ივანიშვილი მოხსენიებულია არა მხოლოდ ოლიგარქად, არამედ რუსეთის ადამიანად - ხატია დეკანოიძე

0
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, კონგრესმენების ახალი წერილი, სადაც ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქად არის მოხსენიებული, ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჩამოცილება ხელისუფლებიდან. "ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია არა მხოლოდ ოლიგარქად, არამედ რუსეთის ადამიანად, რომელიც პირდაპირ ახორციელებს ქვეყანაში შიდა ექსპანსიას რუსული გავლენების მიმართულებით. ეს წერილი, ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების ეს შეშფოთება, რომელიც გამოიხატა ამ მორიგ წერილში, ხაზს უსვამს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ივანიშვილის ჩამოცილება ხელისუფლებიდან, " - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
0