის ის იყო ავტომობილი დაქოქა, რომ უკნიდან თეთრი მანქანა მიადგა და დაბლოკა. აბდულვახიდმა მოასწრო და გასროლამდე დისშვილს ხელი ჰკრა. მკვლელებმა მიზანს ააცილეს. აბდულვახიდი მანქანიდან გადახტა და გაიქცა, მაგრამ ზურგში ესროლეს. მამაკაცი ხელგამოჭრილი იპოვეს, მას ხუთი ტყვია ჰქონდა მოხვედრლი. ედილგერიევს ხანგოშვილთან ბევრი არაფერი აქვს საერთო თუ არ ჩავთვლით მის მონაწილეოას ჩეჩნეთის ომში. მათ ბიოგრაფიებში კიდევ ერთი საერთო დეტალია - ორივე უკრაინაში ცხოვრობდა - ედილგერიევი ომში უკრაინის მხარეზე იბრძოდა (ზოგიერთი, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობით, იგივე ომში მონაწილეობდა ხანგოშვილიც). სხვა მხრივ მათი ბიოგრაფიები განსხვავდება: ედილგერიევი რადიკალი ისლამისტი იყო, ტერორისტული ორგანიზაცია „კავკასიური ემირატის“ მთავარი ფიგურა, ის სირიაშიც კი იბრძოდა ალ ქაიდას/ალ ნუსრას ტერორისტებთან ერთად. თურქეთის პოლიციამ მოგვიანებით გააცრცელა ინფორმაცია, რომ აბდულვახიდ ედილგერიევის მკვლელობაში სულ მცირე რუსეთის სამი მოქალაქე მონაწილეობდა. გამოძიების ცნობით, თეთრი ავტომობილი იქირავა მამაკაცმა, რომელსაც პასპორტს მიხედვით „ალექსანდრ ნასიროვი“ ერქვა და სტამბოლში 11 სექტემბერს ჩავიდა. იმავე „ნასიროვმა“ დაიქირავა მეორე ავტომობილიც - ორივე მათგანი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ქალაქ იალოვაში მიტოვებული იპოვეს. თავად „ნასიროვი“ უკან რუსეთში მკვლელობამდე, 16 სექტემბერს დაბრუნდა. მისი ორი თანამზრახველი - „სმირნოვი“ და „ანისიმოვი“ თურქეთში იმავე პერიოდში ჩავიდნენ, რა პერიოდშიც „ნასიროვი“ (11-13 სექტემბერი). პოლიციას სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერები დარჩა, სადაც მათი სახეები ჩანს. კამერების წყალობით იმის დადგენაც მოხერხდა, რომ თანამზრახველები ერთმანეთს მათი სასტუმროებიდან არცთუ მოშორებით ხვდებოდნენ ხოლმე. ცხელ კვალზე მათი დაკავება ვერ მოხერხდა, თუმცა „სმირნოვი“ და „ანისიმოვი“ დაახლოებით ნახევარ წელიწადში, 2016 წლის 6 აპრილს ისევ ჩავიდნენ თურქეთში და რა თქმა უნდა, მაშინვე დააკავეს. თურქეთის ციხეში დიდხანს არ გაჩერებულან - ერთ წელში ისინი ყირიმელი თათრების მეჯლისის ორ წევრზე გაცვალეს. რუსულ მედიაში გაცვლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ყველაფერი ისე იქნა წარმოჩენილი, თითქოს ყირიმელი თათრების გათავისუფლება რუსეთის ხელისუფლების კეთილი ნება იყო. ფრენების მონაცემთა ბაზაში ჩანს, რომ სტამბოლში მომხდარი მკვლელობის სამივე მონაწილეს ერთამანეთის მსგავსი პასპორტის ნომრები ჰქონდათ. ამავე ბაზიდან ირკვევა, რომ ეს არ იყო მათი პირველი ერთობლივი მოგზაურობა სტამბოლში - ამ ქალაქში ისინი 2014 წლის 10 დეკემბრის დილით ჩაფრინდნენ. იმავე დღეს მოკელს ცნობილი უზბეკი იმამი მირზაგოლიბ ხამიდოვი (აბდულა ბუხარი), რომელიც უზბეკის ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში იყო. მაშინ BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობამდე დიდი ხნით ადრე, 2014 წელს, მათ რედაქციას მიმართა თურქული სპეცსამსახურების ვეტერანმა, რომლის თქმითაც, მას ესაუბრა ადამიანი, რომელმაც თავი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლად წარუდგინა და უთხრა, რომ დაქირავებული მკვლელების დაჯგუფებას აკეთებდა, არსებობდა თურქეთში მცხოვრები პირების 15-კაციანი სია, რომელთა მოკვლას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აპირებდა. ვეტერანის თქმით, თითოეულის ლიკვიდაციის სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო იყო დაწესებლი. BBC-ის რესპონდენტის განცხადებით, იმ სიაში ხამიდოვიც იყო. გამომდინარე იქიდან, რომ კრემლისა და ხამიდოვის ინტერესები არანაირად არ იკვეთებოდა, გაჩნდა ვარაუდი, რომ მისი მკვლელობა უზბეკეთის