მე არა, ჩვენ გავიმარჯვეთ!

0
ბლოგს რომ ვწერდი ვფიქრობდი, ვიყავი თუ არა მზად იმისთვის რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა. დიდი ფიქრის შემდეგ, როდესაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნა გამოვუცხადე ჩემ თავს იმისთვის, რომ ახალ პლათფორმას კარგად გავაცნობდი ჩემ მეგობრებს, რომ საკონკურსო ბლოგზე ეაქტიურათ - მზად ვარ-მეთქი, გადავედი Feedc-ზე და ავტვირთე ბლოგი ("შავიდან თეთრამდე არც ისე შორია"). ბლოგი 12-ში ავტვირთე, კონკურსი კი 11-ში დაიწყო. თავიდან ცოტა "დავშინდი", მეთქი მეტოქეს 121 ხმა აქვს, როგორ დავეწიო, როცა Feedc-ის არც თუ ისე ბევრი მომხმარებელი მყავს სამეგოროში-თქო. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში მაქსიმუმები არ იყო საჭირო, დავიჟინე და მანდაც თუ არ ვცდები უმაღლესი მაჩვენებელი დავაფიქსირე. იმაში კი ვიყავი დარწმუნებული, რომ ამის შემდეგ მეორე ტურში გადასვლა და ორმოცდაათეულში მოხვედრა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ გაორმაგებულმა პასუხისმგებლობამ და ამბიციამ ისევ "შემაშინა". ახალი ბლოგი მინდოდა ძალიან ჩემეული ყოფილიყო, სადაც ბავშობის ოცნებას, სურვილებს და ზოგადად პიროვნებას გავუსვამდი ხაზს. მჯეროდა, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი და ზუსტად ამიტომ ავირჩიე ეს უკანასკნელი. ვიფიქრე, მოდი, თუ გავიმარჯვებ ბარემ "ბავშობის ოცნებით" გავიმარჯვო-მეთქი. კონკურენტი ბლოგერების აქტიურობა ის ერთადერთი იყო, რომელიც პირიქოთ მოტივაციას მაძლევდა, რომ გაორმაგებული ენერგიით შევმდგარიყავი საქმეს. ბოლო დღემდე ვიგებდი, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ხმა მემატებოდა, ვიდრე წარმოვიდგენდი და ეს თქვენი დამსახურებაა! ჩემი ძალიან მაგარი მეგობრების დამსახურებაა, რომლებიც დღე და ღამე ტელეფონზე იყვნენ ჩამოკიდებულები და მეგობრების ინფორმირებას ცდილობდნენ! ძალიაან ბევრ ალტერნატივას მივმართეთ და დღეს, როდესაც ვიხსენებ თუ როგორ თავდაუზოგავად ვშრომოდით, მიხარია, ამაყი ვარ, რომ ეს ჩემ გარშემო ხდებოდა! არც ერთი წუთით არ განმიხილავს მეორე და მესამე ადგილი. ასე ვამბობდი - თუ პირველზე ვერ გავედი, მაშინ მეორე და მესამე არ მინდა-მეთქი. მაგრამ 12:00-მდე, ხმის მიცემის შეწყვეტის ბოლო წუთამდე გვეგონა, რომ მეორე ადგილზე გავიდოდი, რადგან კონკურენტს წუთში ათობით ხმა ემატებოდა. კი გვიკვირდა ასე როგორ-თქო, მაგრამ აბა ჩვენ რა ვიცოდით რაში იყო საქმე. იმედი მაინც არ დაგვიკარგავს. დ: ჰო და ამდენი წერის შემდეგ, როცა ჩემითვე ვხვდები, რომ დაგღალეთ და უნდა შევწყვიტო , გეტყვით რომ ბედნიერი ვარ , გახარებული, სიხარულისგან ატიდებული და თან ძალიან ამაყიც! ამ კონკურსმა ძალიან მაგარი ადამიანები გამაცნო, რომლებთან ახლო კონტაქტი თითქმის არასდრო არ მქონია და ყველაზე მაგარი ისაა, რომ ეს ადამიანები თვითონ იჩენდნენ ყურადღებას, რომ რამენაირად დამხმარებოდნენ... მადლობა სათითაოდ ყველას! მახსოვს ყოველი სამოტივაციო სიტყვა, რომელიც მოგიწერიათ, გითქვამთ, მიგინიშნებიათ და ა.შ! მთავარი ესაა და არა ის, რომ 3000 ლარიანი გრანტი მოვიგე! და ახლა, როცა ფიდს და ინბოქსს ვათვალიერებ, ასობით მილოცვას და გახარებული ადამიანების ხმას ვგებულობ, ორმაგად დიდი ემოციის ქვეშ ვარ და არ ვიცი ეს ენერგია სად წავიღო, რა მოვიმოქმედო და რა გავაკეთო?! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას... განსაკუთრებით კი იმათ, ვინც ჩემთან ერთად აღამებდა და ათენებდა! ჩემი სუპერმენები ხართ! მე კი არა ჩვენ გავიმარჯვეთ..! ♥️ And last... 1533 უნიკალური ხმა! We did it✋ პ.ს მახსოვს წინათ ასე დავწერე, თუ მიზანი დავისახე, მაშინ აუცილებლად შევასრულებ-მეთქი, ჰო და 3000 ლარი მოდის ჯგალში♥️ (აუცილებლად შეგატყობინებთ თამხას რაშიც გამოვიყემებ). დიდი მადლობა
Feedc
-ს, რომელიც ჩემი ყოველდღიურობის მთავარი წერტილი გახდა! დამელოდეთ, ძალიან, ძალიან მაგარ რაღაცებს შემოგთავაზებთ! love uuuuuu alllllll✨
Jgali
#feedcgrant
#literature
#winner
#ახალიამბები
0