მოიშორეთ პიგმენტური ლაქები სახლში დამზადებული ნიღბებით.

0

რა არის პიგმენტური ლაქები?

კანზე ბევრი სხვადასხვა ფქტორის გამო შესაძლოა პიგმენტური ლაქები გაჩნდეს. მათ შორის, აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ულტრაიისფერი სხივები, ასაკის მატებასთან დაკავშირებული ცვლილებები, აკნეს შემდგომმი ეფექტი, ფეხმძიმობა, კანის სხვადასხვა დაავადებები, მაგალითად დერმატიტი, ვიტამინების დისბალანსი, ასევე გასტროენდოკრინოლოგიური პრობლემები

ალოე ვერა

ეს უნიკალური მცენარე ატენიანებს კანს და ამავდროულად, ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების გაქრობას. ალოე ვერას წვენი წაისვით პრობლემურ ადგილებზე დღეში ორჯერ. გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ.

კურკუმა

შეურიეთ კურკუმა ფორთოხლის წვენს და წაისვით პრობლემურ კანზე. გაიჩერეთ 15 წუთი და თბილი წყლით დაიბანეთ.

ასპირინი

10 აბი ასპირინი გახსენით ოზონირებულ წყალში და წაისვით პრობლემურ ადგილებზე სამჯერ ერთი კვირის განმავლობაში.

ლიმონი,თაფლი და არაჟანი

ლიმონის წვენი საუკეთესო საშუალებაა კანის გასაწმენდად. შეურიეთ ლიმონის წვენი არაჟანსა და თაფლს, წაისვით პრობლემურ ადგილებზე და გაიჩერეთ 10 წუთი. შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. #სახისკანი #კანისმოვლა
#დაამზადეთთქვენით
#skincare #selfcare #diy #beauty
#beautyhacks
#ჯანსაღიცხოვრება
0