9 votes
3 comments
0 shares
Save
80 views
Qeti Metreveli
Tbilisi · 6 months ago

სილამაზე ქალაქის ცენტრში. 😍✋

წელს ისე მართლა კარგი განათებებია. დადებითი შეფასება თბილისის მერიას 😊😊

#თბილისისმერია #საახალწლოგანათებები #თავისუფლებისმოედანი #goodplaces Liberty Square
Qeti Metreveli
Tbilisi · 6 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის ნობათების გადაცემა გრძელდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამაში კიდევ რამდენიმე კომპანია და ორგანიზაცია ჩაერთო. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ილია ელოშვილთან და გლდანის რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. მათივე ცნობით, თბილისის მერმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, კომპანიებს - „მეტი დეველოპმენტი“, „ვორლდ ვიჟენ საქართველო“, „ევროპროდუქტი“, „კოკა-კოლა“, „სარაჯიშვილი“ აქციაში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. მასში ჩართულია სრულიად ბიზნესსექტორი, ასევე რიგითი მოქალაქეები. მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. როდესაც გროვდება ეს საკვები, არამალფუჭებადი პროდუქტი, მაშინვე გამგეობები, მოხალისეები მობილიზებულები არიან და ხდება მათი დარიგება იმ ოჯახებში, იმ ადამიანებისთვის ვისაც ამის საჭიროება აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დედაქალაქის მერიას აღნიშნული აქციის წამოწყებისთვის მადლობა გადაუხადა.#კორონავირუსი #კახაკალაძე #დახმარება #ნობათისგადაცემა #თბილისისმერია #tbilisidialy
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
თბილისი “ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020”-ის მესამე ადგილოსანია…. სასტუმრო „რედისონში“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად, 2020 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა. კალაძემ პრეზენტაცია დაიწყო სასიხარულო ინფორმაციით და აღნიშნა, რომ „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის კონკურსში თბილისი მესამე ადგილზე გავიდა. მისი თქმით, აუცილებელია ყველა პლატფორმის გამოყენება დედაქალაქის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვისთვის. თბილისის მერმა განაცხადა, რომ 2020 წელს დედაქალაქის მერიას მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს დაგეგმილი და ყველაფერი გაკეთდება საიმისოდ, რომ მათმა განხორციელებამ დედაქალაქის მოსახლეობას დისკომფორტი არ შეუქმნას. #თბილისი #თბილისისმერია #პროექტები #სიახლეები #news
Ana Ana
Tbilisi · 4 days ago
ფოტოგრაფს ადევნებული მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.
დილამშვიდობის, ისეთი გაბრაზებული ვარ არ ვიცი საიდან დავიწყო 😶 მოკლედ, ამ დილით ძალიან კარგი განწყობით გამოვედი სახლიდან, სტანდარტულად ეს ხდება 7: 20წუთზე, ამ დროს მივდივარ ხოლმე სამსახურში. ჩემი სახლის წინ ალეიას პარკია, რომლის გავლაც ყველა დღე მიწევს. ძალიან მომწონს პარკში მერიის მიერ დადგმული საიმფორმაციო სტენდი, სადაც ნათლადაა წარმოდგენილი , რომელი ნარჩენს რა დრო სჭირდება ბუნებასთან ორგანულად შერწყმისთვის( გახრწნისთვის). ვიმეორებ, მადლობა ვუხდი მერიას ამ სტენდისთსი (!).