8 votes
0 comments
0 shares
Save
91 views
Qeti Metreveli
Tbilisi · 6 months ago

ცა არ ბარდნის, მაგრამ გამოდით გარეთ 😍😍😂 ახალი წელი მოდის ჰაერში ახალი წლის სურნელი ტრიალებსს ✌🏻

#coub #mycoub #irmainashvili #niniqarseladze

😂😂

#funny Tbilisi
Qeti Metreveli
Tbilisi · 6 months ago
Similar Posts
Qeti Metreveli
Tbilisi, Georgia · 6 months ago
"Tom alone" საღამომშვიდობისა მეგობრებო. 🤗🤗 #coub #tomalone #mycoub #funny
Qeti Metreveli
Tbilisi, Georgia · 5 months ago
😒
😒
😒
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi, Georgia · 3 months ago
დაწყევლილი ნახატები
შეიძლება თუ არა ბნელი და იდუმალი ძალების არსებობა მხატვრების ნამუშევრებში? „ჩემს ორ მეგობართან ერთად ბილიკს მივუყვებოდი,მზე ჩადიოდა,უეცრად ცა სისხლისფრად აელვარდა,ლურჯსა და შავ ფერებში გახვეული ფიორი და ქალაქი სისხლის ალში გახვეულიყო,და შევიგრძენი ბუნების უსასრულო კივილი“ -ედუარდ მუნკი 1892 წელი მუნკის ნახატებში იგრძნობოდა გარკვეული განცდა სიკვდილის მოახლოების,ეს არის არაჩვეულებრივი მღელვარება - ექსპრესიულობა,რაც მუნკის ხელოვნებისთვის არის დამახასიათებელი. საინტერესოა ლეგენდები და იდუმალი მოვლენები რომლებიც ნახატს უკავშირდება,მისი ფასი 70 მილიონ დოლარს შეადგენდა და ის ბევრი კოლექციონერის ოცნება იყო,თუმცა ამასთან ერთად არსებობდა ერთი გარემოება,ამბობდნენ რომ ეს ნახატი შურისმაძიებელი იყო. მაგალითად მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომელი,რომელსაც სურათი შემთხვევით დაუვარდა,რის შემდეგაც თავის ტკივილით იქამდე იტანჯებოდა,ვიდრე სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაასრულა. ცოტახნის შემდეგ ისევ იგივე შემთხვევა მოხდა, მუზეუმის თანამშრომელს სურათი შემთხვევით დაუვარდა და რამდენიმე დღეში საშინელი ავარიის შედეგად რეანიმაციაში მოხვდა. მუზეუმის დამთვალიერებელი,რომელიც ნახატს ხელით შეეხო ძალიან მალე ხანძარში დაიღუპა. კივილის ამგვარ ზემოქმედებას მისტიკის მოყვარულები მხატვრის მძიმე და სტრესებით სავსე ცხოვრებას უკავშირებენ. მუნკი ხუთი წლის იყო როდესაც დედა ტუბერკულიოზით გარდაეცვალა,და მოულოცნელად დაეღუპა როდესაც ის თოთხმეტი წლის იყო,მას მალევე ძმა და კიდევ ერთი შიზოფრენიით დაავადებული და გარდაეცვალა,თვად მხატვარი კი დეპრესიით იტანჯებოდა. კიდევ ერთი იდუმალებით მოცული ნამუშევარი ესპანელ მხატვარ ჯოვანი ბრაგონის ეკუთვნის,მას სურდა დაეხატა მტირალა ბიჭუნა და ამისათვის მან საკუთარი შვილი დაიხმარა. მხატვარს რეალისტური სურათის შექმნა სურდა,ბიჭს კი ძალით ტირილი არ შეეძლო, მხატვარმა იცოდა,რომ მის შვილს პანიკურად ეშინოდა ცეცხლის,ამიტომ ჯოვანი ბავშვს საესთან ახლოს ცეცხლს უნთებდა,მანამ სანამ ბავშვს ტირილამდე არ მიიყვანდა,მხატვრისთვის ხელოვნება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა,ვიდრე საკუთარი შვილის ნერვები,ეს ყველაფერი ტილოს დასრულებამდე გაგრძელდა,ერთხელ ისტერიკამდე მისულმა ბიჭუნამ ვეღარ მოითბინა და იყვირა - „თავადაც დამწვარხარ“. ორი კვირის შემდეგ ბიჭუნა პნევმონიით გარდაიცვალა,მამა კი საკუთარ სახლში გაჩენილი ცეცხლის დროს დაიღუპა... ნახატი გადარჩა... ეს ამ სურათის ირგვლივ მომხდარი მისტიური მოვლენების მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა... ინგლისში,1985 წელს ნახატის ირგვლივ ძალიან ბევრი ჭორი ტრიალებდა,თითქმის აღარავის სჯეროდა დამთხვევების,ინგლისში,ყველა სახლში სადაც „მტირალა ბიჭუნა“ ს რეპროდუქციები ჰქონდათ,ყველა სახლში