ხელისუფლებასთან ერთგვარი ბარტერული გარიგების ნაწილი იყო. FSB–ს შესანიშნავი შვიდეული ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აცხადებენ, რომ „სმირნოვის“, „ანისმოვისა“ და „ნასიროვის“ გარდა, პასპორტის მსგავსი ნომერით (განსახვავდება მხოლოდ ბოლო ერთი ან ორი ციფრი) კიდევ ოთხი ადამიანი იპოვეს, თუმცა ისინი რუსეთის არცერთ ბაზაში არ იძებნებიან. შვიდიდან ექვსი 2015 წლის ივლისში ან აგვისტოში პრაღაში გაფრინდა. ექვსიდან ხუთის გზები 23 ივლისს გადაიკვეთა. გაურკვეველია, რა მოხდა პრაღაში, მაგრამ, როგორც ჩანს ვიღაცას „ძალიან გაუმართა“. „რომან ნიკოლაევს“, რომელმაც ასევე იმოგზაურა პრაღაში, პასპორტის ფაილში ის ფოტო აქვს, რომელიც „რომან დავიდოვმა“ სავიზო განცხადებას დაურთო. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ამგვარად დგინდება ორი სახელი, რომლებსაც ვინაობის დასამალად იყენებდა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვადიმ კრასიკოვის დამხმარე. უცნობია, ისიც მონაწილეობდა თუ არა, სტამბოლში მომხდარ მკვლელობებში. „რომან დავიდოვ-ნიკოლაევის“ გარდა „შესანიშნავი შვიდეულის“ სულ მცირე ერთ წევრს ჰქონდა შეხება ვადიმ კრასიკოვთან. სატელეფონო ზარების მიხედვით, კრასიკოვის ერთ-ერთი ძირითადი კონტაქტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამდე „ანდრეი მიტრაკოვი“ იყო. პასპორტის მიხედვით, ის 1970 წელს არის დაბადებული. ამ ჯგუფის შვიდი წევრიდან მინიმუმ ორი გაყალბებული იდენტობებით მოგზაურობდა რუსეთის შიგნითაც, 2014 და 2015 წლებში ისინი ყირიმში იმყოფებოდნენ. ამ ორი პირის პასპორტებიც სპეციალური სერიიდანაა. იმავე სპეციალური სერიის პასპორტი აქვს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო განყოფილება „ვიმპელის“ პოლკოვნიკს, იგორ ეგოროვს („იგორ სემნოვი“), რომელიც უკრაინაში ჩეჩენის მკვლელობაში ფიგურირებდა. ცნობილია, რომ ეგოროვი ხშირად მოგზაურობდა გერმანიაში, იქ იყო 2019 წლის ივლისში, თუმცა უცნობია, მონაწილეობდა თუ არა ზელიმხან ხანგოშვილს მკვლელობაში. საგამოძიებო მასალის ავტორების თქმით, გამოძიება მნიშვნელოვანია რამდენიმე ასპექტის გამო: პირველი – ის ადასტურებს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ოპერაციაში მხოლოდ ერთი ადამიანი არ მონაწილეობდა და შესაძლოა დანაშაულს სულ მცირე 5-კაციანი ჯგუფი გეგმავდა; მეორე – დასტურდება, რომ „მკვლელების ჯგუფს“ პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან. ყოველგვარ ეჭვს სპობს ის, რომ დაჯგუფების წევრებისა და FSB–ს ყოფილი მაღალჩინოსნების, მაგალითად პოლკოვნიკ იგორ ეგოროვის პასპორტების სერია ერთმანეთს ემთხვევა; მესამე – შესაძლოა საიდუმლო ოპერაციების მონაწილეების შესახებ ცრუ და შეცდომაში შემყვანი „მინიშნებები“ სპეციალურად ვრცელდება იმისთვის, რომ სპეცსამსახურებიდან ყურადღების გადატანა მოხდეს. ინფორმაციის ვითომ გაჟონვის სამიზნე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და გამორიცხული არ არის, სამართალდამცავი ორგანოებიც არიან; მეოთხე – გამოძიება აჩვენებს, რომ ევროკავშირის ვიზის გაცემის სისტემა დაუცველია - ამ კვლევამ პირველად დაადასტურა ერთი ადამიანის მიერ ორი ყალბი იდენტობის – სხვადასხვა დროს დაბადებული „რომან დავიდოვი“ და „რომან ნიკოლაევი“ – გამოყენება. შენგენის ვიზა მისცეს ორივე პერსონას, მიუხედავად იმისა, რომ სულ მცირე თეორიულად, სავიზო განცხადებების დროს მოპოვებული ბიომეტრიული მონაცემების წყალობით, ასეთი რამ შეუძლებელი უნდა იყოს. წყარო: reginfo.ge ხანგოშვილი მკვლელობა რუსეთი TbilisiDaily
AstroGeorgia
Tbilisi · 4 days ago
