როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება?

0

ფიზიკური აქტივობა

- მუდმივი ვარჯიში აუცილებელია ტვინის სისხლითა და გლუკოზით მომარაგებისთვის, რაც ნეირონებს შორის სინაფსურ კავშირებს აძლიერებს.

მნიშვნელოვანი საკითხების დამახსოვრება

-სცადეთ მნიშვნელოვანი საკითხების დამახსოვრება მაშინ, როცა სხვა რამით ხართ დაკავებული - მოძრაობთ, ცურავთ, ყვავილებს უვლით და ის აღარასდროს დაგავიწყდებათ.

გლუკოზა სისხლში

ტვინი ადამიანის სხეულში გამომუშავებული ენერგიის დაახლოებით 20%-ს მოიხმარს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აკონტროლოთ სისხლში გლუკოზის შემცველობა და იკვებოთ სწორად. როცა შაქრის შემცველობა მკვეთრად იცვლება, თქვენი ტვინი ზიანდება.

ნაკლები სტრესი

გონებას აუცილებლად სჭირდება დასვენება. სტრესის დროს თქვენი ტვინი დიდი რაოდენობით კორტიზოლს გამოიმუშავებს, რაც კონცენტრაციაში გეხმარებათ, თუმცა ტვინის რესურსი ამოუწურავი არ არის.
#ახალიამბები
#health
#forhealth
#healthylife
#healthylifestyle
Tbilisi
0