30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

0

ვერძი

მუშაობის განწყობაზე არ ხართ. დასვენება და მეგობრებთან ერთად გართობა გსურთ. დახმარება კოლეგებს, ოჯახის წევრებს სთხოვეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაგანებივრებთ.

კურო

ყურადღება გმართებთ ინფორმაციისადმი. მეტად გამოავლინეთ დოპლომატიური ნიჭი და გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახს წევრებთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ.

ტყუპი

საქმეებით და შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. მოუწყვეთ სიურპრიზები ოჯახის წევრებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი

მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. საქმიანი ადამიანები დაფასებენ თქვენს აქტიურობას. საღამოს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ნუ გაატარებთ, მეგობრებთან ერთად გაერთეთ.

ლომი

ნებისმიერ რთულ საკითხს მარტივად მოაგვარებთ და მნიშვნელოვან კითხვას ადვილად გასცემთ პასუხს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ქალწული

გააცანით ხელმძღვანელობას თქვენი იდეები, ახალი პროექტები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, თქვენს იდილიას არაფერი შეუშლის ხელს.

სასწორი

ნუ გერიდებათ, დახმარებისთვის გავლენიან მეგობრებს მიმართეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ.

მორიელი

კარგი დღეა თავგადასავლებისა და მოგზაურობის მოყვარული ნიშნებისთვის. აგრეთვე, წარმატება გელით სხვადასხვა სფეროში. მთავარია, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ.

მშვილდოსანი

საქმიანი შემოთავაზებების, ახალი საქმეების დაწყების დღეა. იყავით დაკვირვებული. ოჯახის წევრები თქვენთან ერთად დროის გატარებაზე ოცნებობენ. მოუწყვეთ მათ მხიარული ვახშამი.

თხის რქა

საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. საღამოს გამონახეთ დრო, მეგობრებთან ერთად შოპონიგი მოიწყვეთ. მერწყული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ისე მიიღეთ, რომ თავად არ დაზარალდეთ. სამსახურში საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ.

თევზები

დღეს მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. გავლენიანი ადამიანების ყურადღებას დაიმსახურებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები.
0