ხანძარი ჩნდებოდა... იყო მსხვერპლიც... ზოგიერთი იხსენებდა რომ მათი საკუთრებიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნახატი გადარჩა,რომელზეც გამოსახული იყო მტირალა ბიჭი,ამას უბრალო და სულელურ დამთხვევად ჩათვლიდნენ,რომ არა ის ფაქტი რომ ნახატის ირგვლივ ყველაფერი ნადგურდებოდა,ნახატი კი დაუზიანებელი რჩებოდა,მალე მისი შეძენა საერთოდ აიკრძალა,ორიგინალი კი დღემდე დაკარგულად ითვლება... ბილ სტოუნჰემის ნახატი „ხელები მას ეწინააღმდეგება“ ასევე დაწყევლილ ნახატად ითვლება,სურეალისტი მხატვარი 1941 წელს ბოსტონში დაიბადა,ის ჩვეულებრივი მხატვარი იქნებოდა,რომ არა მისი ერთი ნახატი,მხატვარმა ის 1972 წელსდახატა ძველი ფოტოს მიხედვით დახატა,რომელზეც თითონ თავის პატარა დასთან ერთად მშობლიურ სახლთან დგას,იგი უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდებოდა და დაუცველობის შეგრძნებაც ყოველთვის თან ახლდა,ნახატზე ბიჭი გაურკვეველი სახის ნაკვთებით და თოჯინა ცოცხალი გოგოს სიმაღლით თითქოსდა გაიყინენ მინის კართან,რომელსაც შიგნით პატარა ბავშვის ნათითურები ეტყობა,სურათს უამრავი შემზარავი ისტორია უკავშირდება,პირველად ნახატი „ლოს ანჯელეს თაიმსის“ დირექტორმა და ხელოვნების დიდმა მოყვარულმა ნახა,რომელიც მალე დაიღუპა,ამის შემდეგ ნახატი შეიძინა ამერიკელმა მსახიობმა ჯონ მარლიმ,რომელიც ცოტახანში ასევე დაიღუპა,სწორედ აქედან იწყება მითები... დიდი ხნის განმავლობაში ნახატი დაკარგულად ითვლებოდა,მაგრამ შემდეგ ის ნაგავსაყრელზე იპოვეს,ოჯახმა რომელმაც ის იპოვა ნახატი სახლში მიიიტანა და შვილის ოთახში დაკიდა,პირველივე ღამეს გოგონა ტირილით მივიდა მშობლებთან და შესჩივლა,რომ ნახატზე ბავშვები ჩხუბობდნენ და ადგილმდებარეობას იცვლიდნენ,ოთახში კამერა დააყენეს რომელიც მოძრაობაზე რეაგირებდა,იგი ღამე რამდენიმეჯერ ამოქმედდა... ფაქტია რომ ნახატები გარკვეულ ენერგეტიკას ატარებენ და ადამიანის ფსიქიკაზეც ზემოქმედებენ,შეგიძლიათ დაიჯეროთ ზემოთ მოცემული ფაქტები,შეგიძლიათ არა,მაგრამ როგორც იტყვიან „ერთხელ შემთხვევაა,ორჯერ დამთხვევა,ხოლო მესამეჯერ უკვე კანონზომიერება“ #art #events #photo #sport #funny #crypto #business #design #food #religion #opinion #news #politics #goodplaces #gaming
Qeti Metreveli
Tbilisi, Georgia · 6 months ago
ფრედის შვილი იტანჯება
ფრედის შვილი იტანჯება
ფრედის შვილი იტანჯება
Fashion Folk Tales
Tbilisi, Georgia · 2 months ago
დიდებული დიზაინერები, რომლებიც გასულ ათწლეულში დავკარგეთ
იუბერ დე ჟივანში – 91 წლის გარდაცვალების თარიღი: 2018 წლის 10 მარტი იუბერ დე ჟივანში 1927 წლის 20 თებერვალს საფრანგეთში დაიბადა. 1952 წელს, პარიზში, საკუთარი დიზაინ სახლი გახსნა. სადებიუტო კოლექციამ, რომელსაც თავისი მოდელი მუზის, „Bettina-ს“ სახელი უწოდა, წარმატება მოუტანა. 25 წლის დიზაინერის ინოვაციური და ელეგანტური სტილი პარიზელი ქალების ახალ სისუსტედ იქცა. 1953 წელს ჟივანშიმ კრისტობალ ბალენსიაგა გაიცნო, რომელსაც თაყვანს სცემდა და რომელიც მისი საყვარელი მენტორი გახდა. ორმოცდაათიანი წლების შუა პერიოდში, ისინი ახალი სილუეტის შესაქმნელადაც გაერთიანდნენ, რომელსაც „Sack” უწოდეს. 1953 წელს „საბრინას“ გადაღებებზე გაიცნო ოდრი ჰეპბერნი, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი და მუზა გახდა. დიზაინერმა მსახიობს კოსტუმები, მომდევნო შვიდი კინო-როლისთვის შეუქმნა, იგი ასევე ოდრის პირადი გარდერობის შექმნაზეც ზრუნავდა. მსახიობის თქმით, მხოლოდ ჟივანშის სამოსში გრძნობდა საკუთარ თავს, რადგან იუბერი ბევრად მეტი იყო ვიდრე უბრალოდ ტანსაცმლის დიზაინერი. მას „პიროვნულობის შემქმნელს“ უწოდებდა. აზადინ ალაია – 82 წლის გარდაცვალების თარიღი: 2017 წლის 18 ნოემბერი აზადინ ალაია 1935 წლის 26 თებერვალს ტუნისში დაიბადა. