3 votes
0 comments
0 shares
Save
44 views
მარიკო გეწაძე
Holon · 6 months ago
Ashdod
მარიკო გეწაძე
Holon · 6 months ago
Similar Posts
მარიკო გეწაძე
Holon · 4 months ago
რატომ ქუთაისი? ხომ ვერ მეტყვით ყველაზე ძველი ქალაქი რომელია საქართველოში? ქუთაისი 3 500 წლის არის და ამით ევროპის ხუთ უძველეს ქალაქთა რიგში იკავებს დამსახურებულ ადგილს. არგონავტების მითი სათავეს სწორედაც რომ კოლხეთის მეფე აიეტისგან იღებს. კოლხეთის დედაქალაქი აია იყო (ქუთაისის პირველი სახელწოდება), მედეა კი აიეტის შვილი. ხომ ვერ მეტყვით გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქი რომელია? ცხადია ქუთაისი. ქართველი მეფეების ბაგრატოვანთა დინასტიის სიმბოლო ბაგრატის ტაძარი სად არის? ნუ ვიცით რომ ქუთაისშია. საქართველოს ნომერ პირველი მეფე დავით აღმაშენებელი ქუთაისში გამეფდა. საქართველოს ნომერ პირველი მგოსანი აკაკი წერეთელი ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი ეკონომისტი და მოაზროვნე ნიკო ნიკოლაძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი ერისკაცი ექვთიმე თაყაიშვილი ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი მსახიობი ქალი ვერიკო ანჯაფარიძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი მსახიობი კაცი უშანგი ჩხეიძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი პოეტური ორდენი „ცისფერყანწელები“ (ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და სხვები) ქუთაისში დაარსდა. საქართველოს ნომერ პირველი ენათმეცნიერი აკაკი შანიძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი ფსიქოლოგი, "განწყობის თეორიის" შემქნელი დიმიტრი უზნაძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი ფილოსოფოსი, ქართული ფილოსოფიის სკოლის ფუძემდებელი შალვა ნუცუბიძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი პოეტი ქალი ანა კალანდაძე ქუთაისში სწავლობდა, საქართველოს ნომერ პირველი ფემინისტი კატო მიქელაძე ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ნომერ პირველი მოქანდაკე, როდენის მოსწავლე იაკობ ნიკოლაძე ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ნომერ პირველი კომიკოსი იპოლიტე ხვიჩია ქუთაისის თეატრის მსახიობი იყო. აქედან წავიდა კინოში. საქართველოს ნომერ პირველი თეატრი „თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელწიფო აკადემიური თეატრი“ ქუთაისში დაარსდა. საქართველოს ნომერ პირველი თეატრის მხატვარი პეტრე ოცხელი ქუთაისელია. საქართველოს ნომერ პირველი კინო „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ ქუთაისელმა კინემატოგრაფმა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო (იგი ახლაც ქუთაისის პანთეონში განისვენებს). საქართველოს ნომერ პირველი კინო-თეატრია „რადიუმი“, სადაც 1911 წელს პირველი ქართული ფილმი უჩვენეს. საქართველოს ნომერ პირველი ლიმონათი- „ლაღიძის წყლები“ ქუთაისში გამოიგონეს (#8 აფთიაქში) საქართველოს ნომერ პირველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ნომერ პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი (მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით) ქეთევან ლოსაბერიძე ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ნომერ პირველი (და მსოფლიო მასშტაბის) მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძე ქუთაისში დაიბადა. საქართველოში ნომერ პირველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია ქუთაისელია. საქართველოს ნომერ პირველი ველოსპორტსმენი, მსოფლიო რეკორდსმენი ომარ ფხაკაძე ქუთაისში დაიბადა. საქართველოში ნომერ პირველი კალათბურთელები ქორქია, საკანდელიძე, დერიუგინი, დარსაძე ქუთაისელები არიან. საქართველოში ნომერ პირველი რაგბის გუნდი „ქუთაისის აია“. საქართველოში ნომერ პირველი მოჭიდავეები აკაკი კიბორძალიძე, თემურ აფხაზავა, დავით ხახალეიშვილი ქუთაისში დაიბადნენ. ბრიტანეთის ნომერ პირველი მომღერლის ქეთი მელუას მშობლიური ქალაქი ქუთაისია. დიდი ებრაელი მწერალი, "ვეფხისტყაოსნის" ივრითულად მთარგმნელი ბორის გაპონოვი ქუთაისში დაიბადა. ამერიკაში "ბეჭდაუდებელ ფალავნად" ცნობილი კოლია ქვარიანი ქუთაისში დაიბადა. კავკასიაში პირველი აფთიაქი კოკოჩაშვილებმა ქუთაისში გახსნეს, სადაც მოგვიანებით პროვიზორმა მიტროფანე ლაღიძემ მისი სახელობის წყლები გამოიგონა. მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ პირველად ქუთაისის ოპერის თეატრში იმღერა. მსოფლიო ტენორი ზურაბ ანჯაფარიძე ქუთაისში დაიბადა. ამერიკული ბალეტის დამაარსებელი ჯორჯ ბალანჩინი ქუთაისიდან გახლდათ. უდიდესი მსახიობი ჟორა შავგულიძე ქუთაისში დაიბადა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტში (1918 წელს) ხუთი ქალი აირჩიეს, აქედან სამი ქუთაისის მესამე სკოლაში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე. ქუთაისი იყო მისი ბავშვობის და ახალგაზრდობის ქალაქი. საქართველოს ნომერ პირველი ანსამბლი „დები იშხნელები“ ქუთაისელები იყვნენ. დიდი რუსი პოეტი ვლადიმერ მაიაკოვსკი ქუთაისის პირველ სკოლაში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ქუთაისის მეორე სკოლაში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი კინო რეჟისორი რეზო ჩხეიძე ქუთაისის მესამე სკოლაში სწავლობდა. უმაგრესი პოეტი ლადო ასათიანი ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლობდა. დიდი ფრანგი მხატვარი ფელიქს ვარლა ქუთაისში დაიბადა. პოლონეთის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ რაჩკევიჩი ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ნომერ პირველი დრამატურგი დავით კლდიაშვილი ქუთაისში ცხოვრობდა. საქართველოს მარიონეტების თეატრის დამაარსებელი რეზო გაბრიაძე ქუთაისელია. ქუთაისელმა მეცენატებმა დათეშიძეებმა, რომლებიც ბანკს და კონიაკის ქარხანას ფლობდნენ ქუთაისში გალაკტიონის პირველი კრებულის დაბეჭდვა დააფინანსეს. დათეშიძეებმა დააფინანსეს ასევე პირველი ქართული მხატვრული ფილმის „ქრისტინეს“ ეკრანიზაცია. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ეთნიკურად სომეხი დეპუტატი რუბენ აუშტროვი ქუთაისში დაიბადა. იგი საქართველოშიც და ემიგრაციაში ყოფნის დროსაც მუდმივად საქართველოს პატრიოტად რჩებოდა. მან საფრანგეთში ემიგრაციის დროს ბიზნესი გამართა და მთლიანად ეხმარებოდა საქართველოს ეროვნულ მთავრობას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელი თავდაცვის მინისტრი ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძე დაბადებულია ქუთაისში. იოსებ ელიგულაშვილი - ქართველი შინდლერი, დაბადებულია ქუთაისში. მან ევროპის მასშტაბით 20 ათასამდე ებრაელი იხსნა განადგურებისგან. ქუთაისში ცხოვრობდა აღიარებული მხატვარი დავით კაკაბაძე, რომლის ერთ ერთი ნაშრომი „იმერეთი-დედაჩემი“ დატანილია ქართული ფულის ათლარიან ნომინალზე. მერაბ კოსტავას ოჯახი ქუთაისიდან იყო. მერაბის ბებია კატო ნუცუბიძე და ბიძა, ცნობილი მსახიობი გრიშა კოსტავა ქუთაისში ცხოვრობდნენ. ქუთაისელი იყო პოეტი ლილი ნუცუბიძე, რომლის თითქმის ყველა ლექსი ქართულ ესტრადაზე იყო აჟღერებული („საყვარელო მამულო“, „შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება“ და სხვა) ასევე ქუთაისელი იყო პოეტი ზურაბ კუხიანიძე. („მინდვრად დაგიჭერ პეპელას, თუ გამოდგება მარაოდ“ და სხვა) კლასიკოსი მწერალი, „ცისფერი მთებისა“ და „ჩემი მეგობარი ნოდარის“ ავტორი რეზო ჭეიშვილი ქუთაისელი იყო. პოეტი ოთარ მამფორია ქუთაისში დაიბადა („დილით შენს ბაღში ვღიღინებ, ღამით ყაყაჩოს ვდარაჯობ“ და სხვა) „სულიკოს“ და „ციცინათელას“ ავტორი ვარინკა წერეთელი ქუთაისში სწავლობდა. კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე ქუთაისელი იყო. პეტრე ჭაბუკიანი დიდი ქუთაისელი, რომელმაც კაცობრიობისთვის „დინოზავრის ნაკვალევი“ აღმოაჩინა. ქუთაისელმა ექიმმა გრიგოლ მხეიძემ სასუნთქი აპარატი გამოიგონა, რითაც მეორე მსოფლიო ომის დროს უამრავი ჯარისკაცი გადაარჩინეს. ბარბარე ყიფიანი პირველი ქართველი ფიზიოლოგი ქალი, ევროპაში ცნობილი მეცნიერი, საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრი ქუთაისელი იყო. ქუთაისის ოპერის პრიმადონა გაიანე დოლიძე. სწორედ ის ასრულებს სიმღერებს ქართულ ფილმში "აბეზარა" ( 'შემოდგომის ნისლია') კონსტანტინე კანდელაკი, დაბადებული ქუთაისში ,ცნობილი მათემატიკოსი, პირველი ქართულენოვანი სასკოლო, ტექნიკური დისციპლინების (მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია) შემქმნელი. საქართველოს ნომერ პირველი რკინის ხიდი (კავკასიაში პირველი რკინის კონსტრუქცია) „ჯაჭვის ხიდი“. პირველი ქართული ავტომობილი ქუთაისში გამოუშვეს. პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია ქუთაისში დაარსდა. ქართული როკის, ელექტრონული მუსიკის და ჰიპ-ჰოპის სამშობლოც ხომ ქუთაისია. ყველაზე მაღალი ხე საქართველოში ქუთაისის ბოტანიკურ ბაღშია- ამერიკული სექვოია. ყველაზე ასაკოვანი ხე ქუთაისის „ოქროს ჩარდახშია“- 800 წლის აღმოსავლური ჭადარი. ყველაზე მულტი კულტურული და რელიგიური ქუჩა ქუთაისშია, სადაც ფრანგი კათოლიკეების ტაძარი, მართლმადიდებლური ეკლესია და ებრაული სინაგოგა ერთმანეთთან ასი მეტრის დაშორებით უკვე ორ საუკუნეზე მეტია მშვიდად თანაცხოვრობენ. ყველაზე ძველი ბულვარიც ხომ ქუთაისშია, რომელიც 175 წლის წინ ფრანგმა დეკორატორებმა იაკობ და ნიკო მარებმა გააშენეს. და ბოლოს მდინარე რიონი ჩაუდის ქალაქს, რომელიც სუფთა ქართული მდინარეა, საქართველოში იბადება და საქართველოშივე წყვეტს არსებობას. და კიდევ ბოლოს! ალექსანდრე დიუმაც ხომ ქუთაისზე წერდა- „ეს არის ევროპული ქალაქი ვიწრო ქუჩებით, სადაც პარიზული მოდა მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით ჩამოდისო“ #goodplaces #politics #opinion #news #events #photo #art #sport #funny #crypto #business #design #design #food #religion #gaming