11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი სამყარო არ შეცვლილა. უბრლოდ თქვენი სული აივსო რომანტიკით. ასეთი განწყობა აისახება სამუშაოზეც. თქვენ შეიგრძნობთ შემოქმედებით ძალებსა და იდეალის მიღწევის სურვილს. ეს ყველაფერი დადებითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე, გაიძულებთ უფრო აქტიური ცხოვრებისაკენ, რაც, თავისთავად, კარგია. კურო გაუფრთხილდით კუჭ-ნაწილავსა და ნერვულ სისტემას. გახსოვდეთ, რომ ყველა ავადმყოფობა ნერვებიდან მოდის. კარგი დღეა ზამთრის სამზადისისათვის. გარშემო პოზიტივი და სიკეთე იმეფებს. დაუთმეთ ყურადღება შინაურებს. ტყუპები მეგობრობას ადვილად დაკარგავთ. აი, მისი აღდგენა კი… გახსოვდეთ ეს თუ მეგობრებთან გაუგებრობები გექნებათ. როგორც ტქვენ გეჩვენებათ, ყველაფერი ისე არ არის სინამდვილეში. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. კირჩხიბი დასვენებაში არ შედის სახლის დალაგება. უმჯობესია თქვენი საყვარელი წიგნი წაიკითხოთ ან სერიალს უყუროთ. ლომი თქვენთვის აუცილებელია საკუთარ თავს მიხედოთ. დღეს მეტი ესაუბრეთ თქვენთვის ახლობელ ადამიანებს. სადმე ერთად შეიარეთ, – ეს დიდი ხანია არ გაგიკეთებიათ. ასევე გააკეთეთ ერთად ვახშმობის ორგანიზება. ეს ერთმანეთთან დაგაახლოვებთ. ქალწული დღემ შესაძლოა მოულოდნელი ცვლილებები მოგიტანოთ, ამიტომ არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. თუ უფროსი თაობის ნათესავტან საუბარი მოგიწევთ, შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ერიდეთ ყოველგვარ კამათს. ეს კონფლიქტს გამოიწვევს. სასწორი დღე წარმატებული იქნება შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული სასწორებისათვის. შესაძლებელია სწორედ დღეს დაკავდეთ საქმით, რომელიც ღირსეულად დაფასდება. მეგობრები დახმარებისათვის მოგმართავენ და შეეცადეთ უარი არ უთხრათ. მარტოხელა სასწორები დღეს შეხვდებიან ადაიანს, როელთანაც მომავალში რომანს გააბამენ. არაა გამორიცხული, რომ განაახლოთ მეგობრული კავშირი მასთან, ვისთანაც აქამდე ნორმალურ ურთიერთობას ვერ ახერხებდით. მორიელი უახლოესი ადამიანებიც კი ვერ გაიგებენ რამ გამოიწვია თქვენში აგრესია და აღშფოთება. გარშემომყოფები მაშინვე დაიჭერენ თქვენს განწყობას არა სიტყვებით, არამედ ინტონაციით, მანერებითა და ჟესტებით. იყავით თავშეკავებული. მშვილდოსანი იყავით თავსეკავებული და მშვიდი. დაკავდით ჯანმრთელობაზე ზრუნვით. შეიარეთ ექიმთან გასასინჯად. ზოგჯერ პრობლემიდან საუკეთესო გამოსავალი უმოქმედობა და ამაყი დუმილია. იჯექით სიჩუეში ან იკითხეთ წიგნი. თხის რქა უკიდურესად არახელსაყრელი დღეა თხის რქებისთვის. არ ღირს გარისკვა ან საეჭვო თავგადასავლებში მონაწილეობა, ასევე საწინააღმდეგ სქესის წარმომადგენელის მოხიბვლა ან გუნდიდან განცალკევება. დღეს საუბრები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ, რადგან მათ შესაძლოა ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. მოსალოდნელია პრობლემები, რაც თქვენგან ძირითად ცხოვრებისეულ პრინციპებზე უარის თქმას მოითხოვს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ პირად ცხოვრებაში მოულოდნელი პრობლემის ალბათობაზე. მერწყული ამ დღეს დახმარებისათვის შეიძლება მოგმართონ მეგობრებმა ან ნათესავებმა. შეეცადეთ უარი არ უთხრათ დახმარებაზე. ნუ გამოავლენთ ეგოიზმსა და სიძუნწეს. არაა გამორიცხული, რომ ბევრი მერწყული განაახლებს მეგობრულ კავშირს მათთან, ვისთანაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა ნორმალურ ურთიერთობას. ახალმა საქმემ შესაძლოა მოგება მოგიტანოთ. თევზები შემოსავალში სტაბილურობაა მოსალოდნელი. თქვენი ინტუიცია დღეს არ დაგაღალატებთ. გაიღიმეთ მაშინაც კი, თუ საქმე კარგად არ მიდის. ასე შეძლებთ მტრებში დაბნეულობა გამოიწვიოთ და შინაურები გაახაროთ.#astrology #ასტროლოგია #ზოდიაქო
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 days ago
