7 votes
0 comments
0 shares
Save
130 views
Qeti Metreveli
Tbilisi · 6 months ago

აბა, ვინ ელოდება The young Pope-ის მეორე სეზონს? ველი დიდი ხანია ჯუდ ლოუს სიტრიპაჩის გაგრძელებას 🤗🤗

#art

The New Pope (2019): Official Teaser | HBO
m.youtube.com
Qeti Metreveli
Tbilisi · 6 months ago
Similar Posts
Sokhumi Daily
Sokhumi · 1 week ago
როგორ მოჩანს აფხაზეთიდან ევროპა - კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეების მოსაზრებები
ბანალურია კითხვა-საქართველო ევროპაა თუ აზია. ვიღაცამ თქვა, რომ ხიდია ევროპა-აზიას შორის და ეს ფრაზა აიტაცეს. ხიდი კარგია, მუდამ აკავშირებს და გაღმა ნაპირას არასოდეს დარჩები მარტო, უიმედოდ, - ეს ამონარიდია თორნიკე შელიას ესედან, რომელიც კონკურსის - "ბერტა ფონ ზუტნერი - ევროპა საქართველოში" ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა რამდენიმე დღის წინ. თორნიკე ოკუპირებული გალის ერთ-ერთი სკოლის უკვე ყოფილი მოსწავლე და აბიტურიენტია. აფხაზეთში სწავლის გაგრძელებას თბილისი არჩია და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირდა. მომავალი ჟურნალისტი ჯერ კიდევ მშობლიურ რაიონშია, დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდის გახსნის მოლოდინში. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველ ლაურეატ ქალზე მანამდე არაფერი სმენოდა. გამარჯვებაზე მაშინ არც უფიქრია, უბრალოდ გადაწყვიტა, ამ გამოწვევისგან ერთგვარი გამოცდილება მიეღო. სულ ეს იყო. ბერტაზე ბიოგრაფიულ ცნობებს, სამეგრელოს სამთავროსთან ურთიერთობა, ევროპა-საქართველოს შორის კავშირები დაურთო უძველესი დროიდან, ურთიერთდახმარების და მეგობრობის ისტორიები, რომელიც ინტერნეტით მოიძია. როგორც ბერტა ფონ ზუტნერი იბრძოდა კალმით და სიტყვით თავისუფლებისთვის, საქართველოს საუკუნოვან ბრძოლასაც იგივე სახელი ჰქვიაო - თავისუფლება, - ამბობს თორნიკე. "საქართველოში ერთიანი თვალსაზრისი არ არის. ზოგი ევროპისკენ მიიწევს, ზოგი ისევ რუსეთს ემხრობა. ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ რუსეთი არ არის ისეთი მეგობარი ჩვენთვის, რომ მას ვენდოთ. ამას ისტორიაც გვიჩვენებს. რა არის ევროპული ღირებულებები? თავისუფლება და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ხომ? ჩვენი სახელმწიფოც დიდი ხანია ამისთვის იბრძვის და იდეოლოგიურად რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო კავშირში ვართ. ევროპა არის თავისუფლება. საქართველო იბრძვის თავისუფლებისთვის", - გვითხრა კონკურსის გამარჯვებულმა. არც თორნიკესთვისაა უცხო მითები ევროპასა და ევროკავშირზე, რომლებიც პოპულარულია მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე. ყველაზე ხშირად ის სმენია, რომ ევროპაში ტრადიციების პატივისცემა არ იციან და არატრადიციული ორიენტაციის ადამიანთა სიმრავლეა. მისი თქმით, დღეს არაერთი ქვეყნის მაგალითია სახელმძღვანელოდ და საპირისპირო არგუმენტად გამოდგება, თუ როგო შეიძლება თანამედროვე სახელმწიფო ტრადიციებთან შერწყმულად აშენდეს. "ბერტასა და საქართველოს ბედს ერთმანეთს ვამსგავსებ: ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია იბრძვის მშვიდობისა და თავისუფლებისათვის. ამ ბრძოლაში უწყვეტად ჩანს ევროპის კვალი", - წერს თორნიკე. ესეების დაჯილდოვება ივლისის დასაწყისში უნდა გაიმართოს. ივლისში ელოდება ეროვნული გამოცდებიც. გაიხსნება თუ არა ამჯერად პანდემიის საბაბით ჩაკეტილი ხიდი, ჯერ არ იცის. აფხაზეთში სწავლის გაგრძელებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ თბილისში მეტი თავისუფლება ელოდება. მეც თავისუფალი იდეოლოოგის ახალგაზრდა ვარო, გვითხრა. თბილისში, ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯმენტზე აბარებს ესეების კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული გალიდან საბა იზორია. მისთვის ევროპული ღირებულებები, რისკენაც საქართველო მიისწრაფვის, 21-ე საუკუნის ჰუმანური, საღად მოაზროვნე მოქალაქის სავიზიტო ბარათია. ამიტომაც კარგად ესმის დემოკრატიის,თანასწორობის, ადამიანის უფლებების და თავისუფლების უზენაესობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის უპირატესობა, რისთვისაც ბერტა ფონ ზუტნერი იბრძოდა. სჯერა, ევროკავშირია მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი ცენტრი და მისი ქვეყანაც სწორ გზაზე დგას. ანტიდასავლური პროპაგანდის მიუხედავად, საბა ამბობს, რომ დღევანდელი მსოფლიო უფრო თავისუფალია, ვიდრე გუშინ, ბევრად მობილური, ხელმისაწვდომი თუნდაც იმ მითების გადასამოწმებლად, რაც მის მავნებლობაზე ვრცელდება. გალელი ახალგაზრდის თქმით, დღეს რუსეთი სწორედ იმ ღირებულებებს ებრძვის, რაც თავად აკლია და არ აქვს. კონკურსის გამარჯვებული წერს იმაზეც, თუ როგორ შემოჰქონდა ევროპა საქართველოში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველ ლაურეატ ქალს, რა შთაბეჭდილებებით აღწერს ის დღიურში საქართველოს დედაქალაქსა და ზუგდიდს, სადაც ჯერ კიდევ მაშინ იკვეთებოდა ქართველი ხალხის ცხოვრების და ხასიათის ევროპული კონტურები. "მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი" - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოთქმული სიტყვები გაახსენა ავტორს საკონკურსო ესეზე მუშაობამ, როცა პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ მსოფლიოს გააგონა ქართველი ხალხის ხანგრძლივი და დაუოკებელი ჟინიევროპული ოჯახის წევრობის. საბას თორნიკეს მსგავსად იმედი აქვს, რომ ივლისის დასაწყისში ენგურის ხიდი გაიხსნება და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას შეძლებს. თბილისის უმაღლესი სასწავლებელიც აბიტურიენტის შემთხვევითი არჩევანი არ არის: "ვაბარებ იმიტომ, რომ უპირატესობას ვანიჭებ და ჭეშმარიტად მიმაჩნია ის, რაც ქადაგებს თავისუფლებას, და ეს თავისუფლება სწორედ იქ იგრძნობა, სადა არის ევროპული ფასეულობები, სადაც არის ჰუმანიზნმის გრძნობა, ადამიანობის გრძნობა". საბა თბილისში უფრო თანამედროვე, სრულფასოვანი განათლების მიღების მოლოდინითაც მიდის. კონკურსში გამარჯვებულებს 6 ივლისს, ავსტრიის ელჩის რეზიდენციაში დააჯილდოვებენ. ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის დამფუძნებელმა სალომე ადამიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მართალია დიდი სურვილი აქვთ, ყველა მათგანი დაესწროს საზეიმო ღონისძიებას, თუმცა ჩაკეტილი ხიდის პირობებში, გალელ ახალგაზრდებს მონაწილეობა დისტანციურად მოუწევთ. მისივე თქმით, კონკურსმა ქვეყნის თითქმის მთელი რეგიონი მოიცვა, რომლის ფარგლებშიც ასამდე ნაშრომი მიიღეს: "იყო ძალიან მრავალფეროვანი. მათ შორის იყო ძალიან საინტერესოებიც, მეტ-ნაკლებად და რაც ჩვენთვის ძალიან გასაკვირი იყოს, შემოვიდა თემები, რომელიც სხვა საკითხებს ეხებოდა. მაგალთად იყო განათლების პრიორიტეტებზე. ბულინგზე...". სალომე ადამია ამბობს, რომ კონკურსის თემატური ნაშრომების უმრავლესობში, ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზა და სულისკვეთება მეორდება. რაც შეეხება ჟიურის, თუ რითი იხელმძღვანელეს ესეების შეფასებისას, განმარტა - წინასწარ შემუშავებულ კრიტერიუმებთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ესეებს ჰქონოდა ინდივიდუალური აზროვნების ნიშნები, ყოფილიყო პათეტიკისგან შეძლებისდაგვარად თავისუფალი და წარმოჩენილიყო დოკუმენტური მასალების გემოვნებით გამოყენების უნარები. ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოში ავსტრიის საელჩოს და ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის ინიციატივით გამოცხადებული ესეების კონკურსს ექვსი გამარჯვებული ჰყავს. პირველი პრემიის მფლობელი 400 ევროთი დაჯილდოვდება. მეორე ადგილზე გასული 300 ევროს მიიღებს, მესამე ადგილის მფლობელს კი 200 ევროა ელოდება. მასალაში შეცვლილია გალელი მოსწავლეების ვინაობა, მათივე უსაფრთხოების მიზნით. წყარო: livepress.ge ავტორი: ნინო თოლორაია#აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
Qeti Metreveli
Tbilisi · 5 months ago
აბა ვინ უყურეთ უკვე ახალ პაპს? ჯერ 6 სერია დადეს 😊🥰 #newpope #art
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ჯუდ ლოუ და მეთ დეიმონი , ნიჭიერი მისტერ რიპლის გადაღებაზე
🧡" ეშმაკის ყველაზე დიდი ცბიერება იმაში მდგომარეობს, რომ დაარწმუნა სამყარო მისა არარსებობაში " 🧡 🖤 " თუ ეშმაკი არ არსებობს და ადამიანმა შექმნა , თავის ხატად და სახედ შეუქმნია "🖤 ⬆️ ზემოთაღნიშნული ციტატები დოსტოევსკის წიგნიდან „ ეშმაკნი “ , ამ ფილმის ფუნდამენტური ფრაზებია ⬆️ 🤯 ამ ფილმის პირველი რიმეიქი 1960 წელს გადაიღო რენე კლემანმა .„კაშკაშა მზეზე “ ( Plein soleil 💜 ) ალენ დელონი ასრულებს მთავარ როლს და ამას პლიუს ნინა როტას შესანიშნავი მუსიკა ჟღერს ( ) 🤯 💥 1977 წელს ვიმ ვენდერსმა გადაიღო ,რიპლის' საკმაოდ წარმატებული ეკრანიზაცია The American Friend /Der amerikanische Freund , დენის ჰოპერით მთავარ როლში. 💥 🖤 1999 წელს, კი სწორედ ჩემი საყვარელი ვერსია განოვიდა ანტონი მინგელას ,,ნიჭიერი მისტერ რიპლი" საკმაოდ წარმატებული და საუკეთესოდ მსახიობების კარგად შესრულებული როლებით! 🖤 💚 ტომ რიპლი (მეთ დეიმონი ) ქარიზმატული სოციოპატია, რომელიც 50–იანების ნიუ–იორკში ცხოვრობს და მსახურად და პიანისტად მუშაობს. მაგრამ მისი მთავარი ნიჭი სხვა ადამიანების განსახიერება, ხელნაწერის გაყალბება და მაქინაციების ჩატარებაა. 😳 ტომ რიპლი ერთ დღეს მილიონერს (ჯუდ ლოუს) გაიცნობს,რომელიც შესთავაზებს რომ იტალიაში ჩავიდეს და მისი შვილი დაარწმუნოს,რომ სამშობლოში დაბრუნდეს.ტომი ამ წინადადებას დათანხმდება.იგი იტალიაში ჩასული მდიდრულ ცხოვრებას გაუგებს გემოს და გადაწყვიტას დიკის ადგილი დაიკავოს... 💚 💥 სოციოპათი კაცო­ბრიობი­ს ისეთი ტიპია; ადამიანის, რომელსაც არ გააჩნია­ სოციალური ემოციები, გაცილებით ადვი­ლად ეგუება პროგრესს და ყველაზე გლობ­ალურ ცვლილებებს.საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ დადგება ე.წ. მოქნილი­ მარტოხელების ცივილიზაცია - ჯეიმზ ბონდების, ოსტაპ ბენდერების საზოგადოება... თითქოს ამისკენ მიემართება სოციუმი. თუ ელიტის წრეებში, პოლიტიკაში, შოუბიზნესში სოციოპათები იქნებიან ლიდერები, ბუნებრივია, საზოგადოება ეცდება, მიჰბაძოს მათ. მაგრამ, ჩვენ არ უნდა დაგვავ­იწყდეს ის, რომ სოციოპათია დასავლური­ ცივილიზაციის მონაპოვარი არ არის, ეს უბრალოდ ხასიათის სახეა. ესკიმოსების ენაში არსებობს სიტყვა "კუნლანგეტა". ასე ეძახიან ადამიანს, რომელიც გამუდმებით იტყუება, ქურდობს, ძალადობს ქალებზე, თაღლითობს. არ აქცევს ყურადღებას წესებს და ხშირად სასჯელს იმსახურებს. კითხვაზე: რა ბედი ეწევათ ასეთ კუნლანგე­ტებს, ესკიმოსები პასუხობენ: "ვიღაც, სანამ ვერავინ ხედავს, მას ყინულიდან წყალში გადააგდებს". 💜 #hollywood #mood #movies #movie #რიპლი #მეთდეიმონი #ჯუდლოუ #opinion #goodplaces #photo
