შოკოლადი ჯანმრთელი გულისთვის

0
შოკოლადის მიღება აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერები. მათ ჩაატარეს კომბინირებული ანალიზი გულის დაავადებების განვითარების რისკსა და შოკოლადის მოხმარებას შორის. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ შოკოლადი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა სტეარინის მჟავა, ფლავინოიდები, მეთლიქსანტინები და პოლიფეროლები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ზრდიან კარგი ქოლესტერინის დონეს. კლინიკური კვლევა აჩვენებს, რომ შოკოლადი დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევასა და ენდოთელიუმის ფუნქციაზე.
#health
#forhealth
#healthylife
#behealthy
Tbilisi
0