10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. სამყარო არ შეცვლილა. უბრლოდ თქვენი სული აივსო რომანტიკით. ასეთი განწყობა აისახება სამუშაოზეც. თქვენ შეიგრძნობთ შემოქმედებით ძალებსა და იდეალის მიღწევის სურვილს. ეს ყველაფერი დადებითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე, გაიძულებთ უფრო აქტიური ცხოვრებისაკენ, რაც, თავისთავად, კარგია. კურო. გაუფრთხილდით კუჭ-ნაწილავსა და ნერვულ სისტემას. გახსოვდეთ, რომ ყველა ავადმყოფობა ნერვებიდან მოდის. კარგი დღეა ზამთრის სამზადისისათვის. გარშემო პოზიტივი და სიკეთე იმეფებს. დაუთმეთ ყურადღება შინაურებს. ტყუპები. მეგობრობას ადვილად დაკარგავთ. აი, მისი აღდგენა კი… გახსოვდეთ ეს თუ მეგობრებთან გაუგებრობები გექნებათ. როგორც ტქვენ გეჩვენებათ, ყველაფერი ისე არ არის სინამდვილეში. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. კირჩხიბი. დასვენებაში არ შედის სახლის დალაგება. უმჯობესია თქვენი საყვარელი წიგნი წაიკითხოთ ან სერიალს უყუროთ. ლომი. თქვენთვის აუცილებელია საკუთარ თავს მიხედოთ. დღეს მეტი ესაუბრეთ თქვენთვის ახლობელ ადამიანებს. სადმე ერთად შეიარეთ, – ეს დიდი ხანია არ გაგიკეთებიათ. ასევე გააკეთეთ ერთად ვახშმობის ორგანიზება. ეს ერთმანეთთან დაგაახლოვებთ. ქალწული. დღემ შესაძლოა მოულოდნელი ცვლილებები მოგიტანოთ, ამიტომ არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. თუ უფროსი თაობის ნათესავტან საუბარი მოგიწევთ, შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ერიდეთ ყოველგვარ კამათს. ეს კონფლიქტს გამოიწვევს. სასწორი. დღე წარმატებული იქნება შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული სასწორებისათვის. შესაძლებელია სწორედ დღეს დაკავდეთ საქმით, რომელიც ღირსეულად დაფასდება. მეგობრები დახმარებისათვის მოგმართავენ და შეეცადეთ უარი არ უთხრათ. მარტოხელა სასწორები დღეს შეხვდებიან ადაიანს, როელთანაც მომავალში რომანს გააბამენ. არაა გამორიცხული, რომ განაახლოთ მეგობრული კავშირი მასთან, ვისთანაც აქამდე ნორმალურ ურთიერთობას ვერ ახერხებდით. მორიელი. უახლოესი ადამიანებიც კი ვერ გაიგებენ რამ გამოიწვია თქვენში აგრესია და აღშფოთება. გარშემომყოფები მაშინვე დაიჭერენ თქვენს განწყობას არა სიტყვებით, არამედ ინტონაციით, მანერებითა და ჟესტებით. იყავით თავშეკავებული. მშვილდოსანი. იყავით თავსეკავებული და მშვიდი. დაკავდით ჯანმრთელობაზე ზრუნვით. შეიარეთ ექიმთან გასასინჯად. ზოგჯერ პრობლემიდან საუკეთესო გამოსავალი უმოქმედობა და ამაყი დუმილია. იჯექით სიჩუეში ან იკითხეთ წიგნი. თხის რქა. უკიდურესად არახელსაყრელი დღეა თხის რქებისთვის. არ ღირს გარისკვა ან საეჭვო თავგადასავლებში მონაწილეობა, ასევე საწინააღმდეგ სქესის წარმომადგენელის მოხიბვლა ან გუნდიდან განცალკევება. დღეს საუბრები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ, რადგან მათ შესაძლოა ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. მოსალოდნელია პრობლემები, რაც თქვენგან ძირითად ცხოვრებისეულ პრინციპებზე უარის თქმას მოითხოვს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ პირად ცხოვრებაში მოულოდნელი პრობლემის ალბათობაზე. მერწყული. ამ დღეს დახმარებისათვის შეიძლება მოგმართონ მეგობრებმა ან ნათესავებმა. შეეცადეთ უარი არ უთხრათ დახმარებაზე. ნუ გამოავლენთ ეგოიზმსა და სიძუნწეს. არაა გამორიცხული, რომ ბევრი მერწყული განაახლებს მეგობრულ კავშირს მათთან, ვისთანაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა ნორმალურ ურთიერთობას. ახალმა საქმემ შესაძლოა მოგება მოგიტანოთ. თევზები. შემოსავალში სტაბილურობაა მოსალოდნელი. თქვენი ინტუიცია დღეს არ დაგაღალატებთ. გაიღიმეთ მაშინაც კი, თუ საქმე კარგად არ მიდის. ასე შეძლებთ მტრებში დაბნეულობა გამოიწვიოთ და შინაურები გაახაროთ.
