11 votes
0 comments
0 shares
Save
97 views
Qeti Metreveli
Tbilisi · 6 months ago

ვაიმეე რუსთაველზეე ისეთი ხალხმრავლობაა და საცობებიაააა იგრძნობაააა ახალიწლის ფაცაფუციიი ☺😊😊🎄🎉🎉🎉 აქამდე ისე იყო საცობი და ახლა ხალხშიც არისს

#news Rustavi
Qeti Metreveli
Tbilisi · 6 months ago
Similar Posts
კონემიკა საინფორმაციო
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ეროვნულ გამოცდებზე მისულ აბიტურიენტებს სიცხეს გაუზომავენ
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ განათლების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების მეთოდებზე მუშაობენ და სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ. მისი თქმით, გამოცდების პროცესში იგეგმება აბიტურიენტების თერმოსკრინინგი და მათ შორის მაქსიმალური დისტანციის დაცვის უზრუნველყოფა. „ვმუშაობთ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, ვამზადებთ იმ მოთხოვნებს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის. აქ არის რამდენიმე კრიტიკული პირობა, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. პირველი ისევ და ისევ რჩება, რა თქმა უნდა, დისტანცირება. დისტანცია უნდა იყოს საიმედო იმისთვის, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. და ვიცით, რომ სულ მცირე მაგიდების დაშორება უნდა მოხდეს 1,5 – 2 მეტრით. ასევე გამოვიყენებთ თერმოსკრინინგს. იმაზეც არის საუბარი, რომ ოდნავ ტემპერატურის მატების შემთხვევაში რამდენად იქნება შესაძლებელი შეიქმნას იზოლირებული კაბინები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც შესაძლოა, ემოციურ ფონზე, ასეთიც ხდება ხოლმე, დაუფიქსირდეს ტემპერატურის მატება. „ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვენტილაციის უზრუნველყოფა საგამოცდო ოთახში. აქ კონდიცირების სისტემის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ არ იქნა თანმდევი ვენტილაცია. სწორედ ახლა ყველაზე ისეთი რთული გადაწყვეტა იქნება უსაფრთხო ვენტილაცია იმ გარემოში, სადაც აბიტურიენტები ჩააბარებენ გამოცდას. ბუნებრივი ვენტილაცია ამ შემთხვევაში არის ყველაზე საიმედო საშუალება, თუმცა, სიცხიდან გამომდინარე, შეიძლება ეს ვერ მოხერხდეს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და იმედი მაქვს, ამ ნაწილის ტექნიკური გადაწყვეტა დროულად მოხერხდება ისე, რომ გამოცდების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას“, – აცხადებს თამარ გაბუნია “პალიტრანიუსის” გადაცემაში. ახალი კორონავირუსის გადაცემის აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობენ. 4 მაისს გამართულ შეხვედრაზე იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც 2020 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის სრულყოფილად და მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარმართვისთვის უნდა იყოს განხორციელებული. #news#opinion#education#exams#coronavirus#covid19#სიახლე#სიახლეები#განათლება #ეროვნულიგამოცდები#კორონავირუსიი#კოვიდ19 Rustavi Tbilisi Kutaisi Batumi
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
რას პასუხობს ნიკა გვარამია მირიან ნიკოლაძეს
ნიკა გვარამია, სოციალური ქსელით პასუხობს მირიან ნიკოლაძეს, გიორგი შაქარაშვილის ბიძას, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ “მთავარს” ამ საქმის პოლიტიზირება სურს: “ბოდიში, მაგრამ ამ კაცს გონია, რომ მას ვგულისხმობდი სიაში მოხვედრის ან კონვერტის მიტან-მოტანაში, ან ჩემი მეგობარი მას ვუწოდე? კაცს, რომელთანაც წლებია კონტაქტი არ მაქვს და საერთოდ არ ველაპარაკები? ან ეს რა ტექსტი დაუწერია, შეკითხვების დასმა რომ აგვიკრძალა და შეუსაბამობაზე მსჯელობა? აქამდე მასზე ხომ არაფერი დამიწერია ან მითქვამს? ახლა მოვყვეთ: ეს კაცი ჩემი ჯგუფელია. იყო ძლივს სამოსანი უნივერსიტეტში, მერე ანზორ ბალუაშვილის მრჩეველი და იმდროინდელი პროკურატურის სპიკერი. უკვე ჩემი პროკურატურაში მუშაობის დროს მემათხოვრებოდა დანიშვნას, ცხადია, უშედეგოდ. მერე გახდა ყველაზე გულისამრევი ქოცი. სრულიად წარუმატებელი ადვოკატია და ყველაფერზე ემათხოვრებოდა ქოცებს, ნებისმიერ დანიშვნაზე – ხან პროკურატურაში, ხან მაჟორიტარად კენჭისყრაზე საგარეჯოში. ჩემზე წერდა სიბინძურეებს, “ტაკოში ირტყამს” და მსგავს ქოც-ტროლუტ-სუსურ ტექსტებს სოც ქსელში. მიუხედავად ამისა, ისეთი ტუპოია, ქოცებმაც კი არ შეიტენეს. ბოლო პროცესი როდის ქონდა და ბოლო კლიენტი როდის ყავდა, თვითონაც არ ახსოვს, წლებია ღვინოს წურავს საგარეჯოში. მოკლედ ყველაფერზე წამსვლელი, ერთი შეუმდგარი კაცია და ნულოვანი კომპეტენციის ადვოკატი. სუსთან შეკრული იყო მუდამ და ასეთივე “დამოუკიდებელი ექსპერტები” აუყვანა ამ საქმეშიც ოჯახს. მიუხედავად ამისა, აზრად არ მომსვლია, მასზე ან რამე მეთქვა, ან ის მეგულისხმა, რაც თვითონ ჩათვალა, რომ მას ეხება (რაც უკვე საეჭვოა). ბიძაშვილისშვილის ცხედრით ვაჭრობას მისნაირ ამორალურ ხამსაც კი ვერ დავაბრალებ. რაც შეეხება ოჯახის რეაქციას: ნიკოლაძე ტყუის და ზოგადად სულ სპეკულირებს, თითქოს გამოხატავს ოჯახის პიზიციას. ამას გარდა, ასევ ატყუებს ოჯახს, როცა არწმუნებს, რომ საქმე გახსნილია. მანვე დაარწმუნა ოჯახი, ცხედარი არ ენახათ, შესაბამისად არ ცოდნოდათ რა ტრამვები აქვს მიყენებული. ისვე გვარწმუნებს, რომ ცხედარს დაზიანებები არა აქვს, რაც ასევე ტყუილია. ისვე ამტკიცებს, რომ ფეხის დაცდენის და დახრჩობის ვერსია სარწმუნოა – რაც სრული ბოდვაა. ისვე არწმუნებდა ოჯახს, რომ დღეში ათი მესიჯი მისდის შსს მინისტრისგან და გენპროკურორისგან, და ყველაფერი სწორად მიდის საქმეში. ამ ოჯახს სხვა ნათესავებიც ყავთ და მათგანაც ვიგებთ ამბებს, ბატონო ნიკოლაძე. თუ მართლა დავალებას არ ასრულებთ და მართლა ტრაგედიით მოვაჭრე არ ხართ (რასაც თქვენზეც კი ვერ დავიჯერებ), ბოდიში მოიხადეთ თქვენი სამარცხვინო სტატუსისთვის, რომელიც ეყრდნობა თქვენსავე აბსურდულ დასკვნას, თითქოს თქვენ გიგულისხმეთ რამეში (ისე, ფრიად უცნაური კია, რატომ დაინახეთ საკუთარი თავი) და საერთოდ: ამ მგლოვიარე კაცს, ამ სისულეების წერისთვის რომ გცალიათ, უკვე გულისამრევია, და საეჭვოც, იმავდროულად. კაცს საკუთარი გარდაცვლილი ნათესავის საქმეზე შეუსაბამობების აღმოჩენა და შეკითხვების დასმა რომ ანერვიულებს და აღიზიანებს, ის ან დებილია, ან გიჟია, ან ცხედრით მოვაჭრე. თვითონ აირჩიეთ ახლა, რომელი ხართ და კვლავ გირჩევთ, ბოდიში მოიხადეთ. და ბოლოს – პატივს ვცემ თქვენს ემოციას, მაგრამ სრულიად ფეხებზე მკიდია თქვენი პოზიცია. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ოჯახის თანადგომაც არ გვითხოვია, მათ თავისი ყოფნით. ამას გარდა, დამნაშავეებზე ხელის დაფარებაა ჩვენი ძირითადი ინტერესი და ეს სახელმწიფოს დანაშაულზე გადის და აქ ვერავის, ვერც დაზარალებულების აზრი ვერ იქნება გადამწყვეტი. ბავშვი მოკლეს, ხელისუფლება მკვლელებს ხელს აფარებს – სიმართლე ესაა და არა ის, რა სისულელეებსაც თქვენ ყვებით ეთერიდან ეთერში. იმის მაგივრად, მადლობა გვითხრათ, რომ საქმის შეუსაბამობებს ვიკვლევთ, გულისამრევ პასკვილებს გვიძღვნით. გრცხვენოდეთ!”