AstroGeorgia
Tbilisi · 2 weeks ago
30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი დღეს არ დადოთ ხელშეკრულებები და არ ჩაერთოდ კამათში. რადგან სიმართლე დღეს თქვენს მხარეზე არ იქნება. ყურადღებით გაიხსენეთ და შეაფასეთ სათანადოდ ახლო წარსულში მომხდარი მოვლენები. მოსალოდნელია მოულოდნელი შეხვედრები. კურო დღეს თქვენი მთავარი მტერი იქნება სიზარმაცე. სულ მცირე საქმის გაკეთებაც კი დაგეზარებათ. ეს ყველაფერი მთელი კვირის განმავლობაში გადაღლის ბრალია. ვარსკვლავები გირჩევენ აქტიურად დაისვენოთ. ესტუმრეთ ბასეინს ან სატრენაჟორო დარბაზს. ტყუპები სავსებით შესაძლებელია დღეს ვალი დაგიბრუნონ, რაც ფრიად გაგახარებთ, რადგან თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამჟამად არასახარბიელოა. დღეს არ გაასესხოთ ფული, რადგან უკან სწრაფად ვერ დაიბრუნებთ ვალს. კირჩხიბი მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრ მიწვევას მიიღებთ ნაცნობ-მეგობრებისგან, უმჯობესი იქნება თუ საღამოს ოჯახურ გარემოში გაატარებთ, სადილის მერე კარგი იქნება წამოწოლა საყვარელ წიგნთან ერთად. თუ მაინც არჩევთ და სტუმრად წახვალთ შეეცადეთ ბევრი არ მიირთვათ, თორე მეორე დღეს კუჭის ტკივილი შეგაწუხებთ. ლომი დღეს ვარსკვლავები ბევრ საჩუქრებს გპირდებიან, როგორც მატერიალურ საჩუზრებს, აგრეთვე "ბედის საჩუქრებს". ხელიდან არ გაუშვათ თქვენი შანსი, შეიტყოთ ის რაც აქამდე თქვენთვის დაფარული იყო. ქალწული დღეს შესაძლებელია ყველა თქვენი გეგმა ჩაგიშალოთ ადამიანმა, რომელიც დაკავშირებულია თქვენთან სამსახურეობრივი საქმით. მისი არაკომპეტენტურობის შედეგად მოგიწევთ დახარჯოთ დრო და ენერგია რათა თავად მოაგვაროთ პრობლემები. სასწორი დღეს დიდ სიამოვნებას მიიღებთ სახლის საქმეებით. სახლის დალაგებისას შესაძლებელია იპოვოთ ისეთი რამ რასაც უკვე დიდი ხანია ეძებდით. მორიელი დღეს შესაძლებელია უსამართლოდ მოგექცენ. როგორც არ უნდა გეწყინოთ შეეცადეთ მოიკრიბოთ ძალა და არ აჰყვეთ ემოციებს. გახსოვდეთ, რომ ადრე თუ გვიან სიმართლე გაიმარჯვებს. მშვილდოსანი დღეს ნუ მოკიდებთ ხელს საქმეებს თუ არ ხართ ხასიათზე. შეეცადეთ ჯერ დამშვიდდეთ და მერე შეუდგეთ საქმეს. კარგი იქნება ყველა საქმის გადადება და უბრალოდ დასვენება ბუნების წიაღში ახლობლებთან ერთად. გაღიზიანებაც გაგივლით და განახლებული ძალებით შესძლებთ მუშაობის გაგრძელებას. თხის რქა შეეცადეთ შეეგუოთ შექმნილ სიტუაციას. შეცვლით მაინც ვერაფერს შეცვლით, დროს და ნერვებს კი ფუჭად დახარჯავთ. უბრალოდ დაელოდეთ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება თქვენი აქტიური ჩარევის გარეშე, ეს იმაზე სწრაფად მოხდება ვიდრე თქვენ ფიქრობთ. მერწყული ვარსვკვლავები შეგახსენებენ, რომ თუ გინდათ რომ რაიმე იყოს გაკეთებული კარგად გააკეთეთ ეს თავად. არ ღირს სხვის იმედზე ყოფნა, თუმცა ნუ ჩაიდებთ გულში წყენას, რადგან სხვები ვერ დაგეხმარებიან ვინაიდან მათ არ შეუძლიათ, თქვენი კი ამ საქმის პროფესიონალი ხართ. თევზები საკმაოდ პოზიტიური დღეა. შესაძლოა ახალმა, საქმიანმა შემოთავაზებამ ან ორიგინალურმა იდეამ, წარმატებული სამომავლო პროექტის დაწყებისკენ გიბიძგოთ. თუმცა მსხვილი კაპიტალდაბანდებებისაგან და უძრავი ქონების შეძენისაგან, თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ.
