პირველი კოტეჯი „გლამურული კემპინგისთვის“ ამბროლაურში

0

სად მდებარეობს?

სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (იწის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 650 მეტრი, ამბროლაურიდან 3, 5 კილომეტრი.

რა შეიძლება ვნახო ?

ეგზოტიკური ტურიზმი ოცდამეერთე საუკუნის ახალი გამოწვევაა, რომელიც კარგად დავიწყებული ძველის თანამედროვე რეინკარნაციად შეგვიძლია მოვნათლოთ. ერთ-ერთი ასეთი ადგილი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ცოტა ხნის წინ გაიხსნა და ის ტურისტების ყურადღების ქვეშ მალევე მოექცა. თუ კარვებით მოგზაურობა, ღამით ტყის ჰაერის შეგრძნება და ცაზე ვარსკვლავების ყურება გიყვართ, ახლა უკვე შეგიძლიათ მძიმე ბარგი სახლში დატოვოთ და არც კარვების ტარებაზე შეწუხდეთ, რადგან ამბროლაურში კარავი-სასტუმროები დაგხვდებათ. უზარმაზარი ფანჯრებიდან რაჭის ულამაზესი ბუნება მოსჩანს. აქ ყოველი გაღვიძებისას დანახული ლანდშაფტი უფრო და უფრო მეტი ენერგიით აგავსებთ. მიუხედავად სიწყნარისა და სიმშვიდისა, აქ არ მოიწყენთ. შეგიძლიათ ეწვიოთ ადგილობრივი მევენახეების ღვინის მარანს, ვენახებს, მიიღოთ მათ მოვლაში მონაწილეობა, შემდეგ კი კანიონები დაათვალიეროთ, მდინარეზე წახვიდეთ, ითევზაოთ, ფეხით ისეირნოთ სოფლის გზებზე და ნახოთ როგორ ცხოვრობენ რაჭველები დღეს, გადაიღოთ ფოტოები ბუნებაში, საღამოს კი შეუერთდეთ სხვა დამსვენებლების მიერ მოწყობილ პიკნიკს ან თავად გახდეთ ასეთი თავყრილობის ორგანიზატორი.

რა დამიჯდება ამ ადგილზე 1 დღე-ღამის გატარება ?

სოფელი კრიხი საინტერესო სწორედ ამ ეგზოტიკური კარვების წყალობით გახდა. კარვები კი მართლაც საუცხოოა.კარევებშია თითქმის ყველა ის საჭირო ნივთები, რომელიც გჭირდებათ იმისთვის, რომ თუნდაც 1 დღე-ღამე სასიამოვნოდ გაატაროთ. კარვის დაჯავშნა 1 დღე ღამის განმავლობაში შეგიძლიათ 340 ლარად , რაც დამიჯერე საკმაოდ კარგი ფასია და თავისთავად ღირს!
სტატია მომზადებულია სპეციალურად FEEDC_სთვის! საინფორმაციო წყარო : helloblog.ge
0