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 week ago
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რომ შიშმა არ აიტანოს? ვისღა შეუძლია შეხედოს საგნებს – კარის სახელურს, მუყაოს ყუთს, ბოსტნეულის ტომარას – ისე, რომ არ წარმოიდგინოს მათზე შემოჯარული უხილავი, უკვდავი, უსიცოცხლო, ჯამისებრი საწოვარებით დაწინწკლული ბურთულები, რომლებიც ჩვენს ფილტვებზე მიმაგრებას ელიან? ნამდვილი შიშის გარეშე ვისღა შეუძლია იფიქროს უცხო ადამიანის კოცნაზე, ავტობუსში ასვლაზე ან ბავშვის სკოლაში გაშვებაზე? ვისღა შეუძლია რისკების გამოთვლის გარეშე იფიქროს ყოველდღიურ სიამოვნებაზე? რომელი ჩვენგანი არ არის ცრუ ეპიდემიოლოგი, ვიროლოგი, სტატისტიკოსი და წინასწარმეტყველი? რომელი მეცნიერი ან ექიმი არ ლოცულობს ფარულად სასწაულისთვის? რომელი მღვდელი არ ემორჩილება – ფარულად მაინც – მეცნიერებას? და თუნდაც ვირუსის გავრცელების ფონზე, ვინ არ ააღელვა დიდ ქალაქებში ჩიტების ჭიკჭიკის გაძლიერებულმა ხმამ, გადასასვლელებზე ფარშევანგების ცეკვამ და დადუმებულმა ზეცამ? მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 50 ათასზე მეტი ადამიანი. შესაძლოა ასობით ათასი ან უფრო მეტი კიდევ დაინფიცირდეს. ვირუსი თავისუფლად გადაადგილდა სავაჭრო გზებთან და საერთაშორისო კაპიტალთან ერთად, და მისმა თანმხლებმა საშინელმა ავადმყოფობამ ადამიანები თავიანთ ქვეყნებში, ქალაქებსა და სახლებში გამოკეტა. თუმცა კაპიტალის მოძრაობისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გავრცელებისკენ ისწრაფვის და არა მოგებისკენ. მან გაუაზრებლად, გარკვეული დოზით დინებას მიმართულება შეუცვალა. მასხრად აიგდო საიმიგრაციო კონტროლი, ბიომეტრია, ციფრული კონტროლი და სხვა ნებისმიერი სახის მონაცემთა ანალიზი. ჯერჯერობით ყველაზე მეტად გავრცელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ძლიერ ქვეყნებში, მწყობრიდან გამოიყვანა კაპიტალიზმის ძრავა. შესაძლოა, დროებით, მაგრამ საკმაო დროით იმისთვის, რომ მისი ნაწილები შევისწავლოთ, რათა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ, მისი შეკეთება გვირჩევნია, თუ უკეთესი ძრავის ძიება. სამთავრობო პირები, რომლებიც პანდემიის მართვას ხელმძღვანელობენ, გატაცებით საუბრობენ ომზე. ისინი „ომს“ როგორც მეტაფორას კი არა, პირდაპირი გაგებით იყენებენ. და ეს მართლაც რომ ომი იყოს, ვინ მოემზადებოდა აშშ-ზე უკეთ? წინა ხაზის მებრძოლებს ნიღბებისა და ხელთათმანების ნაცვლად – იარაღები, „ჭკვიანი ბომბები“, ბუნკერის ასაფეთქებლები, წყალქვეშა ნავები, რეაქტიული გამანადგურებლები და ატომური ბომბები რომ სჭირდებოდეთ, იქნებოდა კი მათი დეფიციტი? ღამღამობით ნახევარი მსოფლიოს დაშორებით, ზოგიერთი ჩვენგანი ნიუ-იორკის გუბერნატორს გაუგებარი აღტაცებით უყურებს. თვალს ვადევნებთ სტატისტიკას და ვისმენთ ამბებს ამერიკის გადატვირთულ საავადმყოფოებზე, დაბალანაზღაურებად, მუშაობით გადამწვარ ექთნებზე, რომლებსაც ნიღბების ნაგვის ჩანთებისგან და ძველი საწვიმრებისგან დამზადება უწევთ, რომლებიც ყველაფერს რისკავენ ავადმყოფის დასახმარებლად. ვისმენთ ამბებს, როგორ ეცილებიან შტატები ერთმანეთს ვაჭრობაში სასუნთქი აპარატების მისაღებად; ვისმენთ ექიმების დილემის შესახებ, რომლებსაც უწევთ არჩევანი გააკეთონ, ვინ მიიღებს სასუნთქ აპარატს და ვის გაწირავენ სასიკვდილოდ. ჩვენ კი ჩვენთვის ვფიქრობთ, „ღმერთო ჩემო! ეს ამერიკაა!“ ტრაგედია არის უეცარი, ნამდვილი, მასშტაბური და ის ჩვენს თვალწინ იშლება. თუმცა ეს არ არის ახალი. ეს იმ მატარებლის მარცხია, წლების განმავლობაში რომ გზიდან ვარდებოდა. ვის აღარ ახსოვს ვიდეოები „გადაგდებულ პაციენტებზე“ – იმ ავადმყოფებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ საავადმყოფოს პერანგი ეცვათ, საჯდომი მოშიშვლებოდათ და რომლებსაც მალულად იშორებდნენ ქუჩის კუთხეში? საავადმყოფოების კარი ძალიან ხშირად დახურულა ამერიკის უიღბლო მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზული იყო მათი ავადმყოფობა ან როგორ იტანჯებოდნენ. ახლა მაინც აღარ ხდება ასე – რადგან ახლა, ვირუსის ხანაში ღარიბი ადამიანის ავადმყოფობამ შეიძლება მდიდრის ჯანმრთელობას ავნოს. და ახლა, ამ პერიოდშიც კი ბერნი სანდერსს, სენატორს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ხისტ კამპანიას ეწეოდა, თავისსავე პარტიაშიც კი თეთრი სახლისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. ჩემს ქვეყანაზე რაღა ვთქვა, ჩემს მდიდარ-ღარიბ ქვეყანაზე, ინდოეთზე – სადღაც ფეოდალიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, კასტურობასა და კაპიტალიზმს შორის გაჭედილზე, რომელსაც რადიკალი მემარჯვენე ინდუსი ნაციონალისტები მართავენ. დეკემბერში, სანამ ჩინეთი ვირუსს უჰანში ებრძოდა, ინდოეთის მთავრობას ასობით ათასი მოქალაქის საპროტესტო გამოსვლასთან უწევდა გამკლავება. მოქალაქეები მუსლიმთა წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებდნენ. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ინდოეთში 30 იანვარს დადასტურდა, დელი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა რესპუბლიკის დღის აღსანიშნავი აღლუმის საპატიო სტუმარმა, ამაზონის ტყის მშთანთქმელმა და COVID-ის უარმყოფელმა ჯაირ ბოლსონარომ [ბრაზილიის პრეზიდენტი]. თუმცა თებერვალში უამრავი საქმე იყო საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგში ვირუსის საკითხი დაეყენებინათ. თვის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ის მიიტყუეს იმ დაპირებით, რომ გუჯარათის შტატის სპორტულ მოედანზე მილიონიან აუდიტორიას დაახვედრებდნენ. ამ ყველაფერმა ბევრი დრო და ფული წაიღო. შემდეგ იყო დელის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები, რომელშიც პარტია ბჰარატია ჯანატა („ხალხის პარტია“) დამარცხებისთვის იყო განწირული, ძალისხმევის გაორმაგების მიუხედავად – მავნე, ყველაფრის მკადრებელი ინდუსნაციონალისტური კამპანიით. ეს კამპანია ფიზიკური ძალადობისა და „მოღალატეების“ ამოხოცვის მუქარით იყო გაჯერებული. ისინი მაინც დამარცხდნენ [ბჰარატია ჯანატა მეორე ადგილზე გავიდა]. ამიტომ ამ დამცირებაში ბრალდებული მუსლიმები უნდა დაესაჯათ. შეიარაღებული ინდუსი ვიჯილანტების ბრბომ დელიში, მუშათა კლასის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს შეუტია. მათ პოლიციაც უმაგრებდა ზურგს. გადაწვეს სახლები, მაღაზიები, მეჩეთები და სკოლები. საპასუხოდ იმ მუსლიმებმაც შეუტიეს, რომლებიც ამბის ასეთ განვითარებას ელოდნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. ათასობით ადამიანი ადგილობრივ სასაფლაოებზე მდებარე დევნილთა ბანაკებში გადასახლდა. ჯერ კიდევ დასახიჩრებული გვამებისგან ბინძურ, მყრალ საკანალიზაციო ქსელს ასუფთავებდნენ, როდესაც მთავრობის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს COVID-ის შესახებ და ინდოელთა უმეტესობამ პირველად გაიგო „ხელის სანიტაიზერის“ შესახებ. მარტის თვეც დატვირთული იყო. პირველი ორი კვირა დაეთმო ცენტრალურ შტატში, მადჰია-პრადეშში მთავრობის კონგრესს და „ხალხის პარტიის“ მთავრობის დანიშვნას. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ კორონა „ჯანმრთელობისთვის არ არის საგანგაშო“. საბოლოოდ, 19 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ერს მიმართა. ბევრი არ უვარჯიშია. მან უბრალოდ საფრანგეთისა და იტალიის სტრატეგიები მიითვისა. გაგვაფრთხილა „სოციალური დისტანცირების“ საჭიროებაზე (ეს მარტივი გასაგებია საზოგადოებისთვის, რომელიც ასე ღრმად არის ჩაფლული კასტურ წყობაში) და 22 მარტიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მთავრობა კრიზისის დროს, თუმცა ხალხს სთხოვა, გამოსულიყვნენ აივნებზე და ჯანდაცვის მუშაკებთან მისასალმებლად ქვაბებსა და ტაფებზე დაეკრათ. პრემიერ-მინისტრს იმ დრომდე არც კი ეხსენებინა, ინდოეთი რომ კვლავ ეწეოდა დამცავი და სასუნთქი აღჭუღვილობების ექსპორტს. ნაცვლად იმისა, რომ ეს აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამედიცინო პერსონალისთვის შემოენახათ. გასაკვირი არც იყო, ნარენდა მოდის [პრემიერ-მინისტრის] წინადადებას დიდი ენთუზიაზმით რომ შეხვდნენ. ურტყამდნენ ქვაბებს, ცეკვავდნენ და აწყობდნენ პროცესიებს. მთლად სოციალური დისტანცირებაც არ გამოვიდა. მომდევნო დღეებში კი კაცი წმინდა ძროხის ნაკელის გროვაში ჩახტა, ხოლო „ხალხის პარტიის“ მხარდამჭერებმა ძროხის შარდის სმის წვეულებები გამართეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ყოვლისშემძლე [ღმერთი] იყო პასუხი ვირუსისთვის და მორწმუნეებს მეჩეთებში შეკრებისკენ მოუწოდა. 