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში აზადინს და გარდაეცვალა, რომელთანაც ძალიან კარგი უერთიერთობა ჰქონდა, მაგრამ როდესაც ავადმყოფობის გამო საავადმყოფოში დააწვინეს, დიზაინერი ვერ იცლიდა მის მოსანახულებლად, რასაც მისი გარდაცვალების შემდეგ ძალიან ნანობდა და სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ტრადიციული მოდის კალენდარი არ იყო მისთვის მისაღები. აზადინ ალაიას კლიენტებს შორის არიან: ჰოლივუდის ვარსკვლავები, პოპ მომღელები, სუპერმოდელები და სხვა არაერთი სფეროს წარმომადგენელი გამოჩენილი ადამიანები, მაგრამ დიზაინერის მხრიდან არცერთი მათგანი სარგებლობდა განსაკუთრებული პრივილეგიით. აღიარებული, როგორც მოდის ინდუსტრიის ყველაზე დამოუკიდებელი დიზაინერი, დიდებული კუტიურიე იყო, რომელიც არ უშვებდა შეცდომებს, ის ქმნიდა კლასიკას. კარლ ლაგერფელდი – 85 წლის გარდაცვალების თარიღი: 2019 წლის 19 თებერვალი კარლ ლაგერფელდი 1933 წლის 10 სექტემბერს გერმანიაში დაიბადა. კარლი პარიზში 1952 წელს გადავიდა და მისი ცხოვრებაც მალევე დაუკავშირდა მოდის ინდუსტრიას, რომელშიც სამუდამოდ დარჩა.კარლმა პიერ ბალმანის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც მას თავისი პირველი სამუშაო შესთავაზა. სამი წლის განმავლობაში ლაგერფელდი ბალმანის ასისტენტი იყო, სანამ 1959 წელს ჟან პატუს მოდის სახლის არტისტული ხელმძღვანელი გახდებოდა. 1962 წელს ჟან პატუს მოდის სახლის და ოტ კუტიურის დატოვება, არჩევანის გაკეთება თავისუფალ და რედი-თუ-ვეარ სამოსის დიზაინერობაზე კარლის მხრიდან თამამი ნაბიჯი იყო. მაგრამ ის ხვდებოდა, რომ დრო იცვლებოდა, მასთან ერთად მოდაც, კუტიური კი თავის მნიშვნელობას კარგავდა. 1964 წელს ქლოესთვის დაიწყო rtw ხაზსა და აქსესუარებზე მუშაობა და ბრენდის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით გაზარდა. მომდევნო წელი კი მაღალი მოდის ბრენდის და შემოქმედებითი ხელმძღვანელის ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობის დასაწყისია – ლაგერფელდმა ფენდიში დაიწყო მოღვაწეობა. 1983 წელს, მაშინ როდესაც კარლმა ქლოე დატოვა, ის შანელის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა და ეს ყველაზე უფრო მშვენიერი, სახელგანთქმული და მნიშვნელოვანი მაგალითია სხვისი დაარსებული ბრენდის და დიზაინერის თანამშრომლობის. შანელის მოდის სახლი მაშინ იმდენად არარელევანტური იყო, რამდენად დიდიც თავის დროზე თავად კოკო შანელის სახელი. კარლმა თავიდან გააცოცხლა მიძინებული ბრენდი და ეს კოკოს დატოვებული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და მისი განვითარებით მოახერხა. ტვიდი, მარგალიტები, ორტონიანი ფეხსაცმელები და ერთმანეთის საპირისპიროდ გაერთიანებული C შანელთან ასოცირებული ნაწილებია, რომლებიც კარლის დამსახურებით ახალი თაობისთვის საკულტოდ იქცა. დღეს რომ შანელი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ბრენდია, რა თქმა უნდა, ესეც ლაგერფელდის დამსახურებაა.#იუბერდეჟივანში #აზადინალაია #კარლლაგერფილდი Tbilisi
Fashion Folk Tales
Tbilisi, Georgia · 2 months ago
DAVID KOMA *აღარ არის მხოლოდ წითელი ხალიჩის ბრენდი
