6 ყველაზე უცნაური და სასაცილო სამსახური

0
1. დეოდორანტის ტესტერი - ეს ადამიანი, ხანდახან საათში 60 იღლიას ყნოსავს, რათა შეამოწმოს დეოდორანტის ხარისხი და მუშაობა.
2. ჩამხუტებელი - ამ პოზიციაზე მეც სიამოვნებით ვიმუშავებდი, ანუ ხალხს, რომელსაც სითბო სჭირდება - იხდიან ფულს და ეხუტები. რა თქმა უნდა მხოლოდ ჩახუტება და რამე სხვაში გადაზრდის პერსპექტივა - აქ არ მოიაზრება.
3. შინაურ ცხოველთა საკვების ტესტერი - კი, ეგაა, სინჯავს მაგ. ძაღლის საჭმელს და ადასტურებს, რომ ყველაფერი რიგზეა.
4. რიგში მდგომელი - ანუ, თუ რიგში დიდი ხნით დგომა გეზარება, შენს ნაცვლად ამას სხვა გააკეთებს და თავად, ბოლო წამს მიბრძანდები, რატომაც არა? :))
5. გოლფის ბურთის მომტანი - ის გადავარდნილ ბურთებს მოგიტანს, მოგაწვდის და ზედმეტად აღარ შეიწუხებ თავს.
6. ლოგინის მტესტავი - ეგეც მშვენიერია, სხვადასხვა სასტუმროში იძინებ, შესაბამის პოზაში და უწერ რეკომენდაციას, რამდენად შესაბამისია საწოლი :))
გადასარევი პროფესიებია, ვერაფერს იტყვი, ხომ? რომელ სამსახურს აირჩევდით თავად, ჩამოთვლილთაგან? 😀🤷‍♂️
0