24 მარტს, საღამოს 8 საათზე მოდი ტელეკრანზე ისევ გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ მთელი ინდოეთი მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაერთვებოდა. მისივე თქმით, იზღუდებოდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ისიც დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის უხუცესი. ვის შეუძლია გადაწყვიტოს, რომ 1.38-მილიარდიანი სრულიად მოუმზადებელი მოსახლეობა თვითიზოლაზიაში გადავიდეს? თან ისე, რომ ამის შესახებ 4 საათით ადრე ატყობინებ. მან ეს მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, მთავრობას კი ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგებთან გამკლავება მოუწევს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოიაზრებს მტრულ ძალად, რომელსაც თავს მოულოდნელად უნდა დაესხა და არასდროს ენდო – მისი მეთოდები სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. და ვიყავით თვითიზოლაციაში. ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი და ეპიდემიოლოგი ამ ნაბიჯს მიესალმა. შეიძლება, ისინი თეორიულად მართლები არიან. თუმცა, ცხადია, არცერთ მათგანს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს დამღუპველ რამეს – გეგმის არქონას. ან მზაობას, ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდ, სადამსჯელო იზოლაციას, რომელიც ბოლოს დასახული მიზნების სრულიად საპირისპირო მოვლენად იქცა. კაცმა, რომელსაც სეირის ყურება უყვარს, თვითონვე შექმნა ყველა სეირის სეირი. სანამ შეშფოთებული მსოფლიო აკვირდებოდა, ინდოეთმა ყველა თავისი სირცხვილი გამოააშკარავა – სისასტიკე, სტრუქტურულობა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, გაუხეშებული ინდიფერენტულობა ტანჯვის მიმართ. იზოლაციამ იმ ქიმიური ექსპერიმენტივით იმუშავა, დამალულ ნივთიერებებს რომ ამჟღავნებს. მაღაზიების, რესტორნებისა და სამშენებლო ინდუსტრიის დახურვასთან ერთად, მდიდარი და საშუალო კლასი გალავანშემორტყმულ დასახლებებში გამოიკეტა. ჩვენმა ქალაქებმა და მეგაქალაქებმა კი მუშათა კლასის თავიდან მოცილება დაიწყო. მიგრანტ მუშებს წანაზარდებივით იშორებდნენ. ბევრი მათგანი დამსაქმებელმა ან მიწათმფლობელმა გაიყვანა ქალაქიდან. ხოლო რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად ჩანდა, საკუთარ სოფლებამდე ფეხით მსვლელობა დაიწყო მილიონობით ღატაკმა, მშიერმა, მწყურვალმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა, კაცმა, ქალმა, ბავშვმა, სნეულმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, მათ, ვისაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა. ისინი დღეების განმავლობაში მიაბიჯებდნენ ასობით კილომეტრით დაშორებულ ბადაუნისკენ, აგრასკენ, აზამგარჰისკენ, ალიგარჰისკენ, ლუქნავისკენ, გორაკჰპურისკენ. ზოგიერთი მათგანი გზაში დაიღუპა. მათ იცოდნენ, რომ შინ ბრუნდებოდნენ, რათა შიმშილი დაეოკებინათ. ალბათ ისიც იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ვირუსის გადამტანი ყოფილიყვნენ და ოჯახის წევრებისთვის, მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის გადაედოთ. თუმცა მათ საშინლად სჭირდებოდათ სიახლოვის ნამცეცი, საკვებივით სჭირდებოდათ – თუ სიყვარულივით არა – თავშესაფარი და ღირსების გრძნობა. სანამ მიდიოდნენ, ზოგიერთს კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო სასტიკად უსწორდებოდა და ამცირებდა პოლიცია. ბიჭებს ქუჩაში ხტუნვასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ. ქალაქ ბარელისთან კი ადამიანები შეაჯგუფეს და ქიმიური სპრეი გადაასხეს. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ ვირუსის გავრცელების შიშით შტატების შესასვლელები ქვეითებისთვისაც ჩაკეტა. ადამიანები, რომლებიც დღეების განმავლობაში სახლებისკენ მიიწევდნენ, შეაჩერეს და აიძულეს ქალაქების იმ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ასევე იძულებით წამოვიდნენ. ხანდაზმულებს 1947 წლის გადასახლების მოგონებები გაუცოცხლდათ, როდესაც ინდოეთი გაიხლიჩა და პაკისტანი დაიბადა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლანდელი გამოსვლა [ბიბლ.] არა რელიგიამ, არამედ კლასობრივმა დაყოფამ განაპირობა. თუმცა ისინი ინდოეთის უღარიბეს ადამიანებს არ წარმოადგენდნენ. მათ სამსახური მაინც ჰქონდათ (აქამდე მაინც) ქალაქში და სახლი, სადაც დაბრუნდებოდნენ. უსამსახურონი, უსახლკარონი და უიმედონი ისევ იქ რჩებოდნენ, სადაც აქამდე იყვნენ – ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც დიდ გაჭირვებას ამ ტრაგედიამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ფესვი გადგმული. ამ კოშმარული დღეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტ შაჰი საჯაროდ მაინც არ გამოჩენილა. როცა დელიში მსვლელობა დაიწყო, ღაზიპურამდე მისასვლელად იმ ჟურნალის პრესბარათი გამოვიყენე, რომლისთვისაც რეგულარულად ვწერ. ბიბლიური სცენა იყო. ან შეიძლება არც იყო. ბიბლია ვერ წარმოიდგენდა ადამიანების ასეთ სიმრავლეს. ფიზიკური დისტანცირების მიზნით გამოცხადებულმა თვითიზოლაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო – წარმოუდგენელი მასშტაბის ფიზიკური სიმჭიდროვე. ინდოეთის ქალაქებშიც კი ეს არის სინამდვილე. მთავარი ქუჩები შეიძლება ცარიელი იყოს, მაგრამ ღარიბები გამოკეტილნი არიან ბარაკებში, ჯურღმულებსა და ქოხმახებში. მსვლელობაში მონაწილეთაგან ვისაც ვესაუბრე, ყველა ღელავდა ვირუსის გამო. თუმცა ის ამ ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად რეალური, ნაკლებად ხელშესახები იყო, განსხვავებით მოსალოდნელი უმუშევრობისგან, შიმშილისა და პოლიციის ძალადობისგან. ყველა იმ ადამიანს შორის, ვისაც გავესაუბრე (მათ შორის ერთი კვირით ადრე ანტიისლამურ თავდასხმებს გადარჩენილ მუსლიმი მკერავების ჯგუფს), ერთი კაცის სიტყვებმა განსაკუთრებით ამაღელვა. ის დურგალი იყო, მარჯიტი ერქვა და გორახპურამდე, ნეპალის საზღვრის მახლობლად განეზრახა მისვლა. „იქნებ, როცა ბატონი მოდი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ჩვენ შესახებ არვინ არაფერი უთხრა. იქნებ მან ჩვენზე არ იცის?“, – თქვა მან. ეს „ჩვენ“ დაახლოებით 460 მილიონი ადამიანია. შტატების ადგილობრივმა მთავრობებმა (აშშ-ის მსგავსად) მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს კრიზისის დროს. სავაჭრო გაერთიანებები, კერძო პირები და სხვადასხვა კოლექტივი საკვებსა და განსაკუთრებით საჭირო პროდუქტებს არიგებდნენ. ცენტრალური მთავრობა კი აუჩქარებლად პასუხობდა ადგილობრივ ხელისუფლებათა სასოწარკვეთილ თხოვნებს ფულად სახსრებზე. ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნულ ფონდს არ გააჩნია ხელმისაწვდომი მზა თანხა. ამის ნაცვლად, კეთილისმსურველთა ფული როგორღაც ახალ ამოუცნობ ფონდში PM-CARES-ში გადაუტანიათ. წინასწარ შეფუთულმა საკვებმაც დაიწყო გამოჩენა, შეფუთვებზე პრემიერ-მინისტრის სახე იყო გამოსახული. ამ ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა იოგა ნიდრას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი, საოცნებო სხეულის მქონე თავისივე პროტოტიპი იოგას მოძრაობებს ასრულებს, რათა ხალხს თვითიზოლაციის სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს. ნარცისიზმი ძალზედ შემაწუხებელია. შეიძლება, ერთ-ერთი ასანა [იოგას პოზა] სათხოვარი ასანა იყოს, რომლის მეშვეობითაც პრემიერი მოდი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვს: დაგვრთოს ნება, რომ დავარღვიოთ ის პრობლემური შეთანხმება Rafale-ის რეაქტიულ გამანადგურებლებზე [ინდოეთის მთავრობამ საფრანგეთისგან 7,8 მილიარდ ევროდ 36 ახალი საბრძოლო ხომალდი შეისყიდა] და ის 7,8 მილიარდი ევრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო ღონისძიებებს მოვახმაროთ მილიონობით მშიერი ადამიანის დასახმარებლად. ფრანგებიც უეჭველად გაგვიგებენ. თვითიზოლაციის მეორე კვირას მომარაგების ჯაჭვი