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
ბავშვთა სოფელი - პატარა სამყარო დიდ ქალაქში. გიორგი, 15 წლის - თუთიყუში; ემზარი,14 წლის - ზამთრის თბილი ბოტასები, 41 ზომა; მახარე, 17 წლის - ტერენტი გრანელის ლექსების კრებული; ქეთი, 9 წლის -სათამაშო ჭურჭელი; ირაკლი, 14 წლის - ფანდური; ნათია, 15 წლის - კულონი უსასრულობის ნიშნით… ეს ბავშვებისა და მათი სურვილების არასრული ჩამონათვალია. ბავშვებისა, რომელთა ნატვრებსაც მშობლები ვეღარ აახდენენ. სურვილებისა, რომლებსაც არ ჰყავთ კონკრეტული ადრესატი. ადრესატი მთელი საზოგადოებაა - საზოგადოება გულისხმიერების, თანადგომისა და სიყვარულის გრძნობით. საზოგადოება, რომლისთვისაც არ არსებობს ცნება „სხვისი შვილები“. ზემოთ ნახსენებ ბავშვებს, რომელთა სიაც არასრულადაა ჩამოთვლილი, არ აქვთ ფუფუნება იცხოვრონ ბიოლოგიურ ოჯახებში. თუმცა, სპეციალურად მათთვის შეიქმნა ერთი დიდი ოჯახი, სადაც ატმოსფერო მშვიდი, მყუდრო და ახლობელია. ამ ადგილს ,,საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი”ჰქვია. საერთაშორისო ორგანიზაცია „SOS ბავშვთა სოფელი“ მსოფლიოს 132 ქვეყანაში ფუნქციონირებს. საქართველო მას 1989 წლიდან შეუერთდა. “საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის” მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა. ორგანიზაციის ფარგლებში ფუნქციონირებს რამდენიმე პროგრამა, მათ შორის “ოჯახზე დაფუძნებული ზრუნვა”, რომელიც მზრუნველობამოკლებული ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებასა და მათ ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში გაზრდას მოიაზრებს. თბილისში მცირე საოჯახო ტიპის სახლები ნუცუბიძის პლატოზე მდებარეობს. ეს პატარა ,,სოფელი”, ვიზუალიდან გამომდინარე, გამვლელების ყურადღებას მუდმივად იპყრობს. შორიდანვე მოჩანს იდენტური არქიტექტურის მქონე სახლები, რომლებიც ფერდობზე წრიულად განლაგებულ წითელ კუბიკებს მოგაგონებთ. თანდათან უახლოვდები ბავშვთა სოფელს და ეზოში შესვლისთანავე გრძნობ, რომ უკან მოიტოვე ხმაურიანი ქალაქი თავისი გიჟური ტემპით, აჩქარებული ცხოვრებით, ქაოსითა და დაღლილობით. აქედანვე ცხადად იკვეთება კონტრასტები: ზურგს აქცევ ურბანული ქალაქის კონსტრუქციებს, უსახურ და ნაცრისფერ კორპუსებს. შენს თვალწინ კი იშლება დიდი ეზო და მასში მიმოფანტული ლამაზი წითელი სახლები. თბილისის ,,ბავშვთა სოფელში” სულ 11 მცირე საოჯახო ტიპის სახლია. თითოეულ სახლში დაახლოებით 5 ან 6 ბავშვი ცხოვრობს. ბავშვებზე უშუალოდ ზრუნავს სპეციალურად შერჩეული აღმზრდელი – ე.წ. დედობილი (დედობილს დახმარებას უწევს ,,დეიდა”). ორგანიზაციამ ეს სიახლე დანერგა იმისათვის, რათა ბავშვები კიდევ უფრო თბილ და ოჯახურ გარემოში გაიზარდნონ. საცხოვრებელს საინტერესო და გამართული ინფრასტრუქტურა აქვს: კოტეჯების მეორე სართულზე ძირითადად საძინებლები, პირველ სართულზე კი სასტუმრო ოთახი და სამზარეულოა განთავსებული. სახლებს პატარა და კოხტა აივნებიც ამშვენებს. პროგრამა გულისხმობს არამხოლოდ ბავშვთა საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, არამედ მათ ჩართვას კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში. აქ დიდი ყურადღება ექცევა ბავშვების გონებრივი განვითარების სტიმულირებას. ინტერესებიდან გამომდინარე, აღსაზრდელები დადიან სხვადასხვა წრეზე: ცეკვაზე, მუსიკაზე, ხატვაზე, სპორტზე და ა.