+4
მარიკო გეწაძე
Holon · 3 months ago
საოცარი შეგრძნებებია, როცა თოვლში მიდიხარ, მიდიხარ და ნაკვალევს ტოვებ, შენს არსებობას ახსენებ ყველას, ვინც ამავე გზით გამოივლის და გრძნობ, რომ სამყაროს სჭირდები, თორემ არც ნაკვალევი დარჩებოდა შენი… ასე ფიქრობ მხოლოდ წუთები, რადგანაც ხედავ თოვლი ფარავს შენს ნაკვალევს და ის ქრება, თითქოს არც ყოფილა, თითქოს არც კი გაგივლია აქ და უკან მობრუნებულს იგივე გზაზე სხვისი ნაკვალევი გხვდება და თუ გინდა ისევ სამყაროს ნაწილად იქცე და იგრძნო რომ ვიღაცას სჭირდები თავიდან უნდა გაიარო იგივე გზა და ნაკვალევიც თავიდან დატოვო. ადამიანებთან ურთიერთობაშიც ხომ ასე ხდება… არსებობ ვიღაცის გვერდით, არსებობ მასში და შეგიძლია შენი არსებობით შეცვალო ის, მანამ მასში არის რაღაც ნაწილი შენი, შენი ნაკვალევი, მერე კი ქრები, ქრები მისი გულიდან, ქრები როგორც პატარა ფიფქები ქრებიან შენს წამწამებზე, ხელისგულებზე და გიკვირს და გტკივა, რომ ასე მარტივად დაგივიწყა, თითქოს არც იყავი, გიკვირს რომ არაფერი ახსენებს შენს თავს, არც მუსიკა ერთად რომ უსმენდით, არც ქუჩები ერთად რომ სეირნობდით, არც გვირილები ასე რომ გიყვარს და არც უსაზღვროდ დიდი ცა… არაფერი დარჩა შენგან, არადა, რა უხვად გაეცი მისთვის შენი არსებობის ყველა წუთი და წამი, ნაწილები შენი სულისა და ახლა ხვდები, რომ უკან აღარაფერს დაგიბრუნებენ, ხვდები რომ სიცარიელედღა დარჩი და მაინც არ ნანობ… მხოლოდ ტკივილი, კიდევ კარგი ეს მაინც დაგრჩა. მიდიხარ თოვლში და ფიქრობ, რომ სამყარომ შეწყვიტა არსებობა, დროც კი გაჩერდა, მხოლოდ საკუთარი გულის ცემა გესმის და მხოლოდ შენს ფიქრებს ხედავ ნატვრად გადაქცეულს, ნეტა მომწეროს, ტელეფონი კი დუმს… მაინც ჯიუტად ელი და რატომღაც გჯერა, რომ ის აუცილებლად მოვა შენამდე, მოვა და დაგიკოცნის ხალებს ლოყაზე სამ წერტილად გაბნეულს და ელი. გგონია გავიდა თვეები, წლები, საუკუნეები, გგონია გაიარე უკვე დიდი გზა მასთან შესახვედრად, მაგრამ გრძნობ რომ ყველა გზა უკან გაბრუნებს, გაბრუნებს საკუთარ თავთან, საკუთარ ტკივილთან და ცრემლებიც კი აღარ გყოფნის, აღარც ძალა რომ წახვიდე… დაიღალე… აკვირდები საკუთარ ნაკვალევს თოვლზე და ხედავ რომ ვიღაც სხვაც მოდის იგივე გზაზე, მოდის, მაგრამ არა შენს ნაკვალევზე, უბრალოდ შენს გვერდით და ხვდები, რომ არავის შეუძლია შენი არსებობა გადაფაროს, წაშალოს ის რაც ხარ, რაც შენგან რჩება, იმიტომ რომ შენ შენ ხარ, სხვა კი სხვაა და არასოდეს დაემთხვევით ერთმანეთს როგორც ეს ფიფქები, ათასები და ათიათასები, მილიონები და უფრო მეტიც, თითქოს ერთნაირები და მაინც ყველა სხვადასხვა, თითოეული თავისთავად ღირებული, სხვებისგან დამოუკიდებლად, არა როგორც თოვლი, არამედ ერთი პატარა