წყდება, წამლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის მარაგები თავდება. ათასობით სატვირთოს მძღოლი ცოტაოდენი საკვებითა და წყლით შუა გზაშია მიტოვებული. მოსამკელად გამზადებული თავთავები ნელ-ნელა ლპება. დგას ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. კორონავირუსის ამბავი მეინსტრიმულმა მედიამ ერთხმად გადააქცია 24-საათიან, ტოქსიკურ ანტიმუსლიმურ კამპანიად. „სუპერგამავრცელებელი“ აღმოჩნდა ორგანიზაცია Tablighi Jamaat. ისინი ინფორმაციას მუსლიმთა სტიგმატიზებისა და დემონიზების მიზნით ავრცელებდნენ. ზოგადი რიტორიკა კი ისეთი იყო, თითქოს მუსლიმებმა შექმნეს ვირუსი და გაავრცელეს, როგორც ჯიჰადის ფორმა. Covid-ის კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის. ან არ არის. არ ვიცით. თუ/როდესაც ეს კრიზისი დადგება, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ არსებული ცუდი წინასწარგანწყობები რელიგიის, კასტისა და კლასის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდება. დღეს (2 აპრილს) ინდოეთში კორონავირუსის თითქმის 2 000 დადასტურებული შემთხვევა და 58 გარდაცვლილია. ცხადია, ეს მონაცემები სანდო არც არის, რადგან ის, სამწუხაროდ, ტესტების უმნიშვნელო რაოდენობას ემყარება. ექსპერტთა მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი მილიონობით ინფიცირებულს წინასწარმეტყველებს. სხვები ფიქრობენ, რომ დანაკარგი გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ შეიძლება ვერასდროს დავინახოთ კრიზისის კონტურები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შემოგვიტევს. რაც ვიცით, ის არის, რომ ჯერ საავადმყოფოებზე მოთხოვნა არ გაზრდილა. ინდოეთის სახელმწიფო ჰოსპიტლები და კლინიკები ვერ უმკლავდებიან მილიონამდე ბავშვს, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან დიარეის, საკვების უკმარისობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. ვერ უმკლავდებიან ტუბერკულიოზით დაავადებულ ასობით ათას პაციენტს (მსოფლიოში დაავადებულთა მეოთხედი), ანემიურ და კვების უკმარისობით დასუსტებულ პოპულაციას, რომლისთვისაც ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს – აქ ისეთ კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან, როგორიც ამერიკასა და ევროპაშია. მთელი ჯანდაცვა მეტ-ნაკლებად შეჩერებულია, რადგან საავადმყოფოები ვირუსთან ბრძოლაზე გადაერთნენ. ინდოეთის სამედიცინო დისციპლინების ლეგენდარული ინსტიტუტის ტრავმის ცენტრი დახურულია. კიბოთი დაავადებული ასობით პაციენტი კი, რომლებიც საავადმყოფოს გზებზე ცხოვრობენ, ნახირივით გაფანტულა. მათ „კიბოს დევნილების“ სახელით იცნობენ. ადამიანები დაავადდებიან და სახლებში დაიხოცებიან. ჩვენ მათი ამბავი შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. ისინი შეიძლება სტატისტიკადაც კი ვერ იქცნენ. ჩვენ მხოლოდ იმედიღა გვრჩება, რომ ის მკვლევრები, რომელთა აზრითაც, ვირუსს ცივი ამინდი მოსწონს, არ ცდებიან (თუმცა სხვა მკვლევრებს ამაში ეჭვი ეპარებათ). ასე ძლიერად, ასე ირაციონალურად ხალხს არასოდეს უნატრია მწველი, სასტიკი ინდური ზაფხული. რა არის ეს, რაც ჩვენ დაგვემართა? კი, ვირუსია. მას არ გააჩნია მორალური ღირებულება. თუმცა ის ნამდვილად ვირუსზე მეტია. ზოგიერთს სწამს, რომ ეს უფლის გზაა ჩვენს აზრზე მოსაყვანად. ზოგიერთის აზრით, ეს ჩინური კონსპირაციაა, რათა მსოფლიოზე ბატონობა შეძლონ. #პოლიტიკა #პანდემია #კრიზისი
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 month ago
პიერ პაოლო პაზოლინი - მე ვიცი
მე ვიცი მათი სახელები, ვინც პასუხისმგებელია სახელმწიფო გადატრიალებაზე (თუმცა, სინამდვილეში ეს “სახელმწიფო გადატრიალებათა” მთელი სერიაა, რომელიც ხელისუფლების დაცვის ერთგვარ სისტემადაც კი ჩამოყალიბდა). მე ვიცი, ვისი ნახელავია 1969 წლის 12 დეკემბრის აფეთქება მილანში. მე ვიცი 1974 წლის დასაწყისში ბრეშასა და ბოლონიაში მომხდარი ტერაქტების ავტორთა სახელები. მე ვიცი მათი სახელები, ვინც ამ ყველაფერს მართავდა. ყველას სახელი ვიცი: ძველი ფაშისტების, სახელმწიფო გადატრიალების სულისჩამდგმელების, პირველი ტერაქტების მომწყობი ნეო-ფაშისტებისაც და ბოლოდროინდელი აფეთქებების ფიზიკური შემსრულებლებისაც. მე ვიცი მათი სახელები, ვინც დაძაბულობის ორ განსხვავებულ, უფრო სწორად, ურთიერთდაპირისპირებულ ფაზას მართავდა: ანტიკომუნისტურს (მილანი, 1969) და ანტიფაშისტურს (ბრეშა და ბოლონია, 1974). მე ვიცი მათი სახელები, ვისაც ძალაუფლების სადავეები უჭირავს, ვინც, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელშეწყობით (შემდეგ კი მაფიოზი ბერძენი პოლკოვნიკების დახმარებით) ჯერ ანტიკომუნისტური ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო (რომელშიც სამარცხვინოდ დამარცხდა) 1968 წლის ტალღის შესაკავებლად, შემდეგ კი, კვლავ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შთაგონებითა და შემწეობით, ანტიფაშისტური უმანკოება აღიდგინა, რომ როგორმე დაეხშო რეფერენდუმზე (იგულისხმება 1974 წლის 12 მაისის ცნობილი რეფერენდუმი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებისა და მემარჯვენე ძალების ოთხწლიანი მცდელობის შემდეგ ჩატარდა 1970 წელს მიღებული “განქორწინების კანონის” გაუქმების მიზნით. რეფერენდუმი ჩავარდა: იტალიის მოსახლეობამ უარი კანონის გაუქმებაზე. – მთარგმ. შენ.) მომხდარი კატასტროფა. მე ვიცი მათი სახელები, ვინც, წირვასა და წირვას შორის სახელდახელოდ გამომცხვარი განკარგულებებით პრაქტიკულად უზრუნველყოფდა ძველი გენერლების პოლიტიკურ უსაფრთხოებას (ისე, ყოველი შემთხვევისთვის, სათადარიგოდ, პოტენციური სახელმწიფო გადატრიალების საყრდენი ბირთვის შესანარჩუნებლად); ვინც ხელს აფარებდა ახალგაზრდა ნეოფაშისტებს, უფრო სწორად, ნეონაცისტებს (ანტიკომუნისტური დაძაბულობის შესაქმნელად კონკრეტულ მომენტში) და ბოლოს, ვინც მფარველობდა ჩვეულებრივ, უსახელო კრიმინალებს, ვინც დღესაც იცავს მათ და ალბათ მუდამ დაიცავს (ანტიფაშისტური დაძაბულობის შესაქმნელად მომავალში). მე ვიცი მნიშვნელოვანი ადამიანების სახელები, რომლებიც ისეთ უსუსურ, კომიკურ ტიპებს ეფარებიან, როგორიც სატყეო პოლიციის გენერალი იყო, ოპერეტის პერსონაჟივით რომ ფაციფუცობდა ჩიტადუკალეში (მაშინ, როცა იტალიის ტყეებს ცეცხლი ეკიდა), ან ისეთ უსახურ, არაფრისმთქმელ, წმინდად ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე ტიპებს, როგორიცაა გენერალი მიჩელი. მე ვიცი იმ მნიშვნელოვანი ადამიანების სახელები, ტრაგიკული ახალგაზრდების ზურგს რომ ეფარებოდნენ, ნორჩ გოგო-ბიჭებს, რომლებმაც შემზარავი ფაშისტური თვითმკვლელობა არჩიეს სიცოცხლეს; ვიცი, ვინც იმალება ჩვეულებრივი კრიმინალების, სიცილიელებისა თუ სხვების, უკან, წვრილფეხა ავაზაკების, დაქირავებული მკვლელების უკან. ყველას ვინაობა ვიცი, ვიცი მათი სახელები, ვიცი ფაქტები (თავდასხმებსა და ტერორისტულ აქტებზე), რომლებშიც მათ მიუძღვით ბრალი. ვიცი. მაგრამ ვერ ვამტკიცებ. სამხილებიც კი არ მაქვს. ვიცი, რადგან ინტელექტუალი ვარ, მწერალი, რომელიც ცდილობს, თვალი ადევნოს ყველაფერს, რაც მის ირგვლივ ხდება, იცოდეს ყველაფერი, რაზეც წერს, წარმოიდგინოს ის, რაც საზოგადოებისთვის უცნობია, რაზეც არავინ ლაპარაკობს; ინტელექტუალი, რომელიც ცდილობს, ძველი მოვლენები დაუკავშიროს ერთმანეთს, დაფანტული, დაქუცმაცებული ფაქტებით შეაკოწიწოს ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკური სურათი; ლოგიკა შეიტანოს იქ, სადაც ბუნდოვანება, სიგიჟე, გაუგებრობა გამეფებულა. ეს ყველაფერი ჩემი ხელობის, ჩემი პროფესიული ინსტინქტის ნაწილია. და არა მგონია, ვცდებოდე. არა მგონია, ჩემი მოსაზრებები “რომანის სიუჟეტი” იყოს და მეტი არაფერი, არა მგონია, შორს იყოს რეალობისგან. არ მგონია, ჩემი ეჭვები კონკრეტულ ფაქტებსა და ადამიანებზე უსაფუძვლო იყოს. მჯერა, რომ ბევრმა სხვა ინტელექტუალმა და მწერალმაც იცის ის, რაც მე ვიცი, როგორც ინტელექტუალმა და მწერალმა. არც ისეთი რთულია სიმართლის დადგენა იმაზე, რაც 1968 წლის შემდეგ მოხდა იტალიაში. ეს სიმართლე მხოლოდ წარმოსახვასა და ფიქციაში როდი აისახება, ისეთში, როგორიც ჩემი პროფესიაა: ეს სიმართლე – და ეს აბსოლუტური სიზუსტით იგრძნობა – კონკრეტულ პოლიტიკურ და ჟურნალისტურ ქმედებებში ირეკლება. უკანასკნელი