მაგრამ ყველა დილას , იმდენად ამაზრზენი კადრი მხვდება , ყველა ურნა გადატენილი , მოფრიალე პოლიეთილების პარკები, ბოთლები, ქაღალდები ... განწყობის შენარჩუნება შეუძლებელია და ვცდილობ თვალი ავარიდო, მაგრამ დღეს, "გადმომიარა". დამლაგებელიც კი არავინ ჩანდა პარკში,არადა უკვე სამი საათია გათენდა (!) მხოლოდ ქუჩას გვის ჩემთვის კარგად ნაცნობი ქალბატონი, რომელიც ყველა დილას 5 საათიდან აქაა(მიყვარს მასთან გასაუბრება), ყოველთვის წესრიგში აქვს მისთვის მონდობილი ქუჩა. 💗 და ყველაზე მთავარი დაიწყო ამის შემდეგ! ვიღაც ბრგე კაცი ყვირილით მომოახლოვდა," რატომ იღებ ფოტოებს?" მიყვირის ისეთი ტონით, რომ გაოცებული ვრჩენი და პირველ რიგში ვთხოვ დაუწიოს ხმას.ეს ადამიანი მეცნობა როგორც მერიის დასუფთაცების სამსახურის ადგილობრივი განყოფილების უფროსი(სახელო არ მახსოვს,მამუკა თუ რაღაც) . ჩემი თხოვნის მიუხედავად, ტონს არ ცვლის, და მთხოვს არ ავტვირთო ფოტოებო, არსად დავდო , არ მოვნიშნო მერია და ა.შ. თან მუქარის ტონითვე მეუბნება რომ აქვს ჩემო ფოტოც რომელიც ახლა გადამიღო (ვერ ვიჯერებ!). ვუხსნი რატომ არ უნდა იყოს პარკი ასეთ მდგომარეობაში, როცა ადამიან მოუწოდებ დაიცვალს გარემო მინიმუმ ურნა უნდა იყოს სადმე ცარიელი ხო?_ და მშვიდი ტონითვე ვეუბნები,რომ თუ საღამოს ეს ურნები ასეთივე მდგომარეობაში არ დამხვდება, არსად არ დავდებ ფოტოებს( მის დამშვიდებას ვცდილობ, ჩემი თავის მიკვირს 🙄). ამაზე უცებ უარესად ბრაზობს და კიდევ უფრო ხმამაღლა ყვირის: _ ხედავ რა ადრიდან ვმუშაობ?საღამოს რა იქნება მე რა ვიცი?!_ თუმცა, ამ დროს ეს ადამიანი მხოლოდ ჩემთან ჩხუბს ეძახის მუშაობას, პარკის დამლაგებლები არსადა ჩანან 😶 აგრძელებს _ იცი საერთოდ რომელ ქვეყანაში ცხოვრობ?! 24 საათი ამ პარკს ხოარ ვალაგებთ, ახლა დალაგდება , საღამოს ისევ სავსე იქნება და შენნაირებმა უნდა იღონ ფოტოები და მე მირეკონ მერე?! _დიახ ბატონო, ვიცი სადაც ვცხოვრობ, ვიცი რომ ადამიანები მრავლადაა პარკში და ნაგავიც ბევრი დაიყრება,მაგრმ ისიც ვიცი რომ ჩემი ქვეყანა ნაგვის ქვეყანა არაა!‐როცა ხელი გესვრებათ, არ იბანთ რახან დასვრამდე ახალი დაბანილი გქონდათ? _ ვეკითხები მე და სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობ,🙄_ იქნებ დააფიქსიროთ მერიაში ,რომ არაასაკმარისი ერთხელ ურნების დაცლა, იქნებ მოითხოვოთ დამატებითი ძალები... ის ყვირილით მაწყვეტინებს და ისევ შემახსენებს რომ ეს საქართველოა,(!) რომ როცა ის არ მუშაობს, მისი მოვალეობა არაა ურნა რა მდგომარეობაშია ის ამოწომოს და ა.შ. ამ დროს ვიღაც ქალბატონი , რომელიც ისმენს ჩვენს საუბარს, გვიახლოვდება და ამ მოჩხუბარ კაცს სთხოვს ჩუმად ისაუბროს რადგან ჯერ კიდევ სძინავს ხალხს და მისი ყვირილი უბანს ესმის. მშვიდად ეუბნება რომ აუცილებელია ურნების ასეთ მდგომარეობამდე არ მიყვანა.წამით ამ კაცს ქალბატონზე გადააქვს ყურადღება და მე მივდივარ, რადგან სამსახურის მანქანა გამოჩნდა და მეჩქარება. მანქანაში ასული უკან როცა ვიხედები ვხედავ რომ ეს კაცი გამომდევნებია და ჩემს მანქანას ფოტოს უღებს (!!!)#თბილისისმერია_ რა იყო ეხლა ეს?! 🤔 მომიტევეთ, პროექტში ჩართვალს უფრო პოზიტიური პოსტით ვაპირებდი, მაგრამ დილოდან მოყოლებული მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ 🙄 თანაც ,მგონია რომ სწორედ ასეთი პროექტებიდან უნდა მოვუწოდოთ ადამიანებს ჩვენი სათქმელი, განსაკუთრებით ის, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია. 🙏იმედია ამ პოსტის წაშლასაც არავინ მოითხოვს და თუ მოითხოვენ,Feedc_ის ადმინისტრაცია სათანადო სიმაღლეზე იქნება. ვაპირებ პირად გვერდზეც დავწერო და ყველა პლათფორმაზე, სადაც ხელი მიმიწვდება.#feedcgrant #ჩემოქალაქიმკლავს #თბილისისმერია #ჩვენვიმსახურებთსუფთაქალაქს Feedc #ჯანსაღიცხოვრება #პოლიტიკა #ახალიამბები
