დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი თბილისს ,,საზღვრის" დარღვევაში ადანაშაულებს

0
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა , , საზღვარი" დაარღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებს. ფოტოები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირსა და ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას შორისაა გადაღებული. ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ოფიციალური თბილისის მხრიდან უკანონო სადაზვერვო საქმიანობაზე საუბრობს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნულ ქმედებაზე რეაგირებას არ ახდენს. ერგნეთში კი, ქართული მხარე უკანონო დაკავევების შესახებ ისაუბრებს, რომლებსაც ბოლო ერთი თვის მანძილზე გამყოფ ხაზთან დაფიქსირდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#პოლიტიკა
#ცხინვალი
#ოკუპაცია
#goridaily
წყარო -shidaqartli.ge
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0