ფიფქი, რომელიც გაქრება წამში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ იყო, არ არსებობდა. ამას ხვდები და გრძობ საკუთარ სულს, საკუთარ სხეულს, გარკვეულ დროში და გარკვეულ სივრცეში, მარადისობის ერთ მცირე წამში, აწმყოში, წარსულში და მომავალში, გრძნობ საკუთარი არსებობის საჭიროებას და რწმუნდები აღარ ხარ მარტო, აღარც დაღლას გრძნობ, რადგან იცი უნდა იარო, რომ არ დაიკარგო, იარო წინ, ან უკან, მაგრამ უნდა იარო და შეხვდები იმას ვინც შენსკენ მოდის, დგეხარ თოვლში, ფიფქებით დამძიმებული წამწამებით და სასაცილოდ აფახულებ თვალებს, როგორც თოჯინა შენი ბავშვობის მეგობარი და გახსენდება ოქროს თევზები, დროებით რომ მიივიწყე სადღაც ცნობიერების ურთულეს გზაზე და ახლა ისევ გჯერა მათი არსებობის, ისევ გჯერა რომ სადღაც ისინი შენს ზღაპარს წერენ და უნდა წახვიდე იქ, შენს ზღაპარში და შენს სამყაროში და ისევ იწყებ ძიებას… იცი ისევ ბევრჯელ მობრუნდები უკან, ბევრჯელ იგემებ ტკივილს და იმედგაცრუებას, ბევრჯელ დაეცემი დაქანცული და მაინც გრძნობ , რომ უნდა წახვიდე… რადგან შენი ზღაპარი ამად ღირს… იქ უნდა მოხვდე… მომენატრე და შენთვის გავთოვდი, შორი გზებიდან მოვედი შენთან და შევისვენე შენს წამწამებზე… გთხოვ მაპატიოს ეს სისუტე ვინც შენ გეკუთვნის, ვისაც შენად თვლი, მე ხომ ფიფქი ვარ მალე გავქრები, მხოლოდ წამი მაქვს შენთან ყოფნისთვის და ეს წამია მარადისობა და უფრო მეტიც…… #news #funny #design #business #sport #religion #gaming #photo #art #opinion #goodplaces #politics #events #crypto #food
მარიკო გეწაძე
Holon · 4 months ago
დედა, დედიკო, დე..სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის,ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი არის დედა.განა მარტო ადამიანი?ჩნდება კითხვა და პასუხიც რატომღაც უმალვე მოდის, არა! დედა ანგელოზია.. ანგელოზი რომელსაც უხარია თავისი ბავშვის კარგი და ტკივა ცუდი, ანგელოზი რომელიც ისჯება თავისი შვილის შეცდომების გამო და ბოლოს ,ანგელოზი რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხართ,უხარიხართ, ზრუნავს თქვენზე და ცდილობს არაფერი მოგაკლოთ, თგვენგან კი მხოლოდ ერთს ითხოვს,იყოთ კარგები.მაგრამ ჩვენ ნაკლებად ვცდილობთ ამ ყველაფრის დაფასებას, ან ისე არ გამოგვდის როგორც გვინდა, ფაქტი ერთია ,რომ დედის ამაგის გადახდა შეუძლებელია.დედა სიცოცხლის წყაროა, სიცოცხლის რომელიც მის გვერდით საუკუნოდ გვეჩვენება,სანამ ის გვყავს მანამ ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია,ის არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ექიმი,მრჩეველი,სიხარულის გამზიარებელი, არასდროს დაფიქრებულხართ? როცა რაიმეს იტკენთ ან როცა ძალიან ცუდად ხართ სულ გაიძახით ხოლმე ”ვაიმე დედიკო მიშველე”, ან როცა სკოლაში მიაღწევ წარმატებას სახლში სწრაფად გინდა მიხვიდე რომ კარების გაღებისთანავე დედას ”გამარჯობის” მაგივრად შენი წარმატება მიახალო, რადგანაც იცი რომ მასზე მეტად ეს არავის გაეხარდება, როცა გულის გადაშლა მოგინდებათ, მიხვალთ და დედას მოუყვებთ ყველაფერს ,არა იმიტომ რომ შენ დაქალი არ გყავს არამედ ,იმიტომ რომ მასზე უკეთ ვერავინ გირჩევს და გაგიგებს. ... და ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ მიჩნდება კითხვა: დედა უბრალოდ ადამიანი თუ ანგელოზი?