ბენზემა ოქროს ბურთზე ფიქრობს

0
2019/20 წლების ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა, კარიმ ბენზემამ ფანებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა, მაგალითად ყველაზე ძლიერ მცველებზე, ფეხბურთელებზე და ოქროს ბურთზე - საუკეთესო ფეხბურთელი ვისთანაც გითამაშიათ? - რთული სათქმელია. რონალდო, კაკა, რაული, რამოსი - არ შემიძლია რომელიმე გამოვარჩიო.  - ოქროს ბურთზე ფიქრობ? - რა თქმა უნდა, ბავშვობიდან, თუმცა ამით შეპყრობილი არ ვარ.  - საუკეთესო მცველი, ვის წინააღმდეგაც გითამაშია? - ვფიქრობ, ასეთი ორია - რამოსი და ვარანი. მათ წინააღმდეგ ყოველ კვირას ვთამაშობ.
0