მაგალითი: ცხადია, რომ სიმართლე უნდა თქმულიყო კორიერე დელა სერას რედაქტორის სვეტში 1974 წლის 1 ნოემბერს. იქნებ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს მაინც ჰქონდეთ მტკიცებულებები. თუ მტკიცებულებები არა – სამხილები მაინც. პრობლემა ისაა, რომ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებებს და სამხილებს ალბათ, ალბათ კი არა, უეჭველად, ფლობენ, დამნაშავეებს არ ასახელებენ. მაშ, ვისი მოვალეობაა სახელების თქმა? ალბათ მისი, ვისაც გამბედაობაც ჰყოფნის და არც ხელისუფლებასთან ალიანსით გაუსვრია საკუთარი თავი, ვინც სუფთაა და თან დასაკარგიც არაფერი აქვს: ინტელექტუალს. ინტელექტუალს თავისუფლად შეუძლია დამნაშავეთა დასახელება, მაგრამ მას არც მტკიცებულებები გააჩნია და არც სამხილები. ხელისუფლებამ, მისმა მოკავშირეებმა და მათაც კი, ვინც უშუალოდ არ ზის ხელისუფლებაში, თავისუფალ ინტელექტუალს არანაირი საშუალება არ მისცეს, რომ მტკიცებულებები და სამხილები ჰქონოდა. შეიძლება ვინმე შემედავოს, მითხრას, რომ როგორც ინტელექტუალსა და მწერალს, მეც შემეძლო, შემეღწია პოლიტიკის სამყაროში (ხელისუფლებაში, ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ წრეებში), გავრეულიყავი მასში და ასე მომეპოვებინა საკუთარი უფლება (ალბათ ამის დიდი შანსიც მექნებოდა), მეც მქონოდა მტკიცებულებები და სამხილები. ვუპასუხებდი, რომ ეს სრულიად შეუძლებელია, რადგან სწორედ ეს – რომ პოლიტიკის სამყაროში გარევაა ჩემთვის მიუღებელი – მაძლევს პოტენციურ ინტელექტუალურ გამბედაობას, სიმართლე ვთქვა, ანუ დამნაშავეები დავასახელო. ინტელექტუალური გამბედაობა და პოლიტიკური საქმიანობა იტალიაში ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ცნებებია. ჩვენში ინტელექტუალს – რომელიც სულით ხორცამდე სძულს მთელ იტალიურ ბურჟუაზიას – ძალად აწებებენ ვითომ ამაღლებულ და კეთილშობილ, სინამდვილეში კი დამამცირებელ მოვალეობას: ილაპარაკოს მხოლოდ მორალურ და იდეოლოგიურ პრობლემებზე. და თუ ის ამ ფუნქციას გაემიჯნება, საკუთარი მოვალეობის ღალატს აბრალებენ: მაშინვე აყვირდებიან (თითქოს სწორედ ამას ელოდნენ) “მრწამსის ღალატზე”. პოლიტიკოსებსა და ხელისუფალთ ხომ მეტიც არ უნდათ. მაგრამ არსებობს არა მხოლოდ ხელისუფლება: არსებობს ხელისუფლების ოპოზიციაც. იტალიაში ეს ოპოზიცია იმდენად მრავალრიცხოვანი და ძლიერია, რომ თავადაც სერიოზულ ძალას წარმოადგენს: ცხადია, იტალიის კომუნისტურ პარტიას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, დღეს ოპოზიციაში ასეთი მასშტაბის პარტიის არსებობა იტალიისა და მისი უსუსური დემოკრატიული ინსტიტუტების ხსნაა. იტალიის კომუნისტური პარტია სუფთა ადგილია ბინძურ სამყაროში, პატიოსანი – უნამუსოში, გონიერი – რეგვენებში, განათლებული – უბირთა შორის, ჰუმანისტური სივრცე კონსუმერიზმის მორევში. ამ ბოლო წლებში იტალიის კომუნისტურ პარტიას (ვგულისხმობ “მმართველების, უბრალო წევრებისა და ამომრჩევლების კომპაქტურ ერთიანობას”) და დანარჩენ იტალიას შორის ერთგვარი ორმხრივი ურთიერთობა დამყარდა. იტალიური კომუნისტური პარტია მართლა იზოლირებულ ქვეყნად, კუნძულად იქცა და სწორედ ამიტომ მას დღეს (ისე, როგორც არასდროს აქამდე) შეუძლია, მჭიდრო კავშირი ჰქონდეს რეალურ ხელისუფლებასთან: კორუმპირებულთან, გახრწნილთან, დეგრადირებულთან. ეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობას უფრო ჰგავს. სინამდვილეში ეს ორი მორალი სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან, ზოგადადაც და კონკრეტულ გამოვლინებებშიც. სწორედ ამ საძირკველზე შეიძლება იმ რეალური “კომპრომისის” წარმოდგენა, რომელიც ალბათ სრული გახრწნისაგან იხსნიდა იტალიას: “კომპრომისი”, რომელიც სინამდვილეში ორი მოსაზღვრე ქვეყნის “მოკავშირეობა” იქნებოდა; უფრო სწორად, ორი ქვეყნისა, რომელთაგან ერთი მეორეში მდებარეობს. მაგრამ რაც კომუნისტურ პარტიაზე დადებითი ვთქვი, სწორედ ისაა მისი უარყოფითი მხარეც. ქვეყნის ორ ქვეყნად გახლეჩა, რომელთაგან ერთი კისრამდე ჩაფლულია ხრწნასა და დეგრადაციაში, მეორე კი სუფთაა და არაკომპრომეტირებული, მშვიდობისა და კონსტრუქციულობის საწინდარი ვერ იქნება. გარდა ამისა, ისეთ სივრცეში, როგორიც მე აღვწერე (ვფიქრობ, ობიექტურად), ქვეყანა ქვეყანაში, ოპოზიციაც ძალაუფლებასთან იდენტიფიცირდება, სხვაგვართან, მაგრამ მაინც ძალაუფლებასთან. შესაბამისად, ამგვარი ოპოზიციის პოლიტიკური ფიგურებიც ისევე იქცევიან, როგორც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები. სხვაგვარად შეუძლებელიცაა. დღეს უკვე (და ეს უაღრესად დრამატულად ეხება თითოეულ ჩვენგანს) მათაც მიაკრეს ინტელექტუალს მათ მიერვე შეთითხნილი ფუნქცია და დანიშნულება. და თუ ინტელექტუალი ამ როლს – წმინდად მორალურსა და იდეოლოგიურს – არ შეასრულებს, აი ისიც (და ყველა რა ბედნიერია, როცა ამ სიტყვას ყვირის): მოღალატე! რატომ ხდება, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ფიგურები, თუ მათ აქვთ – და ალბათ აქვთ – მტკიცებულებები, ან სამხილები მაინც, არ ასახელებენ ნამდვილ დამნაშავეებს, ანუ პოლიტიკოსებს, სახელმწიფო გადატრიალებისა და ბოლო წლების შემზარავი ტერაქტების მომწყობებს? პასუხი მარტივია: ისინი იმიტომ არ ამბობენ სახელებს, რომ მიჯნავენ – ინტელექტუალისაგან განსხვავებით – პოლიტიკურ სიმართლეს პოლიტიკური ქმედებებისგან. და, მაშასადამე, ცხადია, ისინიც არასოდეს ჩაუგდებენ ხელთ მტკიცებულებებსა და სამხილებს ინტელექტუალს, რომელიც ხელისუფლების სამსახურში არ დგას: არც კი გაივლებენ ამას გონებაში, და ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუ კონკრეტულ ობიექტურ სიტუაციას გავითვალისწინებთ. ინტელექტუალმა უნდა განაგრძოს დაკისრებული მოვალეობის შესრულება და საკუთარი, კოდიფიცირებული საშუალებებით იმოქმედოს. კარგად ვიცი, ახლა იმის დრო არაა – ახლა, როცა იტალიის ისტორიაში სრულიად განსაკუთრებული მომენტი დგას – საჯაროდ გამოვუცხადო უნდობლობა იტალიის მთელ პოლიტიკურ კლასს. არც დიპლომატიური იქნება და არც მართებული. დიახ, დიპლომატიურობა და მართებულობა: უძლური ინტელექტუალი იძულებულია, სწორედ პოლიტიკის ამ კატეგორიებს ემსახუროს და არა – პოლიტიკურ სიმართლეს. და ვინაიდან დამნაშავეთა დასახელება არ შემიძლია, ვერ ვამბობ მათ სახელებს, ვისაც ბრალი მიუძღვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ტერორისტულ აქტებში (სწორედ ამიტომ და არა ამის სანაცვლოდ) არ შემიძლია, საჯაროდ გამოვუცხადო ჩემი უსუსური, მაგრამ სრული უნდობლობა იტალიის მთელ პოლიტიკურ კლასს, საჯაროდ დავდო მას ბრალი. იმიტომ, რომ მე მწამს პოლიტიკის, მწამს დემოკრატიის ზოგადი პრინციპების, მწამს პარლამენტის, მწამს პარტიების. ცხადია, ჩემებურ, განსხვავებულ ჭრილში, რომელიც არსებითად კომუნისტურია. მზად ვარ, უკან წავიღო საკუთარი ბრალდება (მეტსაც გეტყვით, ერთი სული მაქვს, როდის გავაკეთებ ამას), თუკი ერთი პოლიტიკოსი მაინც – არა იმიტომ, რომ “საჭიროა”, ანუ “ამის დრო დადგა”, არამედ იმიტომ, რომ გადაწყვეტს, თავად შექმნას ასეთი შანსი – ხმამაღლა წარმოთქვამს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ტერაქტებში დამნაშავეთა სახელებს, რომლებიც უეჭველად იცის, ისევე, როგორც მე; მაგრამ მას ხომ, ჩემგან განსხვავებით, შეუძლებელია, არ ჰქონდეს მტკიცებულებები, ან სამხილები მაინც. შესაძლებელია – თუ ამერიკა დაუშვებს ამას და ერთ მშვენიერ დღეს “დიპლომატიურად” გადაწყვიტს, სხვა დემოკრატიებსაც მისცეს იმის უფლება, რისი უფლებაც ამერიკულმა დემოკრატიამ მისცა საკუთარ თავს ნიქსონთან დაკავშირებით – ადრე თუ გვიან მაინც ითქვას დამნაშავეთა სახელები. და მაშინ გამოჩნდება, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ხელისუფლებასთან იყოფდნენ ძალაუფლების ბერკეტებს: ნაკლებად დამნაშავეები მეტად დამნაშავეებთან (და ისინი არაფრით იქნებიან მათ მიერ დასახელებულ დამნაშავეებზე უკეთესები). აი, ეს კი საბოლოო, ნამდვილი სახელმწიფო გადატრიალება იქნება.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
გიორგი გობრონიძე - “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად”