+2
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
თბილისის მერია „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას“ იწყებს
ახალი პროგრამის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ფარგლებში, თბილისის მერიამ შესაბამისი დოკუმენტების მიღება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე პირებს, 15–დან 60 წლის ჩათვლით, მედიკამენტები „ოკრელიზუმაბი“ და „ფინგოლიმოდი“ დაუფინანსდებათ. სოციალურად დაუცველებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს – 80%-ით. პროგრამაში ჩასართავად და მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, მოქალაქემ თბილისის მერიას განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას უნდა ერთვოდეს: 1. პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა/პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ქსეროასლი; 2. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); 3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, რომელიც არაუმეტეს ორი თვით ადრე იქნება გაცემული (ცნობა უნდა მოიცავდეს რადიოლოგის დასკვნას, მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების შესაბამისად მკურნალი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს, სადაც კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით შეფასებული მდგომარეობა არის 0-დან 6 ქულის ჩათვლით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თავზურგტვინის სითხის ანალიზის შედეგებს); 4. განცხადებით მიმართვამდე არაუმეტეს ერთი თვით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა, რომელიც შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ სამი ლიცენზირებული ექიმის, მ.შ. ფორმა №IV-100/ა-ს გამცემი ექიმის ხელმოწერით და ბეჭდით იქნება დამოწმებული; 5. კალკულაცია მიმწოდებელი ორგანიზაციიდან, რომელსაც მოქალაქე თავად ირჩევს – შპს „პსპ ფარმა“; სს „გეფა“ და შპს „ავერსი ფარმა“. მოქალაქე საგარანტიო წერილს მერიაში დოკუმენტების შემოტანიდან რამდენიმე დღეში მიიღებს. წლიური მატერიალიზებული ვაუჩერის ღირებულება 24 000-მდე ლარია.#ოკრელიზუმაბი #ფინგოლიმოდი #მედიკამენტები #თბილისისმერია #დაფინანსება #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
აშშ-ის საელჩო საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის
საქართველოში აშშ-ის საელჩო თბილისის ანძის აშშ-ის დროშის ფერებში განათების გამო დედაქალაქის მერიას მადლობას უხდის. ,,დიდი მადლობა სოლიდარობისა და მეგობრობის ამ ლამაზი სიმბოლოსთვის. ჩვენ ამ სიტუაციაში ერთად ვართ და ერთადვე გადავიტანთ ყველაფერს!"-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში აშშ-ის მხარდასაჭერად თბილისის ანძა 3 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფერებში განათდა.#აშშ #თბილისისმერია #ანძა #სოლიდარობა #საელჩო #tbilisidailyy
Artists Voyage
Tbilisi · 2 months ago
გია ყანჩელი: სიჩუმე, რომელიც მუსიკას მოსდევს, თავისთავადაც მუსიკაა