იცით ამბობენ ანგელოზები არ ტირიანო, მათ არ შეუძლიათ იგრძნონ რა არის ცრემლი, სწორედ ეს მაფიქრებს და ეჭვს მიჩენს რომ დედა უბრალოდ ადამიანია და არა ანგელოზი..უფრო მეტიც ის პიროვნებაა.. მას შეუძლია ტირილი და ტკივა კიდეც ძალიან ხშირად ჩვენს გამო. იცით რაოდენ გულის მომკვლელია დედის ცრემლი?როცა ხედავ მის თაფლისფერ თვალებს ,რომლებიც ერთ დროს ანათებდნენ უცებ ქრებიან და უსიცოცხლო თვალებს ემსგავსებიან, სწორედ ამ დროს გივლის ტანში ჯრუანტელი,პულსი თითქმის ჩერდება და შენს თვალზეც მოდის ცრემლი, ცრემლი სინანულის, გულისტკვილის ,დარდის და ბოლოს, ცრემლი საკუთარი თავისადმი უკმაყოფილების და საშინელი ტკივილის რადგანაც შენ დედა აატირე,მისი ცრემლი კი ყველაზე წმინდა ,სათუთი და სპეტაკია,ნუ გააკეთებთ იმას, რაც დედას ატკენს და ცრემლს დაჰბადებს მის ცეცხლის ალივით მოკაშკაშე თვალებს,იყავი კარგი, რომ შეეძლოს მას შენით ამაყობა, არ რცხვენოდეს გარეთ გასვლის და ყველგან ამბობდეს რომ შენნაერი კარგი შვილი ყავს.შვილი დედასთვის ყველაზე ძვირფასი განძია რომელიც მას ღმერთმა აჩუქა,ის ყოველთვის გაგიგებს და დაგიცავს მიუხედავად შენი შეცდომებისა და არასწორი საქციელისა, შენ ხომ მისი გულის ძგერის ერთ-ერთი მიზეზი ხარ.. ყველაზე კარგი,გამორჩეული, ლამაზი და ამასთანავე სათნო ქალია დედა ჩემთვის..ის ჩემთვის მთელი სამყაროს სუნთქვაა. #goodplaces #news #art #funny #design
მარიკო გეწაძე
Holon · 4 months ago
"ქალის სილამაზე მის ტანსაცმელში არ იმალება, არც მის უნაკლო ფიგურასა და ვარცხნილობაში. ქალის სილამაზე შეიძლება დაინახოთ მის თვალებში, რადგან თვალები გულის გასაღებია, იმ ადგილის გასაღები, სადაც სიყვარული სუფევს. ქალის ნამდვილი სილამაზე მის სულში აირეკლება, იმ მზრუნველობაში და სიყვარულში, რომელსაც იგი გასცემს. და ეს სილამაზე წლებთან ერთად იზრდება.." - ოდრი ჰეპბერნი #news
მარიკო გეწაძე
Holon · 1 month ago
"გრუზინული" სტერეოტიპები, რომელთაც, სინამდვილეში არავითარი კავშირი არა აქვთ ქრისტიანობასთან და ღირსებასთან: 1) რაც უფრო მეტ ალკოჰოლს დალევ და აიტან - მით უფრო "მაგარ" კაცად წარმოჩინდები; 2) რაც უფრო თამამად, თავხედურად, უზრდელურად და უხეშად მოიქცევი - მით უფრო "უკომპლექსო, თავისუფალ და ლაღ" ტიპად ჩაითვლები; 3) რაც უფრო მეტს შეიგინები, სხვას სიტყვას არ აცდი, დაამცირებ და შეურაცხყოფ - მით უფრო "ვაჟკაც და პრინციპულ" ტიპად მოგიხსენიებენ; 4) რაც უფრო მეტს ისიძვებს, იმრუშებს, ცოლს უღალატებს, საკუთარი სექსუალური ფანტაზიებითა და თავგადასავლებით ტრაბახს დაიწყებს - მით უფრო "მასკულანურ, კაცურ და შემსრულებელ" ტიპად მიიჩნევენ; 5) რაც უფრო მეტ ზიზღს, აგრესიასა და ფიზიკურ შტურმს გამოხატავს უმცირესობების მიმართ - მით მეტად "ესათნოვება უფალს და ერთგულებს საკუთარი მოძღვრის მოწოდებებს"; 6) სუფრაზე, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ სიბილწეს, ლაზღანდარობას, სისულელესა და უცოდინრობას ავლენს, არასოდეს დაავიწყდება "ცოცხალი წმინდანის, ღმერთის ტოლა კაცისა და ნამდვილი ბერის" - ილია II-ის სადღეგრძელო; 7) სუფრაზე, აუცილებლად დედის გინების ფონზე იტყვის, რომ "ერთიანად უნდა ამოწყვიტო ეს ირანელები, ჩინელები, არაბები, ინდოელები, სომხები და აზერბაიჯანელები" და ეს ქვეყანა მარტო მართლმადიდებელი ქართველებისა უნდა იყოს; 8 ) მეგობარმა თუ ავტომობილი იყიდა, ცოლი მოიყვანა, პრესტიჟულ სასწავლებელში ჩააბარა და რეალიზდა - პირში გაუღიმებს, ვითომ ძმაკაცურად მიულოცავს კიდეც, მაგრამ პირსუკან გაჭორვით, შურიანი ეპითეტებითა და მტრობით ჩაუსაფრდება და მის უბედურებას ინატრებს; 9) მეზობლის დასანახად ყველაფერს გააკეთებს, რომ ახალი ავტომობილი შეიძინოს, თავისი ჭკუით "სტატუსი აიმაღლოს" და თუნდაც მშიერი დარჩეს; 10) ნერვებმოშლილზე ცოლი "თუ არ დააჩმორა, არ აგინა და თუ დაიმსახურა - არ სცემა კიდეც", აბა ისე ვის გაუგია?! არ დაემორჩილება და "ფანჯრიდანაც გადაუშვებს, ბიჭო"; 11) როცა ინტელექტუალ და ერუდირებულ საზოგადოებაში მოხვდება - გულმოსულ და გაბუსულ მდგომარეობაში წასვლის სურვილი ებადება მყისიერად, თუმცა თუ ბოღმასა და კომპლექსს გადალახავს, დარჩება და უაზრო ტყუილებითა და ბაქიბუქით შეეცდება საინტერესოდ მოსაუბრის ლაპარაკი "გადაფაროს"; 12) შეუძლია მოპარული ნივთები ლომბარდში მიიტანოს, იმ ფულით კაზინოში ან ბორდელში წავიდეს, იქიდან 1 საათში გამოვიდეს, პლანით დაბოლდეს, "მაგრად იკიშკაოს" და ეკლესიაში ლოცვაზე მოძღვარს მიაკითხოს ზიარების თხოვნით; 13) მიმტან გოგოს აუცილებლად თითების ტკაცუნით უნდა დაუძახოს, შენობით მიმართოს, თუ ლამაზია - უზრდელურად წაეარშიყოს კიდეც და ნომერი სთხოვოს; 14) ტაქსის მძღოლს უეჭველი ზემოდან უნდა შეხედოს, რა თქმა უნდა მამის ტოლა კაცსაც შენობით უნდა მიმართოს, მისამართზე "ძერსკად და უხეშად" უნდა მიუთითოს, თუ გზად ტაძარი გამოჩნდა პირჯვარი სამჯერ ზედიზედ უნდა გადაიწეროს და ბოლოს კარი მაგრად მოიჯახუნოს სიგარეტით ხელში; 15) ამერიკა და ევროპა "პიდარასტების ბუდედ და გარყვნილების ადგილად" უნდა მოიხსენოს და ვინც დასავლური კულტურის შესახებ, თუნდაც ქრისტიანულ საფუძვლებზე იმაჯელებს, ის - "ლიბერასტად, ეკუმენისტად და ეკლესიის მტრად" უნდა წარმოაჩინოს უეჭველად; #news #religion
მარიკო გეწაძე
Holon · 2 months ago
ასე გამოიყურება ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს ადამიანი და არაფერში სჭირდება. მაგალითად: რამდენი აქვს მის ნათესავს ხელფასი; როდის დაქორწინდება თამაზის ბიჭი; ეთერის გოგო ისევ გვიან დაბრუნდა სახლში, თან, ახლა სხვა მანქანით მოიყვანეს; რაზე იჩხუბეს თანამშრომლის შვილმა და რძალმა და მერე როგორღა შერიგდნენ; როგორი რემონტი გააკეთა ნაცნობმა და მერესადაური ავეჯი დაიდგა "ზალაში"; ყავს თუ საყვარელი მაიას, რომლის ქმარიც მეორე წელია ციხეშია; რა სახსრებით დაიწყო თამუნამ ბიზნესი, რომ კითხო ფული არ აქვს. რაც უფრო მეტ, მსგავს შეკითხას სვამს ადამიანი და ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს პასუხებიც მიიღოს, მით მეტი ნაგვით იწნეხება, იპრესება და თავს რომ ცუდად გრძნობს, მაინც სხვას აბრალებს...😏 #news
მარიკო გეწაძე
Holon · 3 months ago