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi · 3 months ago
ადოლფ ჰიტლერი და ხელოვნება
იქამდე სანამ მეოცე საუკუნეს სისხლიან კვალს დაატყობდა ადოლფ ჰიტლერი მხატვრობით იყო გატაცებული,მას უნდოდა,რომ ხელოვანი გამოსულიყო,დღემდე მისი არაერთი ნამუშევარია შემორჩენილი,მას შეეძლო დიდი წარატებისთვის მიეღწია,ეხატა პეიზაჟები,ნატურმორტები,ის ირჩევდა გზას,რომელიც ითვალისწინებდა,რომ დიდი გზა უნდა გაევლო წარმატებამდე,ის თანახმა იყო ამ ყველაფერზე,თანახმა იყო რომ პურის ფული საფოსტო მარკის და ღია ბარათების შექმნით ეშოვა,თუმცა მისი ცხოვრება ისე არ წავიდა როგორც წარმოედგინდა,იგი ვენის ხელოვნების აკადემიაში არ მიიღეს,უფრო მეტიც,მისი ნამუშევრები უინტერესოდ მიიჩნიეს,მათ მხოლოდ არქიტექტურული ნამუშევრები მოეწონათ და შესთავაზეს მას რომ არქიტექტურა გაეგრძელებინა,მან ამის შემდეგ კიდევ სცადა ბედი აკადემიაში,თუმცა უშედეგოდ მას მხოლოდ არქიტექტურას სთავაზობდნენ,თუმცა ადოლფი თვლიდა,რომ არქიტექტურა მისი საქმე ნაკლებად იყო,ვინ იცის,როგორ წარიმართებოდა დიდი დიქტატორის ბედი იგი აკადემიაში რომ მიეღოთ,თუმცა ისტორიის შეცვლა შეუძლებელია,მჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ათეული წლის შემდეგ ვათვალიეროთ ადოლფის ტილოები და გაგვიჩნდეს კითხვა თუ როგორ შეიძლება ამდენი ბოროტების ჩამდენი,ასეთი ნამუშევრების შემქმნელი იყოს. წიგნში, "ჩემი ბრძოლა", ჰიტლერი წერდა, რომ დღეში საშუალოდ სამ ნახატს მაინც ხატავდა. მის შემოქმედებაში მრავალფეროვნება იგრძნობა,ყვავილები,პეიზაჟები... თუმცა მთავარი მაინც შენობებია,მისი შექმნილი ღია ბარათები ტურისტებში პოპულარობით გამოირჩევა. თუმცა,მას ადამიანების ხატვა არ ეხერხებოდა,ან შეიძლება უბრალოდ არც სურდა,შეიძლება სწორედ ეს იყო მიზეზი,რომ აკადემიაში ვერ ჩაირიცხა. და მთავარსარდლების უმეტესობა ძალიან კარგად იცნობდა ხელოვნებას,ან თავად იყვნენ ხელოვანნი,უმეტესი მათგანი კი ჰიტლერის მსგავსად დაუფასებელნი დარჩნენ. „დიდ გერმანულ მხატვრულ გამოფენაზე“ ფიურერი ეპოქალური სიტყვით გამოვიდა: „კუბიზმს, დადაიზმს, ფუტურიზმს, იმპრესიონიზმსა და ამათ მსგავს სხვა არცერთ მიმდინარეობას გერმანულ ხალხთან საერთო არაფერი აქვს… ისინი მხოლოდ ხელოვნურად შემოქმედი ხალხია, რომლებსაც ღმერთმა არ მისცა ხატვის ნამდვილი ნიჭი და მხოლოდ ტყუილით და ლაპარაკით დააჯილდოვა ისინი… მათთვის ჩვენი ერის წარმომადგენლები დეგენერატული კრეტინები არიან, მდელოები მათთან ლურჯია, ცა-მწვანე, ღრუბლები ნაცრისფერ-ყვითელი და ა.შ… ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს: ან ეგრეთ წოდებული „მხატვრები“ გარემოებას მართლა ასე უჩვეულოდ ხედავენ და სჯერათ, რომ ისინი სწორად ასახავენ მსოფლიოს, მაშინ უნდა გაირკვეს, მათი მხედველობის დეფექტები მექანიკური, თუ გენეტიკური დაზიანებაა. პირველ შემთხვევაში ჩვენ მათ ვუზიარებთ, მეორე შემთხვევაში კი ეს მნიშვნელოვანია იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, უნდა მიხედონ ამ საქმეს, რათა თავი აარიდონ ასეთი საშინელი მხედველობის დეფექტების გენეტიკას. შესაძლებელია ისიც, რომ ამ პირებს თავად არ სჯერათ საკუთარი „გრძნობებისა“ და „ხილვების“, მაგრამ ცდილობენ, ამ მოტივაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერი დაცინვით შურაცხყონ. ასეთი ქმედებები კი სისხლის სამართლის საქმეს მიეკუთვნება… ამიერიდან ჩვენ დაუნდობელ ბრძოლას გავმართავთ მათში კულტურული ელემენტების გასანადგურებლად.“ #art #photo #events #opinion #funny #crypto #business #design #food #sport #news #politics #religion #gaming #goodplaces
