როგორ მოვუაროთ გაუხეშებულ უსიცოცხლო თმას?ხრიკები და რეცეპტები.

0

კვერცხის ნიღაბი.

კვერცხი, განსაკუთრებით კი მისი გული, მდიდარია ცილებით და ცხიმებით. შესაბამისად, უზრუნველყოფს ტენიანობას, ებრძვის ბაქტერიებს და ზედმეტ ცხიმებს. ამიტომაც, კვერცხი გამომშრალი და დაზიანებული თმის მოვლის საუკეთესო ნატურალურ საშუალებად მიჩნევა! კვერცხის გულს შეურიეთ ცოტაოდენი თბილი წყალი, მიღებული მასა გაინაწილეთ მთლიან თავზე და რამდენიმე წუთში ჩამოიბანეთ. არ გამოიყენოთ შამპუნი!

ლიმონი და თაფლი

თმის დაზიანების წინააღმდეგ, ლიმონისა და თაფლის გამოყენება, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ლიმონი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, თაფლი კი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. თმის ნიღბის დასამზადებლად, ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ თაფლს და დაუმატეთ ერთი ფინჯანი წყალი. მიღებული მასა წაისვით თმაზე და ეცადეთ თავის კანს არ შეეხოთ. გაიჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

გამოიყენეთ თმის ზეთები

ავოკადოს ზეთი ატენიანებს და უფრო ფაფუკს ხდის თმას. 5 სუფრის კოვზ ავოკადოს ზეთს შეურიეთ 3-5 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი. მიღებული ნაზავი წაისვით თმაზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. არგანის ზეთი  - ის ატენიანებს თმას და ბზინვარებას ჰმატებს. ქოქოსისი ზეთი  - თმას ბზინვარებას და სიჯანსაღეს ჰმატებს. რამდენიმე წვეთი ქოქოსის ზეთი შეურიეთ შამპუნში და ისე დაიბანეთ. ჟოჟობას ზეთი  - დაისხით ხელზე რამდენიმე წვეთი და შეიზილეთ თმაში.

ნიღბები ზეთებით

ნიღაბი ჩვეულებრივი თმისთვის -  შეურიეთ ერთმანეთს 2 სუფრის კოვზი ოროვანდის ზეთი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 10 წვეთი A ვიტამინი, 10 წვეთი E ვიტამინი. წაისვით მიღებული ნაზავი თმაზე და გაიჩერეთ 1 საათის განმავლობაში. თმის გამაძლიერებელი ნიღაბი - 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ალოეს წვენი შეურიეთ ერთმანეთს. წაისვით თმაზე მიღებული ნიღაბი დაბანამდე ერთი საათით ადრე. ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის - 2 სუფრის კოვზი გამხმარი მდოგვი, 4 სუფრის კოვზი თბილი წყალი, 3 სუფრის კოვზი თიხა, 1 სუფრის კოვზი თაფლი, ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთს, წაისვით თმაზე და 30-40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. #თმისმოვლა #სილამაზე #ხეიკები #თავისმოვლა
#beauty
#beautiful
#beautyhacks
#beautysecrets
#ჯანსაღიცხოვრება
0