წელს დავით კომახიძე აფრიკის კონტინენტს პირველად ესტუმრა. ქართველი დიზაინერი თავისი ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამს მოდასთან არათემატური ვიდეოების გასაზიარებლად არ იყენებს, თუმცა კენიაში ვიზიტი გამონაკლისი აღმოჩნდა. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და გაოცებული დავითი იშვიათი აქტივობით ანახლებდა სოციალურ ქსელს, რათა ყველასთვის გაეზიარებინა თავისი ემოციები. ცხადი იყო, რომ კომახიძის განცდები, რაც ამ მოგზაურობამ დაუტოვა, აუცილებლად აისახებოდა ახალ კოლექციაზე, რომელიც დღეს ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინა. პირველი ლუქები ზებრის ტყავისგან იყო შთაგონებული, რაც პირდაპირ ეხმიანებოდა აფრიკას, თუმცა კომას დღევანდელ ჩვენებაში ყველაზე თვალშისაცემი ყოველდღიური სამოსის დეტალების სიმრავლე იყო. David Koma 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული – ლონდონის მოდის კვირეულის ახალი სეზონი, 2019 წლის 15 სექტემბერი. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე David Koma-ს 10 წელი შეუსრულდა. მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა კომახიძემ სიახლით დაიწყო. გასულ 10 წელში David Koma ყველა ქალისთვის სასურველ სამოსს ქმნიდა, თუმცა დავითის ხედვა მეტწილად საღამოს კაბებს ერგებოდა, ლუქებს, რომლითაც ვარსკვლავები რეიტინგულ გადაცემებს სტუმრობენ და დაჯილდოებების წითელ ხალიჩებს ამშვენებენ. დავითის ბრენდის ხელწერა ყოველდღიურ ტანსაცმელზე არ აშენებულა და ახლა, როცა მის კოლექციაში ვხედავ „თრენჩს“ ჩექმებთან, დაბალქუსლიან ფეხსაცმელს კაბებთან, ვხვდები, რომ ბრენდის იდენტობას იწვევს, ცდილობს ახალი გამოსცადოს, რაც კარგია, თუმცა გაუცხოების გრძნობა მაქვს. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული კომახიძის პირველი კოლექციაა, რომელსაც ჰარმონია და სრულყოფილების კომასეული დონე აკლია, მაგრამ – ასევე პირველია, რომლის შექმნისას ქართველმა დიზაინერმა თავისი კომფორტის ზონა დატოვა, ამიტომ ნორმალურია, რომ შოუს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ახლა დავითის ბრენდის ისტორიაში ახალი ათწლეული იწყება და მინდა მჯეროდეს, რომ საუკეთესო ჯერ კვლავ წინ არის. დავით კომახიძე David Koma-ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენების დასასრულს – ლონდონის მოდის კვირეული.#დავითკომა #ქართველიდიზაინერი #ქართულიმოდა #ქართულიადაკარგია #მოდა #დიზაინი Tbilisi
+3
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi, Georgia · 3 months ago
რენე მაგრიტი
რენე მაგრიტი დაიბადა 1898 წლის 21 ნოემბერს ბელგიაში.ბავშვობის წლები გაატარა ქალაქ შარლერუაში.მისი ცხოვრება საკმაოდ რთულად წარიმართა.1912 წელს დედამისმა თავი დაიხრჩო მდინარე ცამბერში.მაგრიტმა ორი წელი ბრიუსელის ხელოვნების აკადემიაში ისწავლა.1918 წელს რენემ აკადემია დატოვა,ამავე წელს გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ჟორჟეტა ბერგერი,რომელთანაც 1922 წელს იქორწინა და რომელთანაც 1967 წლამდე იცხოვრა.1926 წლამდე რენე მუშაობდა აფიშების და რეკლამების მხატვრად,ქაღალდის ქარხანაში.მოგვიანებით ბრიუსელის გალერეამ “სენტომ” უფლება მისცა მთლიანად მხატვრობაში ჩაფლულიყო.ამავე წელს რენე მაგრიტი ქმნის თავის პირველ სურეალისტურ ნამუშევარს სახელწოდებით „დაკარგული ჟოკეი”. 1927 წელს აწყობს პირველ გამოფენას,რომელიც სამწუხაროდ მარცხით მთავრდება. კრიტიკოსები მას წარუმატებლად თვლიან.რენე თავის ცოლთან ერთად პარიზში გადადის საცხოვრებლად.აქ იცნობს ანდრე ბრეტონს და შეიდ მის სიურელისტურ წრეში.