“ივანიშვილი პუტინის კაცია? არ ვიცი, თუმცა ფაქტია, კონგრესმენების ანგარიშში მსგავსი ჩანაწერი გაჩნდა. ვერც ერთი ლობისტური კომპანია ვერ შეძლებდა, რომ ასეთ დოკუმენტში უსაფუძვლო ბრალდება მოხვედრილიყო. პროვინციული ყვითელი პრესა ხომ არ არის, სადაც 150 დოლარის სანაცვლოდ ნებისმიერი სტატიის შეკვეთას შეძლებ?! როდესაც სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის ანგარიშში მსგავსი კითხვები და ეჭვები ჩნდება, ძალიან ცუდია და ჩვენს საგარეო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. არ ვიცი, რა ხდება საქართველოს ხელისუფლების კულუარებში, მაგრამ შორიდან ჩანს, რომ მოვლენების სათანადოდ აღქმის უნარი არა აქვთ. ჩვენ ახლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე არ ვლაპარაკობთ. ეს რომ სახელმწიფოს პოზიცია იყოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი აღარ იქნებოდა...” - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად” / “ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია“. “არ შეიძლება ამერიკა თავის სტრატეგიულ პარტნიორს რუსეთის მოკავშირეს უწოდებდეს, თუმცა “დაბალი რანგის” დოკუმენტში, ასეთი ჩანაწერი სიგნალია, რომ შესაძლოა ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის, იმიჯი უკვე შეირყა და მსგავსი ჩანაწერი შესაძლოა მალე მაღალი რანგის დოკუმენტშიც გაჩნდეს. ჩვენი ხელისუფლება რას ელოდება? აუცილებლად სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსად უნდა გაგვაკრიტიკოს, რომ ჯეროვანი რეაგირება მოვახდინოთ? აშშ-ის ელჩმა ორ საკითხს გაუსვა ხაზი - თქვა, რომ ეს არ არის ოფიციალური პოზიცია და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს. მეორე საკითხი ხაზგასმაა, რომ ამერიკის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ დიდია. შესაბამისად, დიდი რესურსიც აქვს აქ ჩადებული. ეს დახმარება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის და ცალმხრივი არ არის. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღირებულია და ამის შენარჩუნებისთვის ორივე მხარემ უნდა ვიმუშაოთ. ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია. დიპლომატიაში არსებული წესების მიხედვით, თუ მაღალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად გაქვს საქმე; თუ დაბალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, - არც ისე მნიშვნელოვანი ხარ - ერთიც ცუდია და მეორეც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე. “წარმოუდგენელია, მაგრამ დავუშვათ, ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის შესახებ “ნაციონალების” ლობისტების მუშაობის შედეგია. სად არიან ხელისუფლების ლობისტები? ქართული დიპლომატიური სამსახური, საელჩო რას აკეთებს? “ოცნებას” ხომ ყველაზე მეტი ფული აქვს და შეუძლია ლობისტურ საქმიანობაში მეტი ფული დახარჯოს? რა გამოდის, “ნაციონალურ პარტიას”, რომელსაც ფინანსებით რამდენჯერმე აღემატება, ლობისტების შერჩევაში ვერ ჯობნის?! სიმართლე ის არის, რომ საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ლობისტების მარკეტინგული პრომოუშენის საფუძველზე არ იღებენ. ასე რომ, სანამ იმას ვიტყვით, ვიღაცის ლობისტი რაღაცას აფუჭებსო, იქნებ დავფიქრდეთ... ლობისტებმა შეიძლება ბევრი რამ დაწერონ. მაგალითად, ის, რომ საქართველოში­ ადამიანების უფლებები ირღვევა, რომ პოლიტელიტა შეცდომებს უშვებს, მაგრამ იმის დაწერა, რომ ქვეყნის პირველი პირი ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევა და ქვეყანაში, რომელსაც მართავს, დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, განსხვავებული მოცემულობაა”, - განაგრძობს რესპონდენტი. “როდესაც ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, ხალხს ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭირს, როგორ შეიძლება მინისტრები ასე ლაპარაკობდნენ და აღიზიანებდნენ ხალხს? პირველი პირის ოჯახის წევრები სახალისო ვიდეოებს არ უნდა ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში... ხალხის გამხნევება ის იყო, ფუკუსიმას კატასტროფის შემდეგ იმპერატორი ფეხშიშველი რომ გამოვიდა ხალხის წინაშე და დაუჩოქა - მას არ უჩვენებია თავის ბაღში აყვავებული საკურა... ქვეყანაში იზრდება პოლარიზაციის ხარისხი, მმართველი გუნდი ან ვერ ართმევს თავს პროცესებს, ან არ ართმევს. შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ პროცესებს მიზანმიმართულად უწყობენ ხელს. იმედია, თავს ვერ ართმევენ საქმეს და მიზანმიმართულ ბოროტებასთან არა გვაქვს საქმე... ვფიქრობ, თუ საქართველოში ოდნავ მაინც არ გაჯანსაღდა სიტუაცია, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება და ჩვენი ხელისუფლება სხვა დონის დოკუმენტებს წაიკითხავს და სხვა დონის განცხადებებს მოისმენს”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “თუ არჩევნების შემდგომ დასავლელი მეგობრები, ხელისუფლების სათავეში ისევ მათგან არაერთგზის გაკიცხულ ძალას ნახავენ...” - პასუხობს: “მაშინ მოუწევს დასავლეთს თავისი პარტნიორის ჭკუაზე მოყვანა და არა მარტო სანქციებით. ვრცელი დისკუსიის საგანია, თუ როგორ მოჰყავთ ასეთი პარტნიორები ჭკუაზე. პარტნიორს ისე უნდა ელაპარაკო, რომ იძულებული გახადო შეასრულოს თავისი ვალდებულება. იმედია, საქმე აქამდე არ მივა. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არ არის ხელწამოსაკრავი თემა. ვაშინგტონს ჩვენს განვითარებასა და დაცვაში ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩადებული და ეს იოლიც არ იყო. ამიტომ, ცხადია, ამერიკა თავის ინტერესებს აუცილებლად დაიცავს”. “ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ამერიკის ინტერესების დაცვა დაუპირისპირდეს ჩვენს ინტერესებს. უპირველესად მათ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტი დემოკრატია სჭირდებათ. გარდა ამისა, ამერიკისთვის შავი ზღვის აუზში საქართველო უფრო და უფრო ღირებული ხდება თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ჩაკეტვით კასპიის ზღვის აუზის ხუთ ქვეყანას რუსეთის გვერდის ავლით დასავლურ ეკონომიკებში ინტეგრაციის თეორიული შანსიც აღარ ექნება და აპრიორი ამ რეგიონს რუსეთი და ჩინეთი გაიყოფენ. შესაბამისად, ამერიკა განდევნილი იქნება ცენტრალური აზიიდან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დავუპირისპირდით ამერიკულ ინტერესებს, როდესაც ანაკლიის პროექტი, რომელიც დიდ სიკეთეს გვიქადდა, დავბლოკეთ. მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად. ის პოსტსაბჭოთა ადამიანია - ისეთივე, როგორებიც არიან რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. დააკვირდით, რა განსხვავებულ მოცემულობაში ხდებიან მილიარდერები დასავლეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთში ადამიანი მილიარდს ვერ გამოიმუშავებს, მან საიდანღაც უნდა აიღოს. არავითარი ტექნოლოგიური ინოვაცია არ შეუქმნიათ, ისევე როგორც, მაგალითად, ილონ მასკს”, - ამბობს ექსპერტი. “შესაბამისად, არ იქნება სწორი, ივანიშვილს დავაბრალოთ, რომ სიღრმისეულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ თამაშებშია ჩაბმული. ის თავად არ არის პოლიტიკაში და ცდილობს ქვეყანა გარემოცვის საშუალებით მართოს, ეს გარემოცვა კი პანდემიას კარგად აკონტროლებს, მაგრამ დიპლომატიისა არაფერი გაეგება. ადამიანები, ვისი ხელითაც პოლიტიკას აკეთებს, დიდად ეფექტურები არ არიან. რა ამოძრავებს ამ ადამიანებს, იდეის ერთგულება? თუ გავიხსენებთ 2012 წლის შემოდგომას, თვალწინ წარმოგვიდგება დიდი აჯაფსანდალი: ლიბერალები, დემოკრატები, სოციალისტები, კონსერვატორები, “ნაციონალებიდან” პორტირებულები, ყოფილი არასამთავრობოები - რა იყო მათი მთავარი გამაერთიანებელი? ფული. აქედან გამომდინარე, ადამიანები მანამდე არიან მასთან, სანამ სარგებელს იღებენ. თუ ვინმე შედარებით პრეზენტაბელური ფიგურა იყო მის გუნდში, ყველა წავიდა. მაგალითად, კვირიკაშვილი, ადამიანი, რომელიც ამბობდა, 9 წელზე გამოკიდება არ არის სწორიო; ეს იყო ადამიანი, რომელიც გოიმსა და ძროხას არ უწოდებდა ოპოზიციონერს. მის დროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაფორმდა. მსგავსი ადამიანები აღარ ჰყავს ივანიშვილს, შესაბამისად, მისი გემი ჩასაძირად არის განწირული”, - დასძენს გიორგი გობრონიძე.
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 week ago
კაცი ვარ კაცური - კაცი არ ხარ ?
