კომპანია "მადაგონი“ ქსელის აფართოვებს და გორში მასშტაბურ სუპერმარკეტს ხსნის

0
კომ­პა­ნია „მა­და­გო­ნი“ ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბას გეგ­მავს და სექ­ტემ­ბერ­ში ქა­ლაქ გორ­ში მას­შტა­ბურ სუ­პერ­მარ­კეტს ხსნის. ახა­ლი სა­შუ­ა­ლო ზო­მის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი გა­იხ­სნე­ბა თბი­ლის­სა და ზეს­ტა­ფონ­შიც. გო­რის სუ­პერ­მარ­კე­ტი 700 კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თობ­ზე გა­იხ­სნე­ბა და წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სურ­სა­თი­სა და სა­ო­ჯა­ხო პრო­დუქ­ცი­ის სრუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტი. რო­გორც „მა­და­გონ­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, ქა­ლაქ­ში მსგავ­სი მას­შტა­ბის სუ­პერ­მარ­კე­ტი ამ დრომ­დე არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და გო­რის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ის და­მა­ტე­ბით კომ­ფორ­ტს შექ­მნის. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რის ათ­ვი­სე­ბას გეგ­მავს, რა­საც იმე­რე­თის რე­გი­ო­ნი­დან იწყებს. "მა­და­გო­ნი“ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე უკვე მე-11 წე­ლია ოპე­რი­რებს და მარ­თავს 10 სუ­პერ­მარ­კეტ­სა და 6 რეს­ტო­რანს, რო­მე­ლიც რო­გორც თბი­ლის­ში, ისე რუს­თავ­შია თავ­მოყ­რი­ლი. ამას­თან, „მა­და­გო­ნის“ ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი მისი ლუდ­სა­ხარ­ში, სა­დაც, არა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ლუდი მზად­დე­ბა და კომ­პა­ნი­ის რეს­ტორ­ნებ­სა და პა­ბებ­ში საკ­მა­ოდ ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ცნო­ბი­ლია მისი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბიც: იმის გამო, რომ „მა­და­გო­ნის“ ლუდს კონ­სერ­ვან­ტე­ბი და სხვა და­ნა­მა­ტე­ბი არ აქვს და ნა­ტუ­რა­ლურ ინ­გრე­დი­ენ­ტებ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ინარ­ჩუ­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბულ გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#სუპერმარკეტი
#მადაგონი
#goridaily
#ბიზნესი
#კულინარია
#ხელოვნება
#ახალიამბები
0