ამ გაერთიანებაში მაგრიტმა არ დაკარგა თავისი ინდივიდუალურობა,მაგრამ შეძლო,ახალი,თავისი სტილი ჩამოეყალიბებინა.მხატვარს არ ეშინოდა შეჰკამათებოდა სხვა სიურეალისტებს: მაგალითად, მაგრიტი უარყოფითად იყო განწყობილი ფსიქოანალიზთან, მართლაც, მისი შემოქმედება არაა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ფილოსოფიურ-პოეტური, ასევე ინტელექტუალური.გალერეა “სენტოსთან” კონტრაქტის გაუქმების შემდეგ მაგრიტი ბრუნდება ბრიუსელში და კვლავ იწყებს მუშაობას რეკლამასთან, შემდეგ კი ძმასთან ერთად ხსნის სააგენტოს, რომელიც მათ სტაბილურ შემოსავალს აძლევს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მაგრიტი ცვლის თავისი ნახატების ფერს და სტილს, უახლოვდება რენუარის სტილისტიკას: მხატვარი თვლის უმთავრესად ხალხისთვის იმედის მიცემას.თუმცაღა ომის შემდეგ მაგრიტი წყვეტს ასეთ მზიან ფერებში წერას და უბრუნდება თავისი ომამდელი ნახატების სტილს და საერთო აღიარებას აღწევს. მაგრიტი გარდაიცვალა სიმსივნისგან 1967 წლის 15 აგვისტოს, დატოვა დაუმთავრებელი ახალი ვარიანტი თავისი, შესაძლოა, ყველაზე ცნობილი ნახატისა “სინათლის იმპერია”. #art #photo #sport #funny #crypto #business #design #food #religion #events #opinion #gaming #news #goodplaces #politics
+4
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
როგორ შევარჩიოთ საქორწილო სურნელი?
ქორწილისთვის სუნამოს არჩევა არ არის ადვილი საქმე. ძალიან რთულია, შეარჩიოთ თქვენი განსაკუთრებული დღის სურნელი - ეს არის ის, რაც სამუდამოდ ინახება ჩვენს მეხსიერებაში და მომავალში, მისი შეგრძნობისას, ძალიან თბილ მოგონებებს აღვიძებს. შოკოლადის სურნელი ბევრს დედის ნამცხვრებს ახსენებს, მანდარინის სუნს კი ყოველთვის საახალწლო არდადეგებთან მივყავართ. იგივე ხდება სუნამოების შემთხვევაშიც. ამიტომ გირჩევთ აირჩიოთ სუნამო სპეციალურად თქვენი ქორწილისთვის. მოგვიანებით, ამ სუნამოების სუნის ჩასუნთქვით, თქვენი დღესასწაულის ყოველ წამს კვლავ გაიხსენებთ. ჩვენ მოვამზადეთ რჩევები თქვენთვის, რათა დაგეხმაროთ სწორი საქორწილო სურნელის შერჩვაში. როგორ ავირჩიოთ სუნამო - შეამოწმეთ თქვენი სუნამო საკუთარ თავზე ისევე, როგორც წიგნი არ შეიძლება შეარჩიოთ მისი გარეკანის მიხედვით, სუნამოც არ შეიძლება შეირჩეს ნაცნობების აღწერილობის ან რეკომენდაციების შესაბამისად. ჩაწერეთ სუნამოს სახელი და იპოვნეთ მაღაზიაში. გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა ადამიანზე ერთნაირი არომატი სხვანაირად იგრძნობა. ამიტომ წაისვით სუნამო მაჯის და ყურის უკან. რამდენიმე საათის შემდეგ, თქვენ შეეგუებით არომატს და შეძლებთ შეაფასოთ, რამდენად მუდმივი და კომფორტულია მისი ტარება. ეს ერთადერთი გზაა, რათა თავად აირჩიოთ სრულყოფილი სუნამო. ფრთხილად იყავით სუნამოს არჩევისას ჩვენ არ გირჩევთ ექსტრავაგანტულ სურნელთან ექსპერიმენტებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლასიკზე უკეთესს იპოვნით არაფერი. დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ასეთი არომატები ყველა პატარძალს უხდება, უფრო მეტიც, ისინი აღარ გაქრებიან თაროებიდან კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. წლების განმავლობაში, ყოველთვის შეგიძლიათ შეიძინოთი იგივე სუნამო და კვლავ იგრძნოთ თავი პატარძლად. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ წლის დრო საზაფხულო პატარძლებისთვის საუკეთესოა ყვავილოვანი ან ხილის სუნი. ისინი ავსებენ გამოსახულებას და ფარავენ მსუბუქი სიგრილის ღრუბელს. მაგრამ შემოდგომასა და ზამთარში პატარძლებს შეუძლიათ აირჩიონ თბილი და მდიდარი არომატი. შეესაბამება თუ არა სუნამო თქვენს თაიგულს თუ თქვენი საქორწილო თაიგული შეიცავს ყვავილებს ძალიან ძლიერი და გამოხატული არომატით, მაშინ ფრთხილად შეარჩიეთ სუნამო. მას უნდა ჰქონდეს იგივე ფერის ნოტები, მაგრამ ასეთი სუნამო არ უნდა იყოს ძალიან გაჯერებული. უკეთესი იქნება თუ სუნამო გააანახლებს და ოდნავ გაანეიტრალებს ყვავილების ნათელ არომატს. ნუ იყიდით ყალბ სუნამოს ფულის დაზოგვის სურვილი შეიძლება რეალურ პრობლემად იქცეს. ცნობილი ბრენდების ფალსიფიკაცია შეიძლება ორიგინალთან იდენტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რამდენიმე საათში უზარმაზარ განსხვავებას იგრძნობთ. ასეთი იაფი სუნამო მწარე და უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებს. დასვით მოსაზრება თქვენი საყვარელი მთელი დღის განმავლობაში თქვენთან ერთად იქნება და თუ თქვენი სუნამო მისთვის უსიამოვნო არის, მაშინ ქორწილიდან მოგონებები არ იქნება საუკეთესო. შეეცადეთ სუნამო ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე გამოიყენოთ, ნება მიეცით თქვენს სულს შეეგუოს ამ სუნამოს. პლიუსი - შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი დამოკიდებულება ახალი სუნამოების მიმართ. ზოგჯერ ძლიერმა სუნმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი ან თუნდაც ასეთი მანიფესტაციები თავიდან უნდა ავიცილოთ. რა არომატები შეესაბამება პატარძალს პირველ რიგში, საქორწილო სუნამოს არჩევისას, უნდა მიმართოთ გლობალურ ბრენდებს. მაგალითად, მოდის სახლები, რომლებიც საქორწილო კაბებშია სპეციალიზებული. ყველაზე ცნობილი მაგალითებია ოსკარ დე ლა რენტა "რაღაც ცისფერი", კაროლინა ჰერერა "CH Garden Party" და "ვარდისფერი პრინცესა", ვერა ვანგი. ბევრი პატარძალი ყიდულობს ცნობილი მსოფლიო ბრენდების სუნამოებს, მაგალითად Chloé, Marc Jacobs, Chanel, Balenciaga Paris და სხვები. ყველა ეს არომატი ნაზი, ჰაეროვანი და სრულყოფილია ნებისმიერი პატარძლისთვის. თუ გსურთ იპოვოთ უნიკალური და იშვიათი არომატი, მაშინ სცადეთ სპეციალური ზაფხულის ან ზამთრის ხაზები ელიზაბეტ არდენიდან, კალვინ კლეინიდან, კენზოდან, ისინი ნამდვილად არ დაგტოვებენ გულგრილს. პატარძლის სურნელი მას მთელი დღის განმავლობაში ახლავს თან. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შეიკრიბოს თავი სინაზის და სიახლის ღრუბელი, ისე რომ ჰარმონიული იყოს მთელს სადღესასწაულო სურათათნ.თუ თქვენ მოახერხეთ სწორი სუნამო აირჩიოთ, მაშინ მრავალი წლის შემდეგაც კი, ბოთლის გახსნილი ძვირფასი არომატით გახსნით, ისევ იგრძნობთ თავს პატარძლად!
მარიკო გეწაძე
Holon, Israel · 3 months ago
საოცარი შეგრძნებებია, როცა თოვლში მიდიხარ, მიდიხარ და ნაკვალევს ტოვებ, შენს არსებობას ახსენებ ყველას, ვინც ამავე გზით გამოივლის და გრძნობ, რომ სამყაროს სჭირდები, თორემ არც ნაკვალევი დარჩებოდა შენი… ასე ფიქრობ მხოლოდ წუთები, რადგანაც ხედავ თოვლი ფარავს შენს ნაკვალევს და ის ქრება, თითქოს არც ყოფილა, თითქოს არც კი გაგივლია აქ და უკან მობრუნებულს იგივე გზაზე სხვისი ნაკვალევი გხვდება და თუ გინდა ისევ სამყაროს ნაწილად იქცე და იგრძნო რომ ვიღაცას სჭირდები თავიდან უნდა გაიარო იგივე გზა და ნაკვალევიც თავიდან დატოვო. ადამიანებთან ურთიერთობაშიც ხომ ასე ხდება… არსებობ ვიღაცის გვერდით, არსებობ მასში და შეგიძლია შენი არსებობით შეცვალო ის, მანამ მასში არის რაღაც ნაწილი შენი, შენი ნაკვალევი, მერე