დიდი ქართველი კომპოზიტორი - გია ყანჩელი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გია ყანჩელი 1935 წელს დაიბადა. მან ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1963 წელს დაამთავრა. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ჩვენ გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ინტერვიუდან ამერიკელ ჟურნალისტთან ბრიუს დაფისთან. კომპოზიტორის სიტყვებს ინგლისურად მისი შვილი თარგმნიდა. - უპირველესყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამერიკაში ჩამოსვლისთვის. -მადლობა თქვენ. - არის თუ არა რამე განსხვავება ქართველი კომპოზიტორის მუსიკასა და ევროპელი ან ამერიკელი კომპოზიტორის მუსიკას შორის? - არა. -საერთოდ არანაირი? - იგივე განსხვავებაა რაც ფრანგულ და ამერიკულ, ან გერმანულ და ინგლისურ მუსიკას შორის. ენა, რომელსაც ქართველი კომპოზიტორები იყენებენ იგივეა, რაც ევროპაში, იგივეა მთელ მსოფლიოში - ეს მუსიკის ენაა. - თქვენ იქ უნივერსიტეტში სწავლობდით. არის თუ არა რამე ფუნდამენტური განსხვავება სწავლების მეთოდებს შორის? - არა, ასე არ ვფიქრობ. - ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუსიკა უნივერსალური ენაა? -რა თქმა უნდა. - არის თუ არა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თქვენთვის, რომ ამ ენაზე საუბარი შეგიძლიათ? - ეს ყველა კომპოზიტორისთვის განსაკუთრებული პრივილეგიაა. ჩემთვის კი ორმაგად მნიშვნელოვანია - მე არც ფრანგულად ვსაუბრობ, არც ინგლისურად და არც გერმანულად. - ანუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველას ეურთიერთოთ? - ყველას, რადგან სხვანაირად ურთიერთობა შეუძლებელია. - ერთი თქვენი ჩანაწერი წავიკითხე სადაც სიტყვა "გაოცებას" იყენებთ. თქვენ ამბობთ, რომ მუსიკამ საზოგადოება უნდა გააოცოს. თქვენ, როგორც კომპოზიტორი, ხართ თუ არა გაოცებული იმით , რაც შეგიქმნიათ? - საკუთარი მუსიკით - არა. ის არ მაოცებს, მაგრამ სხვა ადამიანების მუსიკა - კი. მაგალითად, გუშინ, ლინკოლნის ცენტრში, სტრავინსკის "პეტრუშკას" ვუსმენდი. ეს მონაკვეთი სტუდენტობაში ზეპირად ვიცოდი. მიუხედავად ამისა, გაოცებული ვიყავი. ოთხი დღის წინ, შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონიას ვუსმენდი, რომელიც ასევე ზეპირად ვიცოდი და ახალგაზრდობაში ძალიან მიყვარდა. მიუხედავად ამისა, მან ახლაც გამაოცა. - ნება მომეცით, ფილოსოფიური კითხვა დავსვა. რა არის მუსიკის მიზანი? - ძალიან რთული შეკითხვაა. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი, ისაა რომ მუსიკა არ არსებობს იმისთვის, რომ სამყარო ან მშვენიერება გადაარჩინოს, როგორც დოსტოევსკი ამბობდა. საუბედუროდ, ხელოვნება ცალკე ვითარდება და ცოცხლობს, ხოლო ცხოვრება კი მის პარალელურად არსებობს. ისტორიის ყველაზე ცუდი გაკვეთილები, ისტორიის ყველაზე ტრაგიკული მომენტები, როგორც ვხედავთ, კაცობრიობისთვის არაფერს ნიშნავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ გაკვეთილებს არავინ სწავლობს. ეს უზარმაზარი ტრაგედიები დროის მცირე ინტერვალში კვლავ მეორდება. რა თქმა უნდა ისინი მნიშვნელოვანია, მაგრამ სამყაროს უკეთესობისკენ არ ცვლიან. საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებები, ყველაზე მშვენიერიც კი, ამას ვერ შეცვლის. ვერც პოეზია, ვერც მუსიკა, ვერც ერთი ხელოვნების დარგი ვერ შეცვლის ცხოვრების დინებას. ხელოვნება ადამიანებისა და მასების მიერ სამყაროს ხედვას ვერ შეცვლის. - ბედნიერი იქნებოდით რომ შესძლებოდა? - ამას ვერც კი