11 მსახიობი, რომელმაც სილამაზე როლისთვის დათმო

0
მსახიობის პროფესია არა ერთ რადიკალურ გარდასახვას მოითხოვს, რაც ყოველი მსახიობისთვის დიდი გამოწვევაა. ხშირად, ამ გამოწვევას მხოლოდ განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანები იღებენ და არც ძალას, ენერგიასა თუ სილამაზეს იშურებენ სასურველ როლში შესასვლელად. წარმოგიდგენთ 11 მსახიობ ქალს, რომლებმაც როლის მოსარგებად საკუთარი სილამაზე დათმეს. 1. ქეით უინსლეტი თავისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში, ქეით უინსლეტმა არა ერთი მშვენიერი ქალის როლი მოირგო და იდეალურად განასახიერა თითოეული მათგანი, თუმცა ქეითის კარიერაში იყო როლი, რომელმაც მას ნანატრი „ოსკარის“ ჯილდო მოუტანა.
2. ნატალი პორტმანი ნატალი საკმაოდ გაბედული მსახიობია. როლში შესასვლელად პორტმანი უკიდურეს გზებსაც კი მიმართავს. ასე მაგალითად V For Vendetta-სთვის მსახიობმა თავი გადაიპარსა, Goya’s Ghost-ში კი ნატალიმ ესპანური ინკვიზიციის მსხვერპლი ქალი განასახიერა.
3. კამერონ დიასი კამერონი მომხიბვლელი ქერათმიანი ჰოლივუდელი ლამაზმანია, რომლის წარმოდგენაც სხვაგვარად შეუძლებელიც კია. თუმცა, 1999 წელს დიასმა ყველაზე წარმოუდგენელიც კი დაგვაჯერა, როდესაც ფილმ Being John Malkovich-ში შეუხედავი გოგო განასახიერა. ამ შესრულებისთვის კამერონი ნომინირებული იყო BAFTA-სა და Golden Globe-ზე.
4. ნიკოლ კიდმანი ნიკოლ კიდმანი მსახიობმა 2003 წელს ვირჯინია ვულფის როლის იდეალურად მორგებისთვის აკადემიის ჯილდო დაიმსახურა. ფილმ The Hours-ში შესრულებული როლი მაქსიმალურად იყო მიმსგავსებული მის პროტოტიპს. მაკიაჟისა და გრიმის წყალობით, ეს როლი ნიკოლის ყველაზე ცნობილ გარდასახვადაა აღიარებული.
5. შარლიზ ტერონი შარლიზ თერონი ჰოლივუდელი ლამაზმანის გულშემატკივრები სრულიად გაოცებულნი დარჩენენ, როდესაც შარლიზმა ფილმ Monster-ში სერიული მკვლელის როლი მოირგო. როლისთვის ტერონმა წონაში მკვეთრად მოიმატა, გრიმიორების წყალობით კი, ფილმში ყველასათვის ცნობილი მსახიობის ამოცნობა თითქმის შეუძლებელი გახდა.
6. მიშელ ფაიფერი მიშელ ფაიფერი კინოინდუსტრიის კიდევ ერთი მშვენება მიშელ ფაიფერი მეთიუ ვაუგის ფილმში საშიშ კუდიან ჯადოქრად გადაიქცა. ამავე ფილმში, მიშელის სახეცვლილი ვარიანტიც ვიხილეთ, რომელიც ფრიად გამაოგნებელი გახლდათ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმ პერიოდში მსახიობი 50 წლის იყო, მიშელი უბრალოდ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.
7. ენ ჰეთეუეი ჰოლივუდის მსახიობი ენ ჰეთეუეი ფილმ Les Miserables-ში, ენ ჰეთეუეიმ „ფანტინეს“ როლი მოირგო. ქალის, რომელსაც საკუთარი თავისა და ქალიშვილის გამოსაკვებად ჯერ თმის, შემდეგ კბილების გაყიდვა მოუწია, ბოლოს კი სხეულით ვაჭრობა დაიწყო. ამ როლისთვის ენმა 10 კილოგრამი ძალიან მოკლე დროში დაიკლო. ჰეთეუეიმ ამ ფილმში „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ჯილდოები დაიმსახურა.
8. დრიუ ბერიმორი მსახიობი დრიუ ბერიმური ბერიმორების სამსახიობო დინასტიის ახალბედა წარმომადგენელი ეკრანებზე ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში აღმოჩდა. მას შემდეგ, დრიუს არა ერთი მნიშვნელოვანი გარდასახვა ვიხილეთ ფილმებში. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა ბერიმორი გვენახა როგორც ქერათმიანი ლამაზმანი, აგრეთვე ბრეკეტებიანი თინეიჯერი გოგონა.
9. გვინეტ პელტროუ მსახიობი გვინეტ პელტროუ კომედიურ ფილმ Shallow Hal-ში შესრულებული როლისთვის, გვინეტს 12 კილოიანი კოსტუმის მორგება და სპეციალური ლატექსის მაკიაჟის გაკეთება მოუწია. მსახიობმა აღიარა, რომ როდესაც ამ კოსტუმში გამოწყობილმა ქუჩაში გასეირნება გადაწყვიტა, გამვლელებმა ის ვერ იცნეს და მეტიც, თვალის არიდებას ცდილობდნენ.
10. ჯულია რობერტსი ჯულია რობერტსი ჯულია რობერტსი უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ ჰოლივუდელი ლამაზმანი აღარაა. ფილმ Erin Brokovich-ში შესრულებული როლისთვის მიღებული აკადემიის ჯილდოს შემდეგ, ჯულიას უსაზღვრო ნიჭიერებაში ყველა დარწმუნდა. Secret In Their Eyes-ში რობერტსი დეტექტივს განასახიერებდა, რომელსაც ქალიშვილი სასტიკად მოუკლეს.
11. ლენა ჰედი მსახიობი ლენა ჰედი ინგლისელ მსახიობს მართლაც არაჩვეულებრივი როლები აქვს შესრულებული საკუთარი კარიერის მანძილზე, თუმცა მოგეხსენებათ, მსოფლიომ ლენა, სერსეი „ლანისტერის“ როლით გაიცნო. 2012 წელს, ჰედიმ Dredd-ში შეუბრალებელი განგსტერი ქალის როლი მოირგო, სპეციალური შრამების შექმნას სახეზე საათები სჭირდებოდა.
##ქალებიდაროლები
##მსახიოებიქალებისგარდასახვა
##ფაქტები
Tbilisi
0