კი ქრები, ქრები მისი გულიდან, ქრები როგორც პატარა ფიფქები ქრებიან შენს წამწამებზე, ხელისგულებზე და გიკვირს და გტკივა, რომ ასე მარტივად დაგივიწყა, თითქოს არც იყავი, გიკვირს რომ არაფერი ახსენებს შენს თავს, არც მუსიკა ერთად რომ უსმენდით, არც ქუჩები ერთად რომ სეირნობდით, არც გვირილები ასე რომ გიყვარს და არც უსაზღვროდ დიდი ცა… არაფერი დარჩა შენგან, არადა, რა უხვად გაეცი მისთვის შენი არსებობის ყველა წუთი და წამი, ნაწილები შენი სულისა და ახლა ხვდები, რომ უკან აღარაფერს დაგიბრუნებენ, ხვდები რომ სიცარიელედღა დარჩი და მაინც არ ნანობ… მხოლოდ ტკივილი, კიდევ კარგი ეს მაინც დაგრჩა. მიდიხარ თოვლში და ფიქრობ, რომ სამყარომ შეწყვიტა არსებობა, დროც კი გაჩერდა, მხოლოდ საკუთარი გულის ცემა გესმის და მხოლოდ შენს ფიქრებს ხედავ ნატვრად გადაქცეულს, ნეტა მომწეროს, ტელეფონი კი დუმს… მაინც ჯიუტად ელი და რატომღაც გჯერა, რომ ის აუცილებლად მოვა შენამდე, მოვა და დაგიკოცნის ხალებს ლოყაზე სამ წერტილად გაბნეულს და ელი. გგონია გავიდა თვეები, წლები, საუკუნეები, გგონია გაიარე უკვე დიდი გზა მასთან შესახვედრად, მაგრამ გრძნობ რომ ყველა გზა უკან გაბრუნებს, გაბრუნებს საკუთარ თავთან, საკუთარ ტკივილთან და ცრემლებიც კი აღარ გყოფნის, აღარც ძალა რომ წახვიდე… დაიღალე… აკვირდები საკუთარ ნაკვალევს თოვლზე და ხედავ რომ ვიღაც სხვაც მოდის იგივე გზაზე, მოდის, მაგრამ არა შენს ნაკვალევზე, უბრალოდ შენს გვერდით და ხვდები, რომ არავის შეუძლია შენი არსებობა გადაფაროს, წაშალოს ის რაც ხარ, რაც შენგან რჩება, იმიტომ რომ შენ შენ ხარ, სხვა კი სხვაა და არასოდეს დაემთხვევით ერთმანეთს როგორც ეს ფიფქები, ათასები და ათიათასები, მილიონები და უფრო მეტიც, თითქოს ერთნაირები და მაინც ყველა სხვადასხვა, თითოეული თავისთავად ღირებული, სხვებისგან დამოუკიდებლად, არა როგორც თოვლი, არამედ ერთი პატარა ფიფქი, რომელიც გაქრება წამში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ იყო, არ არსებობდა. ამას ხვდები და გრძობ საკუთარ სულს, საკუთარ სხეულს, გარკვეულ დროში და გარკვეულ სივრცეში, მარადისობის ერთ მცირე წამში, აწმყოში, წარსულში და მომავალში, გრძნობ საკუთარი არსებობის საჭიროებას და რწმუნდები აღარ ხარ მარტო, აღარც დაღლას გრძნობ, რადგან იცი უნდა იარო, რომ არ დაიკარგო, იარო წინ, ან უკან, მაგრამ უნდა იარო და შეხვდები იმას ვინც შენსკენ მოდის, დგეხარ თოვლში, ფიფქებით დამძიმებული წამწამებით და სასაცილოდ აფახულებ თვალებს, როგორც თოჯინა შენი ბავშვობის მეგობარი და გახსენდება ოქროს თევზები, დროებით რომ მიივიწყე სადღაც ცნობიერების ურთულეს გზაზე და ახლა ისევ გჯერა მათი არსებობის, ისევ გჯერა რომ სადღაც ისინი შენს ზღაპარს წერენ და უნდა წახვიდე იქ, შენს ზღაპარში და შენს სამყაროში და ისევ იწყებ ძიებას… იცი ისევ ბევრჯელ მობრუნდები უკან, ბევრჯელ იგემებ ტკივილს და იმედგაცრუებას, ბევრჯელ დაეცემი დაქანცული და მაინც გრძნობ , რომ უნდა წახვიდე… რადგან შენი ზღაპარი ამად ღირს… იქ უნდა მოხვდე… მომენატრე და შენთვის გავთოვდი, შორი გზებიდან მოვედი შენთან და შევისვენე შენს წამწამებზე… გთხოვ მაპატიოს ეს სისუტე ვინც შენ გეკუთვნის, ვისაც შენად თვლი, მე ხომ ფიფქი ვარ მალე გავქრები, მხოლოდ წამი მაქვს შენთან ყოფნისთვის და ეს წამია მარადისობა და უფრო მეტიც…… #news #funny #design #business #sport #religion #gaming #photo #art #opinion #goodplaces #politics #events #crypto #food
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ადოლფ ჰიტლერი და ხელოვნება