წარმოვიდგენ. - რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა კომპოზიტორებს? - გულწრფელად რომ ვთქვათ, არაფრის მოერიდოთ, არაფრის შეეშინდეთ. ყველაზე ბანალურში და მარტივში იმალება სილამაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ტრანსფორმაცია და გადმოცემა. ამ ყველაფრის გამოხატვა. ისე კი არ მიყვარს ახალგაზრდებისთვის რჩევების მიცემა, რადგან საკუთარ თავსაც ახალგაზრდად აღვიქვამ და ჯერ კიდევ ვსწავლობ. - მუსიკა რომელსაც ქმნით, ყველასთვისაა? - მინდა, ყველასთვის იყოს. - მუსიკის განვითარებას ოპტიმისტურად უყურებთ? - ვფიქრობ, კი. მგონია, რომ ის სიჩუმესთან იქნება დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, მე მინდა რომ სიჩუმეს უკავშირდებოდეს. - თქვენ მუსიკას ქმნით და ბგერებს აკონტროლებთ. ცდილობთ თუ არა, სიჩუმეც გააკონტროლოთ? - დიახ. დიახ, მგონია რომ სიჩუმე, რომელიც მუსიკას მოსდევს, თავისთავადაც მუსიკაა. და სიჩუმე, თვითონ ბადებს მუსიკას, რომელიც მას მოსდევს. - სიჩუმე ბადებს, და თქვენ კომპოზიტორი ხართ, დედა თუ ბებიაქალი? - მგონია, რომ მამა ვარ. ბოლო შეკითხვაც. მუსიკის წერა ხალისიანი პროცესია? - ყველაზე დიდი ტრაგედია, მუსიკის წერაა. - ყველაზე დიდი ტრაგედია?! - მშურს მათი, ვისთვისაც ეს მხიარული პროცესია. ჩემნთვის ასე არაა. - საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ამად ღირს? - ზოგჯერ, როდესაც ძალიან კარგი შესრულებაა. როდესაც დენის რასელ დეივისი დირიჟორობს, მაშინ ვგრძნობ რომ ეს ყველაფერი ამად ღირს. მას ჩემი მუსიკა ძალიან სწორად ესმის და მას საუკეთესოდ გადმოსცემს. ის ძალიან კარგად გრძნობს ჩემს პაუზებსა და ნელ ტემპს და ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. თუმცა, არის ხოლმე ისეთი შესრულება, რომლის მოსმენის შემდეგ ვფიქრობ, არა, ეს ამად არ ღირს. მაგრამ ცხოვრებაც ასეა მოწყობილი. ზოგჯერ თავს კარგად გრძნობ, ზოგჯერ კი - უარესად....#გიაყანჩელი #მუსიკოსი #კომპოზიტორი #ქართველიკომპოზტორები #მუსიკა #ხელოვნება Tbilisi
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
რა შედეგი გამოიღო გენგემის მიღებამ?
თბილისის მერმა დედაქალაქის გენერალური გეგმის დოკუმენტის მიღებიდან 1 წელიწადში შესრულებული სამუშაოები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ქალაქის ქაოტური განაშენიანება კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კახი კალაძის განცხადებით, მერია ცდილობს არსებული რეალობა სწორი ქმედებებისა და პროექტების განხორციელებით შეცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ გენგეგმის საფუძველზე შეჩერდა ქალაქის ქაოტური განაშენიანება, არსებობს კონკრეტული უბნები, ქუჩები, რომლებიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორც კალაძემ აღნიშნა პროექტის განხორცილებაში დაქირავებული ფრანგული კომპანია დაეხმარებათ, თუმცა კონკრეტულ არეალებს თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური თავად აგეგმარებს, რადგან არ მიიღონ ის შედეგი, რაც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ეს ერთ-ერთი ცუდი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარდეს ქალაქი. ქაოტორი განაშენიანების თავიდან ასაცილების მიზნით გმოიყო რამდენიმე ტერიტორია მაგალითად, ლისის ტბა, კოჯორ-შინდისი, სადაც მოხდება ურნბანული დაგეგმარება და განაშენიანება. გენგეგმის ფარგლებში თბილისის მერიამ დედაქალაქის ტრანსპორტის განვითარების გეგმისა და მოდელის შემუშავებაც დაიწყო. იგეგმება სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაცია და სატრანსპორტო დერეფნების მოწყობა.#თბილისისმერია #გენგეგმა #განაშენიანება #მშენებლობა #ტრანსპორტი #კახიკალაძე #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
