დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ვოლსკის კონკურენტი ვიქნები, ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა – დოლიძე

0
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ვოლსკის კონკურენტი ვიქნები, ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა – ამის შესახებ განცხადება, ორგანიზაცია „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა ანა დოლიძემ გააკეთა. მისი თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. „ჩემო კარგო ხალხო, მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს. ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენ ქვეყანას. ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფარნიანი ტელეფონის ეპოქაში ან შევალთ 21-ე საუკუნეში. ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა“, – აცხადებს დოლიძე.
0