21 იანვარი

11
მთვარის მეოცე დღე🌒🌒🌒. მესამე ფაზა🌒🌒🌒

21 იანვარს დაბადებულები

21 იანვარს დაბადებულები ჭკვიანი და გამჭრიახი პიროვნებები არიან, საოცარია მათი მოქმედებების სისწრაფე და სიმტკიცე და ვითარებებზე მორგების უნარი. ეს ადამიანები გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, ხანდახან ხისტი არიან, ამბიციური; საკუთარი მოსაზრება ყოველთვის გააჩნიათ. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ, თუმცა ზოგჯერ მერყეობა პრობლემის წარმატებით გადაჭრის შანსს ხელიდან აშვებინებს. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ქორწინება კარგს არაფერს უქადით, შემდგომი ოჯახური ურთიერთობები მყარი და ბედნიერი აქვთ. ფინანსურად უმართლებთ, მოწიფულობაში სოლიდური თანხა შეიძლება დაუგროვდეთ.
21 იანვარს დაბადებულები მწვერვალების დაპყრობისკენ ისწრაფვიან, ამიტომ ამ მწვერვალზე ასვლის შემდეგ ქვევით დაშვება აღარ სურთ და ყველანაირად ცდილობენ, იქ პოზიციები გაიმაგრონ. სანამ არ გააცნობიერებენ საკუთარი ამბიციების რეალურ მნიშვნელობას, მათი თავმოყვარეობა დანგრეული ოცნებებისა და გეგმების გამო დაიტანჯება. თავიანთი დადებითი თვისებების, ენერგიულობისა და მიზანსწრაფულობის მიუხედავად, 21 იანვარს დაბადებულები შეიძლება გადაეშვან გართობაში და თავზე კონტროლი დაკარგონ. ამიტომ წარმატება მხოლოდ მათ ელოდება, ვინც შინაგან წინააღმდეგობებსა და პიროვნულ მისწრაფებებს ერთმანეთთან შეაჯერებს.
სხვადასხვა ფაქტორს - წინააღმდეგობრივ ინტერესებს, ჯანმრთელობის პრობლემებს, ასაკს ან წარუმატებელ კარიერას მათი აქტიურობის შემცირება და აპათია შეუძლია გამოიწვიოს. წარუმატებლობა კარიერაში კი მაშინ მოდის, როდესაც მათ პიროვნებაში მხიარული მხარე რაციონალურსა და სერიოზულს სძლევს.

21 იანვარს დაბადებულები :

კრისტიან დიორი, დიორის მოდის სახლის დამაარსებელი.
“ჯობს გაზეთის პირველ გვერდზე გლანძღონ, ვიდრე ბოლო გვერდზე რამდენიმე სიტყვით შეგაქონ''                            
კრისტიან დიორი უდიდესი კუტიურიე იყო, რომელმაც მსოფლიოს ქალის ელეგანტურობისა და მომხიბლაობის ახალი ხედვა აჩუქა. მისი სახელი პარიზული მოდის სინონიმი გახდა, ყველაფერი, რასაც ის ქმნიდა, დიდი გემოვნებითა და მომავლის ხედვით გამოირჩეოდა. ყველა, ვინც ასე თუ ისე მსოფლიო მაღალ მოდასთან იყო დაკავშირებული, ყურადღებას აქცევდა, რას იტყოდა დიორი.
„არ არსებობს ცნება „უშნო ქალი“ - არსებობენ მხოლოდ ქალები, ვინც არ იციან, როგორ გამოიყურებოდნენ მიმზიდველად“
ესპანელი საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო
ქართველი ფერმწერი მოსე თოიძე

დღის საკითხავი :

დილით ადრე, მეფე სოლომონი მზის ამოსვლას მთის მწვერვალზე შეხვდა.         როდესაც იქიდან ჩამოვიდა, მას მთის ძირთან შეკრებილმა ადამიანებმა მიმართეს:                 — თქვენ ჩვენთვის შთაგონების წყარო ბრძანდებით. თქვენი ყოველი სიტყვა, ჩვენს გულებს გარდაქმნის. ხოლო, თქვენი სიბრძნე – გონებას გვინათებს. გვინდა, რომ გვიპასუხოთ: ჩვენ ვინ ვართ? მან გაიღიმა და უპასუხა:— თქვენ — ხართ ნათელი სოფლისა, ვარსკვლავები ხართ. თქვენ — ჭეშმარიტების ტაძარი ხართ. თითოეულ თქვენგანში მთელი სამყაროა. გონება გულს დაუკავშირეთ, საკუთარ გულს ჰკითხეთ და სიყვარულით მოუსმინეთ. ნეტარ არიან ისინი, ვისაც ღმერთის ენა ესმით.
ბედნიერ დღეს გისურვებთ 💖💖💖
11