"კაცი ვარ კაცური" ! ანუ ორი ტერმინის ერთპიროვნული დამახინჯება ერთ წინადადებაში. დღევანდელი სტატია არ შეეხება არც ქალთა ჩაგვრას (იმის მიუხედავად, რომ ის არსებობს და არაერთხელ შევხებივარ), არც უფლებების გათანაბრებას და არც მსგავს საკითხებს, რაც აქამდე ბევრჯერ თქმულა, თუმცა, სამწუხაროდ ფურცელზევე დარჩენილა. დღეს ვსვამთ კითხვებს, რას ნიშნავს "კაცი კაცური", "კაცი ვარ და..." , "არ არის კაცური" და ბოლოს ჩემი ფავორიტი, "კაცი არ ხარ?" სანამ ამ კითხვებს გავცემთ პასუხს, ჯერ შევეცადოთ ამოვხსნათ რას ნიშნავს ეს ტერმინი და როდის მიიღო ასეთი ბუნდოვანი განმარტება, როდის დაკნინდა, როდის ასოცირდა ძალასთან და დომინაციასთან, თუმცა სხვებს კიარ დავაბრალოთ, როგორც გვჩვევია, საკუთარ თავს მოვთხოვოთ კითხვებზე პასუხი. მაშასადამე გავყვეთ: კაცი - ადამიანი (არა კაც კლაო რომ ამბობენ, ქალები კალითო კიარსად წერია) კაც - მა - კაცმან საქმე მოაგვაროს, ვეჭვ-ჭმუნვასა ესე სჯობდეს კაც - ს - კაცს რომ ფიქრი არა ჰქონდეს, შენი მტერი, რომ კაცის ყოფნა იქნებოდა წუთისოფელში: მაშინ ხომ ვეღარც ენა იენავებდა და დამუნჯდებოდა მთელი კაცობრიობა. კაც - ის - კაცის სიტყვა კანონია ! კაც- ით - კაცს რომ ფიქრი არა ჰქონდეს, შენი მტერი, რომ კაცის ყოფნა იქნებოდა წუთისოფელში: მაშინ ხომ ვეღარც ენა იენავებდა და დამუნჯდებოდა მთელი კაცობრიობა. კაც - ად - კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?, კაც - ო კაცო, გიყვარდეს! ცათ შთამომძახეს, როს მათ დამბადეს. როგორც ზემოთ დავინახეთ, ტერმინი კაცი საკუთარ არსში მოიცავს, მებრძოლს, ჰუმანისტს, ჭკვიანს, გონიერს, განათლებულს - ადამიანს - ზემოთ მოყვანილი ფრაგმენტები ადამიანის რაგვარობას უსვამს ხაზს და ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა, ამ ტერმინით სქესის აღნიშვნა. თითქოს არაფერია, რა მნიშვნელობა აქვს, დედა-კაციც ხომ არსებობს, თუმცა საზოგადოებაში და მის ცნობიერში ამ საქციელით თავიდანვე, ცალსახად გამოჩნდა მამაკაცის დომინაცია. ენა ქვეყნის კულტურის და ადამიანის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მასზე, თუმცა დღეს საუბარს ამ მიმართულებით არ წავიყვან, ახლა ისმის კითხვა, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე. კაცია ადამიანი?! ფიქრიანია, ჭკვიანია, გონიერია, ჰუმანურია, მებრძოლია თუ თავგანწირული ? აქაც კი, მაგრამ უფრო არა. იმ თაობაში, სადაც მე გავიზარდე, მოდაში იყო "ძლიერა" ბიჭების კულტი, რომელთათვისაც სირცხვილი იყო მასწავლებლის პატივისცემა, კითხვა, საკონტროლოს წერა, მოდაში იყო გოგოების აფთიაქში "ლირიკაზე" გაგზავნა, შავი ბენსიმონები, ჩხუბები, სადაც 2-40 წინააღმდეგ იყო, მაგრამ ამ ორმა თავი გადაირჩინა, თუ დასარტყამია დაარტყი, თუ მოსაკლავია მოკალი, კაცი არ ხარ? ფხიზელი ხარ? რატომ ? გაკვეთილი ჩააბარე ? გაგიჟდი ? დედიკომ ყური ხო არ აგიწია ? იცი გოგოებს რატომ არ მოსწონხარ, აი შენი იმედი არ აქვთ, ქალი კაცში ყოველთვის პატრონს ეძებს ! წამო, ვითამაშოთ, აბა ეხლა მუშაობა და ვიღაცის მონობა მე არ შემიძლია, ბიზნესს გავხსნი და ფეხს-ფეხზე შემოვიდებ. (აქ უდიდეს გავლენას ახდენს კლასობრივი ჩაგვრა, რომელიც სულ არსებობდა და ყველა საზოგადოებაში ტოვებდა კვალს. შემოდის ცვლადი, "განმათავისუფლებელი" პოლიტიკის, კონსიუმერიზმის და "ბიზნესშია თავისუფლება, შენც შეგიძლია გახდე ძლიერი, მთავარია ეს გზა აირჩიო" და მსგავსი სექტანტური გამოხტომები, რომლებიც რეალურად კავშირში არ არის ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობასთან) ასეთ სიმახინჯეებს არა იმდენად ეს ადამიანები, რამდენადაც ისინი შეეწირნენ, ვისაც არ სურდა ე.წ კაცურიკაცობა, ადამიანი, რომელიც შუაში იყო გაჭედილი და ვერ ხვდებოდა, წიგნი წაეკითხა თუ ფეხი აება კაცის კულტს, რადგან არც გოგოებს მოსწონდათ, არც ბიჭებს, არც მეგობრებს, ამიტომ საკუთარ თავს უსვამდა კითხვას, რა მჭირს ასეთი ? რატომ ვარ მარტო ? რატომ ვერ ვახდენ სოციალიზაციას ? კაცი არ ვარ ? კი, კაცი ხარ, თუ აღიარებ, რომ მამაკაცსა და ქალს თანაბარი უფლებები აქვთ, თუ დედა გიყვარს, თუ წიგნს კითხულობ, თუ ტირი, თუ ემოციური ხარ, თუ არ გესმის ქუჩის ჟარგონები, თუ ფიქრობ, როგორ გამოადგე საზოგადოებას, ქვეყანას, ოჯახს, თუ კარიერა გაინტერესებს, ბავშვის მოვლა მხოლოდ დედის პასუხისმგებლობა არ გგონია, თუ იცი რომ ძალადობა ნებისმიერი ფორმით მავნებელია, თუ ისე გაცვია როგორც გინდა, თუ გაჭყეპვამდე არ სვამ, თუ "რაზბორკებზე" არ დადიხარ, თუ ხანდახან წითლდები, იღლები, ვინმეზე ნაკლები შემოსავალი გაქვს, თუ ფული გაქვს ან არ გაქვს, იმ შემთხვევაში თუ ცხოვრობ ისე, როგორც საჭიროდ თვლი და ამით არ აზიანებ გარშემომყოფებს კაცი ხარ, კი ! ამას განმარტებაც არ უნდა სჭირდებოდეს თუმცა ბოლო დროს გახმაურებულმა ამბებმა ნათლად დამანახა, რომ კაცის ის განმარტება, რომელიც ჩემს ბავშვობაში იყო, ახლაც კარგად იდებს ფეხებს. და იცით ვინ არიან ეს კაცურობის შუქურები ? ზემოთ ნახსენები ხალხი, დიახ ! ესენი არიან, "ფემინიზმი გინდა? ხო და პიანინო ზიდე", "ცოლს ვერ ვაკადრებ", ქალია ცოლია დედაა ... დედააა, ქალია... მე ვიმუშავებ სახლში დაჯექი .. ზედმეტს თუ იტყვი მოგხვდება, ქალი არ უნდა აბლატავო, წინაზე ისეთი ჩხუბი მქონდა ? ლიდერბეთზე ჩამირიცხე .. არ მეგონა როდესმე თუ მსგავსად გაცვეთილი ფრაზებისაგან შემდგარ ინფორმაციას დავწერდი, თუმცა საჭიროებამ დამანახა. თაობა, რომელიც ახლა მოდის, უნდა გათავისუფლდეს დომინაციის დემონსტრირების მსგავსი ინტერპრეტაციებით, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ვიმსჯელოთ, განვიხილოთ, სიღრმისეულად, ანალიტიკურად, ემოციურად, ყველანაირად, იმიტომ რომ გავლენები, რომელსაც მსგავსი დამახინჯებული "კულტები" ქმნის, ყოველთვის წნეხის ქვეშ ამყოფებს იმ შემდეგ თაობას, რომლის იმედიც ყველაჩვენგანს გვაქვს. კაციაადამიანი კაცი ქალი პოლიტიკა სოციალიზაცია
Ana Ana
Tbilisi, Georgia · 1 week ago
იმედგაცრუება თუ...