შ უზრუნველყოფილია რეპეტიტორული მომსახურებაც. სპეციალურად მათთვის შექმნილ გარემოში ბავშვები თავადაც ქმნიან საკუთარ ინდივიდუალურ სამყაროს - ფერადს, გამორჩეულსა და კრეატიულს. ისინი საცხოვრებლებსა და ეზოს საკუთარ გონებაში მიმოფანტული იდეებით ამდიდრებენ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე მოგზაურობ ბავშვების ღრმა ფანტაზიაში და თავი საოცრებათა ქვეყანაში გგონია. ათვარიელებ მათ ნახატებს, მორთულ კედლებს, ხელნაკეთ ნავებს, ვერტმფრენებს, აქსესუარებს, დეკორატიულ ნივთებს და ხვდები, რომ ამ ყველაფრის უკან იმალება ბავშვების ფიქრები,წარმოსახვები,ემოციები და სამყაროს შეცნობის გზები. სწორედ ეს ნივთები გიყვებიან ისტორიებს მათ შესახებ. აქ ყოველი კუთხიდან ბავშვების ოცნებები გიყურებენ. ოცნებები, რომელთა სიტყვებით გადმოცემასაც ხშირად ერიდებიან, თუმცა მათ საკუთარი ქმნილებებით ასხამენ ფრთებს. ,,საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის” დევიზია: ,,სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს”, თუმცა ორგანიზაციის მასშტაბები არც თუ ისე დიდია. მას არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი იმისათვის,რომ ყველა მზრუნველობამოკლებულ ბავშს აჩუქოს თბილი ოჯახური გარემო. თუმცაღა, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ,,ბავშვთა სოფელი”- ესაა პატარა, კეთილი სამყარო დიდ და ხმაურიან ქალაქში. #თბილისი #საქართველო #SOSბავშვთასოფელი #ბავშვთა #სოფელი #ბავშვები #tbilisidaily #goodplaces #opinion
Fashion Folk Tales
Tbilisi · 2 months ago
სოფო ჭყონია ქართულ მოდის ინდუსტრიაში კორონავირუსის შედეგებზე და MBFW კვირეულის მომავალზე
უკრაინულ ჰარპერ ბაზართან ახალ ინტერვიუში, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა, სოფო ჭყონიამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქართველი დიზაინერების მდგომარეობაზე, სამომავლო გეგმებზე და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლის გადალახვაც ქართულ მოდის ინდუსტრიას უახლოეს მომავალში მოუწევს. მოსალოდნელ სიახლეს წარმოადგენს თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის გაუქმება. თბილისში ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მოდური ღონისძიება მაისში იგეგმებოდა. „მაისის ჩვენებებისთვის უკვე მზად ვიყავით და ჩვენთვის ეს დიდი უკან გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ მილანისნაირი ძალაუფლება ან პარიზისნაირი ხილვადობა არ გვაქვს. ჩვენ ლოკალური პროექტი გვაქვს. ეს პლატფორმა ქართველი დიზაინერებისთვის ყველაზე დიდი შესაძლებლობაა, რომელზეც საერთაშორისო მყიდველები (ბაერები) და ჟურნალისტები ჩამოდიან. ახლა ეს ყველაფერი გაჩერდა. საუკეთესო ვარიანტში შემოდგომაზე განვაახლებთ ჩვენებებს, მაგრამ რომ ვერ შევძლოთ? არ ვიცი რა იქნება და რა მოტივაცია ექნებათ დიზაინერებს, მათ ბიზნესს. ჩვენს პროექტს არ აქვს რესურსი, რომ შეიქმნას ფონდი მათ მხარდასაჭერად, როგორც ეს გააკეთეს ანა ვინტურმა და ტომ ფორდმა“ – აღნიშნა ჭყონიამ. ანა ვინტურმა და ტომ ფორდმა პანდემიის შედეგად დაზარალებული ამერიკელი დიზაინერებისთვის ფონდი 2 კვირის წინ შექმნეს და პირველივე დღეს მხოლოდ რალფ ლორენისგან 1 მილიონი დოლარის მხარდაჭერა მიიღეს. ერთი მილიონი ფუნტით დაიწყო ბრიტანეთის მოდის საბჭომაც საკუთარი დიზაინერების გამხნევება, თუმცა ლონდონში ამბობენ, რომ პოსტ-კორონავირუსის პერიოდის გადასალახად მხოლოდ ინდუსტრიაში მოძიებული რესურსები საკმარისი არ იქნება და მთავრობის, კულტურის და ფინანსთა სამინისტროების მხარდაჭერა აუცილებელი გახდება. კითხვაზე, ახლა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან მოდის ინდუსტრიის და ადგილობრივი დიზაინერების დახმარება არის თუ არა შესაძლებელი, ჭყონია პასუხობს: „არა ერთხელ წამომიყენებია ამასთან დაკავშირებით ინიციატივები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ იყო გათვალისწინებული. ახლა არავინ არ დაგვეხმარება სახელმწიფო ინსტიტუტებიდან. წინა სეზონზეც “აწარმოე საქართველოში”-მ, რომელიც ფინანსთა სამინისტროს პროექტია, შეამცირა ჩვენი დაფინანსება, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავდა მოდის ინდუსტრიის განვითარებაში. ჩვენ მოდის კვირეულს მაინც ჩავატარებთ, მაგრამ აუცილებლად შევამცირებთ დიზაინერების რაოდენობას. დავტოვებთ მხოლოდ მათ, ვინც უკვე გარკვეულ წარმატებას მიაღწია და გარანტირებულად დადებს კარგ შედეგებს ხარისხის და შემოქმედების ჭრილში“. სხვა გზა არ გვექნება. ამიტომაც შევამცირებთ დიზაინერების რაოდენობას. ჩვენ ძალიან დიდი მოდის კვირეული გვქონდა, 6 დღე ჩვენებებით გადატვირთული. ასობით მოწვეული სტუმარი. ეს ნამდვილად მასშტაბური ღონისძიება იყო. ამის ფონზე, სტუმრებს, ხშირ შემთხვევაში, ყველაფრის გააზრების ძალაც კი არ რჩებოდათ. ამიერიდან საკმაოდ მცირედის შერჩევა მოგვიწევს და შედეგად ჩვენებების შემცირებაც. შესაბამისად, მოწვეულები იქნებიან მხოლოდ ისინი, ვინც ნამდვილად შეძლებენ წვლილის შეტანას ქართული მოდის განვითარებაში. მე შევძლებ განვახორციელო ზუსტად ის, რაც თავიდან მქონდა ჩაფიქრებული. იდეამ, რომ ყველასთვის მიმეცა შანსი, სხვა მიმართულებით წამიყვანა“. საინტერესოა რას ფიქრობენ თავად დიზაინერები, რომლებსაც წინ გამოწვევებით სავსე რამდენიმე სეზონი და წელიც კი ელით. „ბევრთან ვარ ყოველდღიურ კავშირში, თავიდან ყველას შოკი ჰქონდა. ეგონათ, რომ ცხოვრება დასრულდა. მაგალითად Tatuna-ს და Situationist-ს დიდი შეკვეთები ჰქონდათ Dover Street Market-იდან. რა იქნება შემდგომ ბუნდოვანია. შეკვეთები უქმდება. წარმოების შენარჩუნება კი უფრო ადვილი აღმოჩნდა. ქართველი დიზაინერების უმეტესობას დიდი ფაბრიკების ნაცვლად პატარა ატელიეები აქვთ. არაა რთული ამ ყველაფრის სახლის პირობებში გადატანა. მეორე მხრივ, მგონია, რომ ახლა შეიძლება დადგეს ქართველი დიზაინერების ვარსკვლავური მომენტი. ისინი მსოფლიო ბრენდებზე ბევრად იაფია, თუმცა ხარისხით არ ჩამოუვარდებიან. ეს უბრალოდ სიტყვები არაა, პარიზში ბევრ დროს ვატარებ და მაღაზიებშიც დავდივარ. ვიცი, რომ ქართველებს იგივე ხარისხი აქვთ. შემოქმედებით მხარეს რაც შეეხება, აქ ქართველები ნამდვილად იგებენ მსოფლიო ბრენდებთან შედარებისას“. თავის ფავორიტებზე საუბრისას ჭყონიამ აღნიშნა: „არის ბრენდები, რომლებსაც დიდი სიამოვნებით ვატარებ. არის ბრენდები, რომლებიც სტილისტურად არ მერგება, თუმცა ვიცი რომ მათ აქვთ თავიანთი ნიშა, ვხედავ მათ პოტენციალს, მითუმეტეს, როცა მათ ყავთ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მათთან მუშაობა სასიამოვნოა. მომწონს სიტუაციონისტი, ვთვლი, რომ მათი ყოველი ახალი კოლექცია წინაზე უკეთესია. ვთვლი, რომ ბოლო წლებში გიორგი ქებურია ძალიან გაიზარდა. მატერიელი არის ძალიან საინტერესო და აქტიური ბრენდი. ძალიან მარტივი და სასიამოვნოა ანუკისთან მუშაობა, ისინი ყოველთვის მზად არიან განვითარებისთვის, ამასთან თავად ანუკი ყოველთვის ითვალისწინებს რჩევებს და ადეკვატურადაა განწყობილი კონსტრუქციული კრიტიკის მიმართ. პლუს ყველაფერს დროულად აკეთებს“. 2019 წელს სოფო ჭყონია მოდის გლობალური ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან და მნიშვნელოვან ადამიანებში დასახელდა. ის მესამე ქართველია, ვინც The Business of Fashion – მა რეიტინგში შეიყვანა.#Fashion #SofiaTchkonia #Art #georgiandesigner Tbilisi
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 4 days ago
რა გავლენას ახდენს კრიმინალი ეკონომიკაზე - საქართველოს მდგომარეობა
რა კავშირი შეიძლება არსებობდეს კრიმინალსა და ეკონომიკას შორის? ქვეყნის ეკონომიკური ზრდაა დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ ვითარებაზე თუ პირიქით - ქვეყანაში არსებული ეკომონიკური მდგომარეობა განაპირობებს კრიმინალს? კვლევებმა ცხადყო, რომ ვითარება არც ისე ერთგვაროვანია. დავიწყოთ კრიმინალური ვითარების გავლენით ეკონომიკაზე. დანაშაულებრივი საქმიანობა ეკონომიკაზე მოქმედებს გადასახადის მსგავსად: ის ხელს უშლის როგორც ადგილობრივ, ისევე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ამცირებს ფირმების