თბილისში ქუჩების დეზინფექცია გრძელდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, ამჯერად, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩის ნაწილზე ჩატარდა. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ. სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. ადგილზე ასევე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი ლევან ჯღარკავა იმყოფებოდნენ. თბილისის მერის განცხადებით, ქუჩების დეზინფექცია ვირუსის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. „რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ვერ დაამარცხებს კორონავირუსს, თუმცა იმ ღონისძიებებთან ერთად, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, მსგავსი სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტურია. ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 70-მდე ქუჩას დავამუშავებთ. ეს ის ქუჩებია, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება. ხორციელდება, როგორც საავტომობილო გზების დამუშავება, ასევე ტროტუარების, ველობილიკების, მეტროს ჩასასვლელ-ამოსასვლელების მორეცხვა. მიუხედავად იმისა, რომ მეტრო არ მუშაობს, ამ კონკრეტული ადგილების სადეზინფექციო სამუშაოებს მაქსიმალურად ვახორციელებთ, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაშიც, აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს. #კოროავირუსი #თბილისისმერია #ქუჩებისმორეცხვა #კახაკალაძე #tbilisidialy
Vide • ვიდე
Tbilisi · 2 weeks ago
ლიზი ბუდაღაშვილის შემოქმედება
ინტერვიუ ხელოვან ლიზი ბუდაღაშვილთან 1. როგორ გაატარეთ კარანტინი? ამ პროცესმა რა გავლენა იქონია თქვენზე და თქვენს შემოქმედებაზე? საქართველოში ჩამოსვლა ნაადრევად მომიწია. ამერიკაში ვსწავლობ, სტუდენტი ვარ და ვირუსის მასობრივი გავრცელების დროსაც იქ ვიყავი. ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ 2 კვირა სახლიდან გაუსვლელად გავატარე, თუმცა არც მერე იყო სახლის დატოვების შესაძლებლობა, მოგეხსენებათ და მაისამდე ძირითადად შინ ვიყავი. ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ ცოტა ხნით მაინც ასე მომიწევდა და თავიდანვე ვცდილობდი იზოლაციის დადებითი მხარეების წარმოდგენას. თეორიულად ბევრი ჰქონდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ გამართლდა. არაბუნებრივი პროცესია კარანტინი და შეუძლებელია, რაიმე არაბუნებრივმა კარგი გავლენა იქონიოს ადამიანის ფსიქიკაზე საერთო ჯამში. არაუშავდა თავიდან, ვხატავდი, ვკითხულობდი,ვწერდი, ონლაინ ლექციებს ვესწრებოდი. თუმცა, ნელ-ნელა არაჯანსაღი და ნაძალადევი გახდა ეს ყველაფერი. სრულ მარტოობაში გატარებული იზოლაცია კიდევ სხვაა, და ნამდვილად შეიძლება, გამოიწვიოს რევოლუციური ცვლილებები ადამიანში. მაგრამ სხვა მხრივ, ნაკლებად. კულინარიული მცდელობებიდან დაწყებული ყურების ჩემითვე გახვრეტით დამთავრებული - ყველაფერი ვცადე. და მაინც ჩემი გული გარეთ იწევდა, გაზაფხულისკენ. და არაფერი ახარებდა ისე, როგორც ფანჯრებიდან შეძლებისდაგვარად შემოსული