მეგობრიდან მოვდივარ, მშვენიერი დილა იყო , ფინჯანი ყავით, პოზიტიური ენერგიით , სიყვარულით აღსავსე.💗 საშინელი სიცხის მიუხედავად მშვენიერ ხასიათზე ვარ.სახლში ვბრუნდები.სახლის წინ ისეთი დაბურული პარკია, გადავწყვიტე ცოტახნით აქ დავემალო სიცხეს და ჩრდილში, სკამზე ჩამკვჯექი. ცოტა ქარიც ქრის...სასიამოვნოა, აქ არც ისე ცხელა და ახლაღა ვხედავ; ჩემს წინ, ჩრდილსი გემრიელად სძინავს ვიღაც ქალბატონს , მოუვლელია,ჭუჭყიანი , გაწეწილი თმით და ბინძური ტანსაცმლით 😶 უცოდველი ბავშვივით სძინავს და თან ისეთი ლამაზია , ძალიან ლამაზი 🤩 ნეტა რამ მიიყვანა აქამდე, რამ გატეხა ასე. სასოწარკვეთილია თუ ჭკუიდან შეშლოლი ? ნეტა რას ფიქრობს მისი გონება ახლა ... მინდა გაიღვიძოს და ცოტა გავესაუბრო , მაგრამ ვფიქრობ ტყუილად ველი, ზედმეტად არხეინად სძინავს დიდი ჩრდილის ქვეშ, მე კიდევ მზემ მომაჭყიტა 😬 #ალეია #დიღმისმასივი
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ექიმი და ექთანი დაემსგავსება ოფიცერს და ჯარისკაცს... - ჭიაბერაშვილი
​"ევროპული საქართველოს" ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის გამოსავლენი PCR და სწრაფი ტესტების შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს, ასევე მათ მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით ქვეყანაში როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ყველაფერზე პასუხისმგებელი სახელმწიფო იქნება. "1. კარგია, რომ პროფესიულ და ასევე ფართო საზოგადოებაში კონსენსუსი შედგა იმის თაობაზე, რომ საჭიროა - PCR-ტესტები (რასაც ლუგარი აკეთებს) - დაჩქარებული PCR-ტესტები (რაც ჩინელებმა 1000 ცალი გვაჩუქეს და მარნეულზე გამოიყენება) - ანტიგენზე დამყარებული ნაცხის სწრაფი ტესტი (რაც აუცლებელია საავადმყოფოებისთვის, რომ მათთან შესული ნებისმიერი სიმპტომური პაციენტი შეამოწმონ - რაც მერე მაინც უნდა გადამოწმდეს PCR-თესტით - და თავიდან აიცილონ ვირუსის საავადმყოფოში გავრცელება. რაც მარნეულის საავადმყოფოში მოხდა, არ უნდა განმეორდეს!) - ანტისხეულებზე დამყარებული სისხლის სწრაფი ტესტი (რაც უსიმპტომო და მსუბუქსიმპტომიან ინფიცირებულთა ფართო გამოვლენის და სრულყოფილი ეპიდსურათის დანახვის საშუალებას იძლევა - ოღონდ მინიმუმ 7 დღე რომ უნდა იყოს გასული, საზოგადოებამ ეგეც გაიგო) ცუდია, რომ ამაზე კამათში დაიკარგა 1 თვე - დრო, რომელიც მოვიგეთ საზღვრების დროული ჩაკეტვით, სწავლის არ- ან ონლაინ განახლებით და სხვა მსგავსი ღონისძიებებით. ახლა მთავრობის ამოცანაა, ანტიგენზე დამყარებული ნაცხის სწრაფი ტესტებით რაც შეიძლება დროულად აღჭურვოს ყველა საავადმყოფო, რაც მათი დაცულობის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი კომპონენტია. შემდგომი დიდი გამოწვევა მედპერსონალის და საავადმყოფოების დაცვაა. ამას სჭირდება სათანადო ეკიპირება, ტრენინგი, COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებების შეტანა, პაციენტთა ნაკადების მართვა, მედიკამენტების მარაგების შევსება. ამის გარეშე ექიმი და ექთანი დაემსგავსება ოფიცერს და ჯარისკაცს, რომელთაც ცოდნა, გამოცდილება და სამშობლოს სამსახურის დიდი ენთუზიაზმი აქვს, მაგრამ არ აქვს არც ფორმა, არც შაშხანა და არც ტყვიის მარაგი. 2. ამ მასშტაბის კრიზისის მართვა მთავრობის საქმეა. მედიკოსებს ეთქმით ყველაზე წონიანი სიტყვა, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება და მათი აღსრულება მთავრობის საქმეა. პასუხისმგებლობაც მთავრობაზეა, როგორ განვითარდება მოვლენები. გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი ქრისტიან დროსტენი გუშინწინდელ ინტერვიუში ამბობს: "ჩემი საქმე არაა საბოლოო ჭეშმარიტების დადგენა. მე ჭეშმარიტების გარკვეულ ასპექტებზე ვსაუბრობ, ვაღიარებ, რომ რაღაც არაა ცნობილი და ვამბობ "არ ვიცი". შესაბამისად, საჭირო ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებები." ღმერთმა ქნას, საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულმა სტრატეგიამ - ინტენსიური კარანტინი და ტესტების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით კეთება - გაამართლოს. ჯერჯერობით წარმატება - ვირუსის გავრცელების შეზღუდვა და/ან ნაკლები სიკვდილობა - აქვთ ქვეყნებს (სამხრეთ კორეა, გერმანია), რომლებმაც კარანტინთან ერთად მიზნობრივი ჯგუფების (ინფიცირებულთა კლასტერები, მედპერსონალი, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი სხვა პერსონალი) მასობრივ ტესტირებას მიმართეს. იმის გამო, რომ მიზნობრივი ჯგუფების ფართო ტესტირება გამოიყენა, სამხრეთ კორეამ სწრაფად მოახერხა ვირუსის გავრცელების კერების ლოკალიზება და არც ეკონომიკის მთლიანი გაჩერება მოუწია. შედეგად, ჯანდაცვის ზიანიც ნაკლები მიიღო და ეკონომიკურიც. ჩვენი პრობლემა ისიცაა, რომ ათასობით ოჯახს, რომელსაც დანაზოგი არ აქვს, დიდი ხნით სახლში ვერ დასვამ, თუ მას შემოსავლის წყარო არ აქვს. ამას საგამგებო მდგომარეობის გამოცხადება ვერ უშველის. 3. პოლიტიკის ანაბანა ჯერ კიდევ თებერვალში, როდესაც მომავალი კრიზისის ნიშნები იკვეთებოდა, ნათელი იყო, რომ - დაავადებათა კონტროლის ცენტრს - ჯანდაცვის სამინისტროსა და - მთავრობას თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში განსხვავებული ფუნქციები ექნებოდათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დღემდე წარმატებულ ბრძოლას ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ პარალელურად თან უნდა მიყოლოდა - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საავდმყოფოების სრული აღჭურვა და მომზადება ინფიცირებულთა სამკურნალოდ, და - მთავრობის მიერ სახლში დარჩენილი ათიათსობით უდანაზოგო ოჯახისთვის დახმარების პაკეტის და ასევე ზოგადად ანტიკრიზისული ეკონომკური სტრატეგიის დროული გამოცხადება როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ, ისე მთავრობამ ეს ამოცანა ჯერჯერობით ვერ შეასრულა და სწრაფი ტესტების არქონა დღეს ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა. ვლოცულობ, რომ საავადმყოფოების აღჭურვაზე არ დავინახოთ იგივე, რაც სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით დავინახეთ. პირიქით კი მოხდა: მთავრობა შეეცადა, დაავადებათა კონტროლის ცენტრისადმი საზოგადოებრივ ნდობაზე მოეხდინა პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება და ფონს ამით გასულიყო. შედეგად, საზოგადოების სრულიად სამართლიანი ლეგიტიმური კითხვები დავადებათა კონტროლის ცენტრის მხარეს წავიდა. თუმცა დისკუსიამ სხვადსახვა მხრიდან ისეთი პოლიტიზებული სახე მიიღო, ნამდვილად არ მსურს მასში მონაწილეობა. ვიმეორებ: მთავრობა და მისი პრემიერ-მინისტრი არიან პოლიტიკურად პასუხისმგებელნი იმაზე, თუ რა იყო აქამდე და როგორ განვითარდება მოვლენები. ღმერთმა ქნას, გავძვრეთ,"-წერს ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.
Primetime
Tbilisi, Georgia · 2 months ago
4 წლის „თანამშრომელი“ მყავს, ჩემი შვილი ლაზარე! – ირინკა ალიაშვილი შვილთან „მუშაობაზე“
4 წლის „თანამშრომელი“ მყავს, ჩემი შვილი ლაზარე! - ირინკა ალიაშვილი შვილთან „მუშაობაზე“ - Primetime
4 წლის „თანამშრომელი“ მყავს, ჩემი შვილი ლაზარე! - ირინკა ალიაშვილი შვილთან „მუშაობაზე“ - Primetime
4 წლის „თანამშრომელი“ მყავს, ჩემი შვილი ლაზარე! - ირინკა ალიაშვილი შვილთან „მუშაობაზე“ - Primetime
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
თუ მოსახლეობამ ვერ გაითავისა რეკომენდაციები,შეიძლება მდგომარეობა დრამატულად განვითარდეს...-ენდელაძე
თუ მოსახლეობამ ვერ გაითავისა ის რეკომენდაციები, რაც ახლა არის მოწოდებული ნამდვილად შეიძლება, მდგომარეობა დრამატულად განვითარდეს თანაც ისე, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვეღარ მოახერხოს ამ პაციენტების მოვლა - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმში“. „ჩვენ ახლა შევდივართ პიკურ ფაზაში, საბედნიეროდ, ძალიან კარგად შევასრულეთ შეკავების პროცესი და ჯერჯერობით არ გვაქვს დრამატული შედეგები, მაგრამ, თუ მოსახლეობამ ვერ გაითავისა ის რეკომენდაციები, რაც ახლა არის მოწოდებული ნამდვილად შეიძლება განვითარდეს დრამატულად მდგომარეობა თანაც ისე, რომ ვეღარ მოახერხოს ჯანდაცვის სისტემამ ამ პაციენტების მოვლა. თუ დაავადება უმართავი გახდა და დიდი რაოდენობით მოხდა დაინფიცირება ვერც ჯანდაცვის სისტემა მოუვლის ამას“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ. მარინა ენდელაძის თქმით, ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე „არცერთმა არ ვიცით ვართ თუ არა ინფიცირებულები“ და ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. „აქამდე ჯანდაცვის სამინისტრომ და მედიცინამ ძალიან კარგად ვიარეთ. ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში, დაიცავით დისტანცია და ვეცადოთ, რომ გადავრჩეთ. ახლა ისეთი დღეები გველოდება, როდესაც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, მაგრამ ეს წელი გადავიტანოთ ისე, რომ რაღაც ძველი ტრადიციები დავარღვიოთ, გავაკეთოთ ისე რომ არ მოხდეს დრამატული განვითარება. ახლა ის ეტაპია როდესაც ჩვენ არცერთმა არ ვიცით, ვართ თუ არა ინფიცირებულები და თუ რომელიმეს სიმპტომები გამოგვიჩნდება, მივმართოთ ექიმებს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.