რა ვიცით მზის ალერგიის შესახებ?

0
მზის ალერგია იმუნური სისტემის რეაქციაა მზის სინათლეზე. იმუნური სისტემა, მზეზე ყოფნის შემდეგ გარუჯულ კანზე იწყებს ე.წ. იმუნური ანტისხეულების რეაგირებას, რაც გამოიხატება კანის შეწითლებით, შესივებით, კანის ზედაპირზე ნახეთქებით ან სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნით. ალერგიის ნიშნები შესაძლოა გამოვლინდეს მზეზე გასვლისას მომენტალურად ან მზეზე ყოფნიდან გარკვეული დროის შემდეგ (რამდენიმე დღის შემდეგაც კი).

რა ტიპის მზის ალერგიები არსებობს?

არსებობს რამდენიმე ტიპის მზის ალერგია, ესენია: ფოტოალერგიული რეაქცია - როდესაც ალერგიას იწვევს კანზე არსებული ქიმიური ნივთიერების(მედიკამენტი, მზისგან დამცავი მალამო, კოსმეტიკური საშუალებები, სუნამოები) მზის სინათლესთან ურთიერთქმედება. სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს 2-3 დღის შემდეგაც კი. პოლიმორფული გამონაყარი მზის სინათლეზე მზის ალერგიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც უფრო ხშირად ქალებში გვხვდება. ამ ტიპის ალერგიის ნიშნებია სიწითლე და ქავილი, ასევე შესაძლოა კანზე გაჩნდეს სითხით სავსე ბუშტუკები. ძირითადად ალერგია თავს იჩენს გაზაფხულზე, სიმპტომების გამოვლენა კი ხდება მზეზე ყოფნიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მზის ურტიკარია ალერგიის იშვიათი ფორმაა, რომელიც იწვევს ჭინჭრის ციების მაგვარ გამონაყარს. გამონაყარი ჩნდება მზეზე ყოფნიდან რამდენიმე წუთში და ძირითადად ახალგაზრდა ქალბატონებში გვხვდება. ალერგია შესაძლოა ძალიან მარტივად განვითარდეს ან გართულდეს და გადაიზარდოს ანაფილაქსიურ შოკში (სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია).
#ახალიამბები
#ჯანმრთელობა
#health
#forhealth
#healthylife
#behealthy
Tbilisi
Batumi
0