კონკურენტუნარიანობას, იწვევს რესურსების არასწორად გადანაწილებას, ქმნის გაურკვევლობასა და ამცირებს ეფექტიანობას. ნათელია, რომ არც ადგილობრივი და არც უცხოელი ინვესტორი არ მოისურვებს საკუთარი კაპიტალის განთავსებას იქ, სადაც კრიმინალი მაღალია და მომავალი გაურკვეველი. კრიმინალი მძიმედ აწევს ბიუჯეტსაც, რადგან მაღალი კრიმინალის შემთხვევაში მეტი თანხებია ბიუჯეტიდან გამოსაყოფი მასთან საბრძოლველად. შესაბამისად, პირდაპირ თუ ირიბად კრიმინალი გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მეცნიერთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური დაღმავლობის პერიოდში უფრო მეტ ადამიანს აქვს მოტივი, რომ ჩაიდინოს დანაშაული. ცუდი ეკონომიკური პირობების გამო უფრო მეტი ადამიანი ჩადის დანაშაულს საკუთრების წინააღმდეგ (ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა), ამ გზით ისინი ცდილობენ მიიღონ ის, რისი შეძენის საშუალებაც მათ არ აქვთ. ეკონომიკური სიდუხჭირე იწვევს ასევე მეტ ოჯახურ თუ სხვა ტიპის ძალადობას. მეცნიერთა მეორე ნაწილი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ ეკონომიკური აღმავლობის პერიოდშია მეტი დანაშაული მოსალოდნელი. ასეთ დროს უფრო მეტი ადამიანი ფლობს ფუფუნების საგნებს, რაც მათ მოპარვას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. გაუმჯობესებული ეკონომიკური პირობების შედეგად იზრდება მოთხოვნა ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზეც, რასაც კვლავაც ძალადობისკენ მივყავართ. მიუხედავად ორივე თეორიის ლოგიკური არგუმენტებისა, რეალობა ცხადყოფს, რომ ეკონომიკური ციკლის პერიოდები ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე გადამწყვეტ გავლენას ვერ ახდენს, ანუ კვლევების თანახმად, ამ ორ ცვლადს შორის ძლიერი კორელაცია არ დასტურდება. შესაბამისად, ეკონომიკა უფრო მეტად ზარალდება კრიმინალის არსებობით, ვიდრე ეკონომიკური მდგომარეობა ახდენს გავლენას დანაშაულის ოდენობაზე. მაშასადამე, ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, ერთ-ერთს რასაც ქვეყანა უნდა ცდილობდეს არის დანაშაულის შემცირება. იმისთვის, რომ დანაშაული შემცირდეს, საჭიროა დადგინდეს რა იწვევს დანაშაულს. დანაშაულის გამომწვევი ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს: დაუდევრობა, პირადი შურისძიება, დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილება, გამდიდრების სურვილი და სხვა, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი უმუშევრობაა (და ეს სტატისტიკურადაც ნათელია, ვინაიდან მსჯავრდებულთა 88% დანაშაულის ჩადენამდე უმუშევარი იყო). თუმცა უმუშევრობა შესაძლოა გამოწვეული იქნეს არა მხოლოდ სამუშაო ადგილების სიმწირით (რაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური დაღმავლობის პერიოდში წარმოიქმნება), ასევე საჭირო უნარების არარსებობით (როგორც ვნახეთ, მსჯავრდებულთა მხოლოდ 13% ფლობს უმაღლეს განათლებას). მაშასადამე, ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა განათლებაა და გამოსავალიც განათლების დონის ამაღლებაში უნდა ვეძებოთ. არასრულწლოვან მსჯავლდებულთა ნახევარი არ სწავლობს, მწირია სრულწლოვან პატიმართა განათლების დონეც, ხოლო მხოლოდ 2014-2015 სასწავლო წლის განმავლოაში ქვეყნის მასშტაბით. სწავლა 14 ათასმა მოსწავლემ მიატოვა. გამოკვლევები კი ცხადყოფს, რომ განათლება ეხმარება ადამიანს ლეგალურად იყოს დასაქმებული (ანუ ნაკლები სტიმული ქონდეს დანაშაულის ჩადენისა) და განათლებული ადამიანისთვის დანაშაულის ჩადენის ფსიქიკური ღირებულება მაღალია, რადგან ის მეტად აცნობიერებს დანაშაულის ჩადენის შედეგებსა და შესაძლო რისკებს. შესაბამისად, განათლება საკუთარი პირველადი მნიშვნელოვნების გარდა, მნიშვნელოვანია იმისათვისაც, რომ ქვეყანაში არსებული კრიმინალის დონე შემცირდეს. წყარო: Forbes.ge