დღესდღეობით იურისპრუდენცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სასურველი სფეროა, რომელიც პირდაპირპროპორციულია ფინანსებთან, დროსთან და ენერგიასთან.
გთავაზობთ 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა აირჩიოთ იურიდიული სფერო თქვენს სამომავლო პროფესიად.
1) გავლენა
იურიდიულ სფეროში დასაქმებულ ადამიანს გავლენა აქვს კონკრეტულ კომპანიაზე, ქვეყანაზე ან მსოფლიოზეც კი. იმ შემთხვევაში თუ იურისტი კანონმდებელია, მაშინ მას მთლიან სოციუმზე აქვს გავლენა. ისინი წერენ კანონებს, ადგენენ წესებს და ხშირად თავად აკონტროლებენ გარშემო პერიმეტრს.
2) ანაზღაურება
ეს მონაკვეთი ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის პრიორიტეტულია, რადგან იურიდიულ სფეროში დასაქმებულ ადამიანის კარგი შემოსავალი აქვს. იურისტობა მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია მსოფლიოში. 2017 წლის მონაცემებით, იურისტის საშუალო შემოსავალი 119 250 აშშ დოლარია.
3) პრესტიჟი
საუკუნეების განმავლობაში იურიდიული სფერო პრესტიჟის მწვერვალად იყო მიჩნეული. კარგი განათლება, გულუხვი შემოსავალი და ავტორიტეტი ნებისმიერ ადამიანს ამ სფეროში დასაქმებისკენ უბიძგებდა. ელიტური წრე სწორედ ასეთი ადამიანებით იყო დაკომპლექტებული. გასული საუკუნეების მსგავსად, იურიდიული სფერო დღესაც პატივსაცემი და დაფასებული სფეროა მსოფლიოში.
4) დახმარების შესაძლებლობა
იურიდიული სფეროს საუკეთესო მხარე ისაა, რომ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანს შეუძლია დახმარება გაუწიოს ცალკეულ ინდივიდს, ჯგუფსა და ორგანიზაციას, დაიცვას ადამიანის უფლებები, იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა „უნისეფი“ და ა.შ
5) ინტელექტუალური განვითარება
იურიდიულ სფეროში მუშაობა შესაძლებლობას გაძლევს ინტელექტუალურად და კარიერულად განვითარდე. კონკრეტული პროდუქტის დაპატენტებიდან დაწყებული მილიონიანი კონტრაქტების შედგენით დასრულებული, იურისტები პრობლემების მომგვარებლებად გვევლინებიან.
6) სამუშაო გარემო
იურისტთა უმეტესობა კონკრეტულ კომპანიებში, მთავრობაში ან კორპორაციებშია დასაქმებული. საინტერესოა, რომ აშშ-ში რამდენიმე იურიდიულმა კომპანიამ იდეალური გზა შესთავაზა თანამშრომლებს, სტრესისგან გასათავისუფლებლად. მაგალითად, თანამშრომელს შესვენების დრო შეუძლია სარელაქსაციო, გამაჯანსაღებელ პუნქტში გაატაროს, რომელიც სპეციალურადაა აღჭურვილი.
7) სამუშაოს ადგილმდებარეობა
იმის გამო, რომ იურიდიული სფერო პირდაპირ გულისხმობს დროის ლიმიტს, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს უწევთ, ყოველდღიურად რამდენიმე ფრენა განახორციელონ სხვადასხვა ქალაქში, ხშირ შემთხვევაში ქვეყანაშიც კი. ეს გაძლევთ იმის საშუალებას, რომ საქმიანი ვიზიტის პერიოდში ახალ-ახლი აღმოჩენები გააკეთოთ და დაათვალიეროთ ქალაქი, რომელშიც არასდროს ყოფილხართ.
8) არჩევანის თავისუფლება
იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგბეზრდათ ან გააანალიზეთ, რომ იურისპრუდენცია თქვენი სფერო არაა, ნუ შეშინდებით. ეს დარგი საშუალებას გაძლევთ თქვენი ნიჭი და უნარები სხვა სფეროებშიც გამოსცადოთ, მაგალითად მენეჯმენტში, ჟურნალისტიკასა ან საბუნებისმეტყველო დარგებში.
9) მუშაობის თავისუფლება
იმის გათვალისწინებით, რომ იურისპრუდენცია ფართო სფეროა, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანს საშუალება აქვს თავად აკონტროლოს მუშაობის დრო და ადგილი. საშუალება აქვს თავად აირჩიოს კლიენტები და გარკვეული წინააღმდეგობის წარმოქმის შემთხვევაში უარი უთხრას მომსახურებაზე.
10) მრავალფეროვნება
უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული ფართო სფეროა და აქ დასაქმებულ ადამიანს უამრავი არჩევანი აქვს. მაგალითად, იურისტების გარკვეული კატეგორია მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, ზოგიერთი მათგანი აქტიურად ერთვება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკაში. ზოგიც სამართალმცოდნეობას, როგორც დარგს, მეცნიერებას ისე შეისწავლის.
შესაბამისად, იურისპრუდენციის მრავალფეროვნება სრულ თავისუფლებას განიჭებთ, სწორი არჩევანი გააკეთოთ და სურვილისამებრს განივითაროთ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.