ბარბარიზმი --- ქართული შესატყვისი ლინკი --- ბმული ლაიქი --- მოწონება სორი --- მაპატიე ვედრო --- სათლი დასინვა --- შეტყობინების ნახვა ფეიჯი --- გვერდი ზმეიკა --- ელვა ცვეტში --- მოდაში ფოლდერი --- საქაღალდე დუხი --- სუნამო პივა --- ლუდი დათაგვა --- მონიშვნა ვაზა --- ლარნაკი დატროლვა --- დაცინვა, გასულელება დაფოლოვება --- გამოწერა (ადამიანის, გვერდის, ორგანიზაციის) დასეივება --- შენახვა ნიუსი --- ახალი ამბავი ფეიკი --- ყალბი მალადეც --- ყოჩაღ ოკეი --- დიახ ივენთი --- ღონისძიება ლუსტრა --- ჭაღი ლაივი --- პირდაპირი ლამპოჩკა --- ნათურა დასქროლვა --- დათვალიერება კრიშა --- სახურავი ტაჭკა --- ურიკა ნასკი --- წინდა დაკლიკვა --- დაწკაპუნება ზაგარი --- ნამზეური, რუჯი კუხნა --- სამზარეულო პრიჩოსკა --- ვარცხნილობა ფლეშკა --- მეხსიერების ბარათი ქოვერი --- ყდა დაჩა --- აგარაკი #არა_ენის_ოკუპაციას#იმეტყველე_ქრთულად#წერე_ქართულად #გახადე_ეს_აქცია_ცხოვრების_წესი#ჩვენი_ენა_ქართული
მარიკო გეწაძე
Holon · 4 months ago
ერთ კუნძულზე ცხოვრობდა მსოფლიოში არსებული ყველა გრძნობა და ერთ მშვენიერ დღეს გრძობებს გამოუცხადეს, რომ მათი კუნძული იძირება. ყველამ უცებ მოამზადა ნავები და გასცურეს. მხოლოდ სიყვარული დარჩა კუნძულზე უკანასკნელმომენტამდე. როცა კუნძული თითქმის დაიფარა წყლით, სიყვარული შველას ითხოვდა.ახლომახლო დიდებული ნავით ჩაიარა განცხრომამ. სიყვარულმა თხოვნით მიმართა მას: განცხრომავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში? არა, - უპასუხა განცხრომამ - ჩემს ნავზე იმდენი სიკეთეა,რომ ადგილი აღარ მაქვს!სიყვარულმა გადაწყვიტა მიემართა თხოვნით სხვა ლამაზ ნავში მჯდომისთვის: პატივმოყვარეობავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში? არაფრით არ შემიძლია დაგეხმარო სიყვარულო, შენ მთლად სველი ხარ და დამისვრი ჩემს ლამაზ ნავს! უპასუხა პატივმოყვარეობამ.შორიახლო გასცურა მწუხარებამ. მწუხარებავ ნება მომეცი შენთან ერთად წამოვიდე, -ოჰ სიყვარულო, მე ძალიან დამწუხრებული ვარ, მინდა, მარტო დავრჩე.მაშინ სიყვარულმა დაუძახა ბედნიერებას, მაგრამ ის იმდენად აღრფთოვანებული იყო თავისი ბედნიერებით, რომ ვერც გაიგონა სიყვარულის ძახილი.უცებ მოესმა ხმა: სიყვარულო! მე აგიყვანჩემს ნავზე. ეს იყო მოხუცი. სიყვარული იმდენად აივსო სიხარულით, რომ დაავიწყდა სახელი ეკითხა მისთვის. როცა ისინი ნაპირს მიუახლოვდნენ, მოხუცი თავისი გზით წავიდა. როცა სიყვარული მიხვდა, რამდენად დავალებული იყო მოხუცისგან, სხვა მოხუცს, ცოდნას მიმართა: ვინ დამეხმარა მე? ეს იყო დრო. უპასუხა ცოდნამ. დრო? მაგრამ რატომ დამეხმარა დრო? ცოდნამ გაიღიმა და უპასუხა: იმიტომ რომ მხოლოდ დროს შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად დიდებულია ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი!#სიყვარული
მარიკო გეწაძე
Holon · 3 months ago
from 1 სართული ✈traveling to 2 სართული🤦‍♀️ #დარჩისახლში #news
მარიკო გეწაძე
Holon · 4 months ago
თუ მამაკაცი არ გირეკავს - დაურეკე თავად!! ოღონდ მას არა. სხვას !! #goodplaces #opinion #events #art #news #funny #gaming