ქუჩის მსუბუქი სუნი. როცა თავისუფლება იზღუდება, შთაგონების წყაროებიც უფრო მიუწვდომელი ჩანს. ჩამოსვლისას სავსე ვიყავი ნიუ-იორკის შთაბეჭდილებებით და კარანტინშივე გავაკეთე ნამუშევრების მცირე სერია, მიძღვნა ნიუ-იორკისთვის. რამდენიმეჯერ მოვისმინე, ხელოვანისთვის ყველაზე მარტივიაო კარანტინი, მაინც სულ შინ ზის და ქმნის. რაღაც მხრივ, შეიძლება, ჩაითვალოს სიმართლედ. მაგრამ ისიც მართალია, რომ ხელოვანი ყველაზე მეტად, მთელი არსებით განიცდის თავისუფლების თუნდაც მცირედით შეზღუდვას და ხალისი ეკარგება, რამდენადაც ხელოვნების მთავარი მამოძრავებელი ძალაა თავისუფლება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ. არ მინდა სხვების პირით ვისაუბრო. კარგი რაც მომიტანა კარანტინმა ის არის, რომ ხმაური შევიყვარე ისევ, მუდმივი მოძრაობა, აღარც ქალაქის მტვერი მაწუხებს, აღარც მანქანების გრუხუნი. მზად ვარ, ვისმინო გამუდმებით, ოღონდაც აი, ამ სიცოცხლესა და მოძრაობას ვგრძნობდე და ისეთი მკვდარი აღარ იყოს ყველაფერი. ახლა, როცა სიცოცხლის ხალისი ნელ-ნელა დაბრუნდა, მეც ისევ დავუბრუნდი ინტენსიურ მუშაობას და პარალელურად რამდენიმე ტილოზე ვმუშაობ,ვწერ ისევ . შემოქმედებაზე დატოვებულ გავლენას რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, მე თავადაც ველოდი, რომ დატოვებდა კარანტინი გარკვეულ კვალს, თუმცა მაინცდამაინც ასე არ მოხდა. იმდენად სტატიკური იყო ყველა პროცესი, გავლენებიც შეჩერდა, ალბათ. ახლა უფრო ვგრძნობ მათ დაბრუნებას, ვიდრე იზოლაციაში. 2.ყველაზე მეტად რისი ხატვა მოგწონთ? გაქვთ თუ არა ფერი რომელსაც ყველა ნახატში იყენებთ? ადამიანების ხატვა მიყვარს განსაკუთრებით. ძალიან ცოტა მაქვს ისეთი კომპოზიცია, სადაც ადამიანი არ ფიგურირებს რაიმე სახით, იქნება ეს საკუთარი თავი, ვინმე სხვა პიროვნება, თუ წმინდად ჩემი გონების ნაყოფი. მე ვხატავ იმას, რაც მგონია, რომ გარკვეულ დონეზე მაქვს ნაგრძნობი და აქედან გამომდინარე, შემიძლია, გულწრფელი ვიყო. მოტყუება არ მჭირდება. ეს არის მიზეზი, და არა მაგალითად ის, რომ ადამიანი მიმაჩნია სამყაროს ერთადერთ ცენტრად. ფერს რაც შეეხება, სხვადასხვა ფერების ამოჩემება მჩვევია ხოლმე, თუმცა, მგონი ლურჯს მაინც ყველგან ვიყენებ. მრავლისმომცველი ფერია, დიდი სიღრმის მატარებელი და ემოციური დატვირთვის მქონე. 3. დღევანდელობაში არის თუ არა ხელოვნება მატერიალიზირებული? ( დაუშვათ მხატვრები ხატავენ შეკვეთით) ამაზე რას ფიქრობთ? ხელოვნება გარკვეული დოზით ყოველთვის იყო მატერიალიზებული.თუმცა გააჩნია, ხელოვანი ამაში განზრახ მონაწილეობს თუ ბუნებრივია ეს ყველაფერი. მთავარია, ნამუშევრის შექმნის მოტივი არ იყოს მატერიალისტური. სხვა მხრივ, ხელოვნების გარკვეული ჯანსაღი სახითა და დოზით მატერიალიზება ბუნებრივია. რეალურად რომ მივუდგეთ, სულ რომ არაფერი, შეძენა სჭირდება მასალებს. შეკვეთით ხატვას რაც შეეხება, არაფერი დამანკნინებელი შეკვეთით ხატვაში არ არის. დაკვეთებზე მუშაობითაც უდიდეს პროფესიულ გამოცდილებას იღებს მხატვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ შრომა არ იკარგება მატერიალური სარგებლის ამოწურვასთან ერთად. 4.