საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანები ურეკში დაისვენებენ

0
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 20 შშმ ვეტერანი ზღვისპირა კურორტ ურეკში დასვენებს - რეაბილიტაციის კურსზე გაემგზავრა. კურსი 10 დღეს მოიცავს და გორის მერიის და და სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის თანადაფინანსებით სრულად ფარავს მგზავრობის, განთავსების და რეაბილიტაციის კურსის თანხებს. ვეტერანები გამგზავრებისას გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, მოადგილემ პაატა ივანიშვილმა და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ჩიხრაძემ გააცილეს. გორის მერია მესამე წელია 8 000 ლარით აფინანსებს შშმ ვეტერანთა დასვენება-რეაბილიტაციის კურსებს საზღვაო კურორტებზე. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#goridaily
წყარო -radiomosaic.ge
#მოგზაურობა
#ჯანსაღიცხოვრება
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0