იქამდე სანამ მეოცე საუკუნეს სისხლიან კვალს დაატყობდა ადოლფ ჰიტლერი მხატვრობით იყო გატაცებული,მას უნდოდა,რომ ხელოვანი გამოსულიყო,დღემდე მისი არაერთი ნამუშევარია შემორჩენილი,მას შეეძლო დიდი წარატებისთვის მიეღწია,ეხატა პეიზაჟები,ნატურმორტები,ის ირჩევდა გზას,რომელიც ითვალისწინებდა,რომ დიდი გზა უნდა გაევლო წარმატებამდე,ის თანახმა იყო ამ ყველაფერზე,თანახმა იყო რომ პურის ფული საფოსტო მარკის და ღია ბარათების შექმნით ეშოვა,თუმცა მისი ცხოვრება ისე არ წავიდა როგორც წარმოედგინდა,იგი ვენის ხელოვნების აკადემიაში არ მიიღეს,უფრო მეტიც,მისი ნამუშევრები უინტერესოდ მიიჩნიეს,მათ მხოლოდ არქიტექტურული ნამუშევრები მოეწონათ და შესთავაზეს მას რომ არქიტექტურა გაეგრძელებინა,მან ამის შემდეგ კიდევ სცადა ბედი აკადემიაში,თუმცა უშედეგოდ მას მხოლოდ არქიტექტურას სთავაზობდნენ,თუმცა ადოლფი თვლიდა,რომ არქიტექტურა მისი საქმე ნაკლებად იყო,ვინ იცის,როგორ წარიმართებოდა დიდი დიქტატორის ბედი იგი აკადემიაში რომ მიეღოთ,თუმცა ისტორიის შეცვლა შეუძლებელია,მჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ათეული წლის შემდეგ ვათვალიეროთ ადოლფის ტილოები და გაგვიჩნდეს კითხვა თუ როგორ შეიძლება ამდენი ბოროტების ჩამდენი,ასეთი ნამუშევრების შემქმნელი იყოს. წიგნში, "ჩემი ბრძოლა", ჰიტლერი წერდა, რომ დღეში საშუალოდ სამ ნახატს მაინც ხატავდა. მის შემოქმედებაში მრავალფეროვნება იგრძნობა,ყვავილები,პეიზაჟები... თუმცა მთავარი მაინც შენობებია,მისი შექმნილი ღია ბარათები ტურისტებში პოპულარობით გამოირჩევა. თუმცა,მას ადამიანების ხატვა არ ეხერხებოდა,ან შეიძლება უბრალოდ არც სურდა,შეიძლება სწორედ ეს იყო მიზეზი,რომ აკადემიაში ვერ ჩაირიცხა. და მთავარსარდლების უმეტესობა ძალიან კარგად იცნობდა ხელოვნებას,ან თავად იყვნენ ხელოვანნი,უმეტესი მათგანი კი ჰიტლერის მსგავსად დაუფასებელნი დარჩნენ. „დიდ გერმანულ მხატვრულ გამოფენაზე“ ფიურერი ეპოქალური სიტყვით გამოვიდა: „კუბიზმს, დადაიზმს, ფუტურიზმს, იმპრესიონიზმსა და ამათ მსგავს სხვა არცერთ მიმდინარეობას გერმანულ ხალხთან საერთო არაფერი აქვს… ისინი მხოლოდ ხელოვნურად შემოქმედი ხალხია, რომლებსაც ღმერთმა არ მისცა ხატვის ნამდვილი ნიჭი და მხოლოდ ტყუილით და ლაპარაკით დააჯილდოვა ისინი… მათთვის ჩვენი ერის წარმომადგენლები დეგენერატული კრეტინები არიან, მდელოები მათთან ლურჯია, ცა-მწვანე, ღრუბლები ნაცრისფერ-ყვითელი და ა.შ… ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს: ან ეგრეთ წოდებული „მხატვრები“ გარემოებას მართლა ასე უჩვეულოდ ხედავენ და სჯერათ, რომ ისინი სწორად ასახავენ მსოფლიოს, მაშინ უნდა გაირკვეს, მათი მხედველობის დეფექტები მექანიკური, თუ გენეტიკური დაზიანებაა. პირველ შემთხვევაში ჩვენ მათ ვუზიარებთ, მეორე შემთხვევაში კი ეს მნიშვნელოვანია იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, უნდა მიხედონ ამ საქმეს, რათა თავი აარიდონ ასეთი საშინელი მხედველობის დეფექტების გენეტიკას. შესაძლებელია ისიც, რომ ამ პირებს თავად არ სჯერათ საკუთარი „გრძნობებისა“ და „ხილვების“, მაგრამ ცდილობენ, ამ მოტივაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერი დაცინვით შურაცხყონ. ასეთი ქმედებები კი სისხლის სამართლის საქმეს მიეკუთვნება… ამიერიდან ჩვენ დაუნდობელ ბრძოლას გავმართავთ მათში კულტურული ელემენტების გასანადგურებლად.“ #art #photo #events #opinion #funny #crypto #business #design #food #sport #news #politics #religion #gaming #goodplaces
+4