NASA-ს როვერი, Perseverance 30 ივლისს მარსზე გასაშვებად მზადაა

0
რამდენიმე დღეში NASA-ს როვერი Perseverance მარსისკენ გაეშვება და უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნების ძებნას დაიწყებს. "ყველა საჭირო პროცედურა დასრულებულია და ჩვენ როვერის გასაშვებად მზად ვართ. კორონავირუსის პანდემიის გამო ამჟამად ძალიან უცნაურ სიტუაციაში ვართ, თუმცა ეს მისია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მის გეგმას დიდი მონდომებით ვიცავდით", — განაცხადა სააგენტოს ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენსტინმა. როვერი ადგილობრივი დროით 30 ივლისის დილის 7:50-ზე, კანავერალის კონცხიდან გაეშვება. YouTube-სა და სოციალურ მედიაში პროცესის ნახვა ლაივის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. შვიდთვიანი ფრენის შემდეგ კი როვერი კრატერ Jezero-ში 2021 წლის 18 თებერვალს დაეშვება.
#news
#opinion
#dailynews
#dailyscience
Tbilisi
0