+4
Artists Voyage
Tbilisi · 1 month ago
სესილია თაყაიშვილი და ვასო გოძიაშვილი
უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ ისეთ წყვილებს ვიხსენებ, რომელთაც დიდხანს არ უცხოვრიათ ერთ ჭერქვეშ. მათგან ერთ-ერთს (ან ორივეს ცალ-ცალკე) მალევე შეუქმნია მეორე ოჯახი, მაგრამ იმ ძველი "რაღაცის" გამო საზოგადოების თვალში მაინც წყვილად დარჩენილა. ამაზე საკმაოდ დიდხანს ვიფიქრე და მივხვდი, მათ "მარადიულობას" თავად იმ ადამიანებმა შეუწყვეს ხელი. ორი ადამიანის ურთიერთობაში ვინ გაიგებს მტყუან-მართალს, პირადი ცხოვრების გამომზეურებას ხომ ყველა ერიდება, ამიტომაც საიდუმლოდ დარჩენილი დეტალები კიდევ უფრო იდუმალსა და საინტერესოს ხდის იმ წყვილს, რომელსაც უკვე "ყოფილი" ჰქვია. უდიდესი მსახიობი და შეუდარებელი ბებია - სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს დაიბადა ბათუმში. მის ოჯახში ბევრი გამოჩენილი ადამიანი იკრიბებოდა და პატარა სესილიას სტუმრებთან ყოფნა ძალიან ართობდა. ის გაფაციცებული აკვირდებოდა ყველას ქცევას, მიმიკას, ლაპარაკის მანერას... მერე კი ზუსტად იმეორებდა ნანახსა და გაგონილს. შემდეგ თეატრში წაიყვანეს და იქიდან დატყვევებული გამოვიდა ბავშვი. იზეპირებდა ლექსებს, ტექსტებს და ოჯახში სანახაობებსა და საღამოებს მართავდა. მშობლები მიხვდნენ, რომ სესილია მსახიობობის გარდა, სხვა არაფერზე იფიქრებდა, ამიტომაც ხელს უწყობდნენ. 8 წლის იყო, როცა ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. 16 წლისამ ფაღავას სამსახიობო სტუდიაში ჩააბარა და სასწავლებლის დამთავრებისთანავე რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში სტუდენტებს სახელგანთქმული სტანისლავსკი ესტუმრა. ყველა შეეცადა, თავი მოეწონებინა მისთვის, მაგრამ მან ამდენ ახალგაზრდაში რატომღაც სესილია ამოარჩია, რომელმაც ხნიერი ქალის როლი შეასრულა. სტანისლავსკი ადგა, გოგონას მიუახლოვდა და თავზე ხელი გადაუსვა. ეს ათას ეპითეტსა და კომპლიმენტზე მეტს ნიშნავდა. იმ დღეებში სესილია მართლაც უბედნიერესი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავი სტანისლავსკის მიმდევრად არასოდეს ჩაუთვლია.. იგი მასწავლებლებად ახმეტელსა და მარჯანიშვილს მიიჩნევდა. რუსთაველის თეატრში ცოტა ხანს იყო, მალე კოტე მარჯანიშვილის თეატრში გადაინაცვლა. ამის მიზეზი მარტო დიდი რეჟისორი და მისი ახლებური ხედვა როდი იყო. მართალია, სესილიასთვის კოტე მარჯანიშვილის დახვეწილი და ესთეტიკური რეჟისურა უფრო მისაღები გახლდათ, ვიდრე ახმეტელის გმირულ-რომანტიკული სულისკვეთება, მაგრამ თეატრის შეცვლის მიზეზი მაინც სხვა იყო. ეს გახლდათ მისი მეუღლე, ვასო გოძიაშვილი. მათ შვილი შეეძინათ, დათო გოძიაშვილი, რომელიც სესილიას მთელ ქვეყანას ერჩივნა. ისინი რამდენიმე წელიწადში დაშორდნენ, მაგრამ საზოგადოების ყურადღება მაინც მათკენ იყო მიმართული. ვასომ სესილიას შემდეგ მეორე ოჯახი შექმნა, ცოლყოფილი კი აღარ გათხოვილა და ამიტომაც ხალხმა უცებ შექმნა