თქვენ როგორც ხელოვანი რომელ საუკუნეში იცხოვრებდით? ვუდი ალენის ფილმში „შუაღამე პარიზში“ არის ნახსენები, რა დროშიც არ უნდა დავიბადოთ, მაინც სხვა დროში ცხოვრებას ვნატრობთო. ხშირად ვფიქრობ ხოლმე და ზოგჯერ ძალიან მართალია. მე 2000 წელს დავიბადე, საუკუნეების გასაყარზე, თუმცა სიამოვნებით ვიცხოვრებდი მეცხრამეტე, ან მეოცე საუკუნეში, თუმცა მხოლოდ განსაზღვრულ მონაკვეთში. მეცხრამეტე საუკუნის იმ პერიოდში, როცა პარიზი იყო მხატვრობის კერა, ყველა იქ იკრიბებოდა: მოდილიანი, პიკასო, სუტინი, უტრილო, ტულუზ-ლოტრეკი. არამარტო მხატვრობის, მუსიკის ახალი საფეხურიც იყო (ერიკ სატი, დებიუსი), ცხოვრებას ბოჰემური სუნი ჰქონდა და ხელოვნება ყვაოდა. ანდაც, მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა გერმანული ექსპრესიონიზმი ღვივდებოდა; როცა კლიმტი, შილე, კოკოშკა მოღვაწეობდნენ. მიჭირს გამორჩევა, გაუმაძღარია ადამიანის ბუნება და ამ მესამე სურვილსაც დავამატებ. მეოცე საუკუნის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდის ნიუ-იორკშიც ვიცხოვრებდი. სწორედ იმ დროს, როცა ნიუ-იორკის სკოლა ჩამოყალიბდა, რომლის წევრებიც იყვნენ ვილემ დე კუნინგი, ჯექსონ პოლოკი, მარკ როთკო, ფრანც კლაინი და ბევრი სხვა გენიოსი. 5.რომელ მხატვართან გექნებოდათ დიალოგი? ერთი კონკრეტული მხატვრის ამორჩევა ძალიან მერთულება. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედების გავლენის ქვეშ არ მოვქცეულვარ, გავესაუბრებოდი ფრიდა კალოს, როგორც მხატვარს, როგორც ქალ მხატვარს, და როგორც უბრალოდ ძლიერი, თვითმყოფადი ქალის ეტალონს. გავესაუბრებოდი ეგონ შილეს, თუმცა იმდენად ყველაფერი მოაცებს მისი, იმდენად დიადია, ალბათ კონკრეტულად არაფერს ვკითხავდი. მოვისმენდი უბრალოდ ყველაფერს, რასაც მეტყოდა. ჟან-მიშელ ბასკიასთანაც ვისაუბრებდი. მგონია, მასთან ყველაზე მეტად გამიადვილდებოდა საუბარი, რამდენადაც დროში ყველაზე ახლოა. 6.რას ისურვებდით ხელოვნებისთვის დღევანდელობაში? ფსევდო-ხელოვნებისა და ფსევდო-ხელოვანების გაუჩინარებას ვისურვებდი. თვითონ ხელოვნებას მოკვდავისაგან კეთილი სურვილები არ სჭირდება, ის იმდენად დიადი, თვითმყოფადი და უკვდავია.#ხელოვნება #არტი
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
თბილისის მერია გარკვეულ სერვისებს ზღუდავს
კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს. პირველ ეტაპზე მერიაში დაგეგმილია იმ ტიპის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომელი მომსახურების მიღებაც დაკავშირებულია ხალხმრავლობასა და ისეთ გარემოსთან, სადაც შედარებით მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი. აღნიშნულის გათვალისწინებით, 13 მარტიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან შეიზღუდება შემდეგი სერვისების მიწოდება: მიწის ლეგალიზაციის თაობაზე განაცხადების მიღება და უფასო იურიდიული დახმარების გაწევა; სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი ტიპის კომისიების და საბჭოს სხდომები რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს უწევთ, ასეთებია: თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (ზეპირი მოსმენის სხდომები); პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე კომისიის სხდომები; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები; შეიზღუდება ასევე არქიტექტურისა და ურბანული სამსახურის მიმართულება - ამ კუთხით მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნული შეზღუდვები გავრცელდება მერიის ცენტრალურ ოფისსა და ათივე სერვის ცენტრში.#თბილისისმერია #შეზღუდულისერვისები #კახაკალაძე #პანდემია #კორონავირუსი #tbilisidaily