თამარ მეფემ ქორწილი დიდუბეში გადაიხადა...იქ იყო აბსოლუტური წალკოტი - დოლიძე

0
თამარ მეფემ ქორწილი დიდუბეში გადაიხადა...იქ იყო აბსოლუტური წალკოტი - ამის შესახებ განცხადება, სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელმა ანა დოლიძემ გააკეთა. "დიდუბე-ჩუღურეთი არის ის რაიონი, რომელსაც სხვა ყველა რაიონთან შედარებით, პირადად აქვს განცდილი აყვავებისა და ოქროს ხანა. თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი. რატომ?! იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტური წალკოტი. დღეს ამ რაიონს აქვს ბევრად მეტი გამოწვევები და ამ გამოწვევებს ვერანაირად, საკუთარი პოლიტიკური და პროფესიული შესაძლებლობით ვერ უპასუხებს მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი. 21-ე საუკუნეში, დიდუბე-ჩუღურეთს, თბილისსა და საქართველოს სჭირდება სულ სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ახალი ტიპის ხედვები", - აღნიშნა ანა დოლიძემ.
0