ლეგენდა სესილიას ერთგულებასა და გაუცვეთელ სიყვარულზე. თაყაიშვილს არ უყვარდა პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, სამსახიობო კარიერაზეც თავს არიდებდა ინტერვიუებს. ასე იყო ვასო გოძიაშვილიც, რომელიც ჟურნალისტებსა და თეატრმცოდნეებს სახალისო ამბებსა და ანეკდოტებს უყვებოდა. როცა ვასოს მორიგი რომანი გახმაურდებოდა, სესილია წარბებს ასწევდა და იტყოდა, აბა, ამას მე როგორ ავიტანდიო... თუმცა შვილს, დათოს, არასოდეს ახსოვს, რომ დედას მამაზე ცუდი რამ ეთქვას. ვასო გოძიაშვილი ერთი წლით იყო სესილიაზე უფროსი. 1905 წელს დაიბადა, თბილისში. მამა ადრე გარდაეცვალა, ვასო მაშინ წლინახევრის იყო. დედამ ოთხი ქალიშვილი და ორიც ვაჟი დიდი წვალებით გაზარდა. სულ უჭირდათ, თან ცუდი პერიოდი იყო. 1930 წლამდე ხან რევოლუციები, ხან სამოქალაქო ომი იყო, ხან ბოლშევიკ-მენშევიკები, წითელ-თეთრები დათარეშობდნენ ქვეყანაში. ვასოს კი გამუდმებით სწყუროდა სწავლა. ხან სად მუშაობდა, ხან სად, რომ დედას დახმარებოდა. #სესილიათაყაიშვილი #ვასოგოძიაშვილი #კინოხელოვნება #ქართველიკინომსახიობები Tbilisi
კონემიკა სპორტი
Tbilisi · 2 months ago
ალექს ფერგიუსონი - ფეხბურთის ფროიდი!
საფეხბურთო ისტორიას ბევრი ძლიერი მენეჯერი ახსოვს.ყველას ჰქონდა თავისი გამორჩეული ინდივიდუალური სიძლიერე, ზოგის სიძლიერე სტრატეგია და ტაქტიკა იყო, ზოგის კი ლამაზი, ლაღი თამაში, ზოგიც კი ახალ ტაქტიკებს ჰქმნიდა,რომელმაც ფეხბურთი დღემდე მოიყვანა! თუმცა, სერ ალექს ფერგიუსონი სულ სხვა ფენომენია,რადგან მას არ ჰქონდა გასაოცარი სტრატეგიები, არც საუცხოო ტაქტიკით გამოირჩეოდა,თუმცა მას ფეხბურთში ყველა იცნობდა და პატივს სცემდა.მაშ რაში იყო ამ მწვრთნელის მთავარი უპირატესობა! 🔺ერთი ნაბიჯი კრახამდე - იმის შემდეგ, რაც გუნდიდან რონ ატკინსონი წავიდა, გუნდი ფერგიმ ჩაიბარა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში.მანჩესტერში მისვლის შემდეგ ფერგიუსონი ყოველდღიურად, ყოველწუთიერად და დეტალურად ცვლიდა გუნდს. მთავარი სიახლე, რაც მან შემოიტანა, ახალგაზრდების მომზადების სისტემის შეცვლა იყო, რამაც რამდენიმე წლის შემდეგ უზარმაზარი დივიდენდები მოუტანა გუნდს, და კიდევ ერთი, "ოლდ ტრაფორდზე" სასმელის დალევა აკრძალა, რის გამოც იქამდე ტრიბუნების უსაყვარლესმა რამდენიმე ფეხბურთელმა სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა. 🔺აღზევება -1993 წლის სეზონში ძველმა საფეხბურთო ლიგამ დაასრულა თავისი შესანიშნავი ისტორია, პრემიერ ლიგის შექმნა კი მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" და ფერგიუსონის ბატონობის დასაწყისად მიიჩნევა. 1992-93 წლების სეზონის არცთუ სახარბიელო დასაწყისის შემდეგ, ნოემბერს "მანჩესტერი" მოულოდნელი შენაძენით შეხვდა, "ლიდსიდან" "იუნაიტედში" ერიკ კანტონა გადავიდა. ფრანგი ფეხბურთელის ზღაპრული თამაში უკანასკნელი დეტალი აღმოჩნდა ფერგიუსონის მანქანაში, რომელიც ამიერიდან გამარჯვებების გამარჯვებებზე მოპოვებას შეუდგა და საბოლოოდ ამ სეზონშივე მოხდა ის, რასაც გულშემატკივარი 26 წელი ელოდა: "მანიუ" ინგლისის ჩემპიონი გახდა! 1993-94 წლების სეზონში ფერგიუსონი მეორე უმნიშვნელოვანეს შენაძენს აკეთებს და "კრისტალ პალასიდან" იმ დროისთვის საკმაოდ სერიოზული თანხის, 3.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გუნდში როი კინი გადმოჰყავს, ამ ნაბიჯმა "იუნაიტედი" საბოლოოდ აქცია ინგლისური ფეხბურთის ლიდერად, რადგან ფერგიუსონის გუნდმა თავისი პირველი "დუბლის" შესრულება შეძლო, გაასწრო "ბლექბერნს" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში და გაანადგურა "ჩელსი" ინგლისის თასის ფინალში, ანგარიშით 4:0. შემდეგ სეზონში კვლავ "ბლექბერნის" ჯერი დადგა, მათ "წითელ ეშმაკებს" სამაგიერო გადაუხადეს და ფერგიუსონი და კამპანია ტიტულების გარეშე დატოვეს. მაგრამ მანკუნიანელებმა სწარაფად დაივიწყეს წარუმატებლობა და 1996 წელს კიდევ ერთი "დუბლის" გაკეთება შეძლეს, დააკლდათ რა სულ ერთი ნაბიჯი ლიგის თასის მოგებამდე, რაც "დუბლს" "ტრებლათ" აქცევდა. კარგი მენეჯერი ფერგი არასდროს ყოფილა დიდი ტაქტიკოსი, თუმცა იყო უძლიერესი ორატორი და მოტივატორი. როდესაც ფერგის გუნდი პირველ ნახევარში მარცხდებოდა, უკვე ყველამ იცოდა,რომ თამაშის მეორე ნახევარში სულ სხვა მანჩესტერს ვიხილავდით და ზუსტად ეს იყო ხიბლი მისი ფეხბურთის.მან იცოდა, რა ტრანსფერები გაეკეთებინა და ვინ გამოადგებოდა საკუთარ გუნდში.მან იცოდა, როგორ ესაუბრა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან და როგორ ყოფილიყო მთავარი ვარსკვალვი რონალდუს,ბექემის,რუნის თუ ნისტერლოის ფონზე. 🔺ფეხბურთის ფროიდი! ფერგის გავლენას განიცდიდა აბსოლუტურად ყველა გუნდი,რომელიც პრემიელ ლიგაში გამოდიოდა.თამაში ფერგის წინააღმდეგ იყო უბრალოდ ფსიქოლოგიური ბრძოლა,რადგან მას ორი წინადადებით შეეძლო საკუთარი ცუდი თამაშის გადაფრავა და მოწინააღმდეგის წარმატების დაჩრდილვა. როდესაც ფერგის ფსიქოლოგიურ გავლენაზე ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება რაფა ბენიტესი,რომელიც იმ დროს ლივერპულს წვრთნიდა პრესკონფერეციაზე.რაფამ აკანკალებული ხმით და ფურცლით ხელში ჩამოთვალა ყველა ის წაგება, ნაკლი თუ მინუსი,რაც ფერგის და მის გუნდს ჰქონდა თითქოს ეს უნდა ყოფილიყო დაჩრდილვა ფერგის, თუმცა ამან მისი რეპუტაცია ერთი ორად გაზარდა და გაანადგურა რაფა ბენიტეზის იმიჯი, რადგან რაფა პრენსკოფერენციაზე აშკარად წუწუნებდა და შეშინებული საუბრობდა.ფერგის ფსიქოლოგიური თამაში მხოლოდ პრემიელ ლიგაში არ მიდიოდა ეს ხდებოდა მანჩესტერ იუნაიტედშიც. იგი მეგობრობდა ფეხბურთელებთან, თუმცა იჭერდა დისტანციას. თუნდაც, ავიღოთ მაგალითად პატრის ევრა,რომელიც მანჩესტერში ახალგაზრდა, ნიჭიერი, თუმცა თავის თავში იმედდაკარგული ბიჭუნა ჩავიდა. იგი ფერგიმ აქცია მანჩესტერის მუდმივ განაპირა მცველად და თავად ევრაც იხსენებს, თუ როგორ ეხმარებოდა ფერგი ფსიქოლოგიურად. თუმცაღა, იყო ერთი მწვრთნელი,რომელთანაც ფერგის ფსიქოლოგიური მანიპულაციები არ ჭრიდა.ეს მწვრთელი არსენ ვენგერი გახლდათ. უამრავი სპეკულაციისდა მიუხედავად, არსენ ვენგერმა ყველანაირად შეძლო ფერგის სპეკულაციების თავიდან არიდება და საკუთარი სახელის შეულახავად დატოვება პრემიელ ლიგაში! საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ალექს ფერგიუსონი იყო პიროვნება,რომელმაც პროგრესი დაიწყო ფსკერიდან და მიაღწია უმაღლეს ეტაპებს. მან საკუთარი ადგილი დედების დარბაზში უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა და ყველასთვი საკმაოდ საყვარელ მწვრთელად დარჩა! Tbilisi Kutaisi Batumi