13 votes
0 comments
0 shares
Save
159 views
Mziko Mziko
Tavros · 6 months ago

გ ი ლ ო ც ა ვ თ ყველას💜

იწურება კიდევ ერთი წელი და გვიტოვებს ფერად მოგონებებს,..ზოგან მუქ ზოლებს..მაგრამ ცხოვრებააა და მუქიც ფერია..ცხოვრება ღირს და მშვენიერია...მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და პოზიტიური ნომინაციები გადმოგცეთ სიყვარულთან ერთად...😉🙂💟

....დალოცვილი მეყოლეთ მუდამ ..ფეხბედნიერი იყოს ეს წელი ყველასთვის❤️🧡💛💚💙💜❣️💕💞💓💝💘💖


Mziko Mziko
Tavros · 6 months ago
Similar Posts
ქეთევან დიასამიძე
Shuakhevi · 2 months ago
21.04.2020 🖥 გ ა წ ყ ვ ი ტ ე თ კ ო მ პ ი უ ტ ე რ თ ა ნ მ ი ჯ ა ჭ ვ უ ლ ო ბ ი ს ჯ ა ჭ ვ ი!!! დღევანდელმა შექმნილმა მდგომარეობამ კიდევ უფრო მიაჯაჭვა ადამიანები ,,მსოფლიო აბლაბუდას",რომელმაც შეიძლება უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანოს. შევეხები მეტად მნიშვნელოვან თემას თუ რატომ არის საშიში ა დ ი ქ ც ი ა? 👉პირველ რიგში გაგინმარტავთ ტერმინს ა დ ი ქ ც ი ა 👉ტერმინი ადიქცია არის მავნე ჩ ვ ე ვ ე ბ ი ს ა დ მ ი დამოკიდებულება,ადამიანის მიჯაჭვულობა გარკვეული საქმიანობისადმი.მაგ: კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება,სოც.ქსელებზე,თამბაქოსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება და ა შ. 👉ბავშვს ,რომელიც მიჯაჭვულია კომპიუტერს,არ აქვს სერიოზული გატაცებები,ინტერესები,ჰობი,,არ ჰყავს მეგობრები, სულ კომპიუტერთან ჯდომა სურს,განიცდის ყველაფერს,რაც მონიტორზე ხდება,ბრაზობს,როცა ვინმე ეძახის,არ ესმის მშობლების აკრძალვები, არ მოძრაობს,არ უნდა მეგობრებთან თამაში,არც წიგნის კითხვა.სწორედ ეს არის ადიქცია- კომპიუტერზე დამოკიდებულება.ბავშვი რეალურ ურთიერთობებს ანაცვლებს ვირტუალურით.მას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობის სურვილი აღარ აქვს.აღარ უნდა ეზოში სათამაშოდ,რის გამოც ხშირად ირღვევა ძ ი ლ ი ს ა და კ ვ ე ბ ი ს რეჟიმი.ეცვლება ხასიათი და ა.შ. ყოველივე ეს რაღაც დროის შემდეგ მძიმე ფსიქოლიგიური და ფიზიოლიგიური პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს. თუმცა ბავშვი არ აღიარებს თავის მიჯაჭვულობას და მას გატაცებას უწოდებს.ასეთ ადამიანებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ დ ა ხ მ ა რ ე ბ ა. რა თქმა უნდა, 21- საუკუნეში წარმოუდგენელია ,მსოფლიო აბლაბუდისა" და ტექნოლიგიების გარეშე ცხოვრება,მაგრამ გ ა მ ო ს ა ვ ა ლ ი არის დ რ ო ი ს გ ა ნ ს ა ზ ღ ვ რ ა და ქცევის შეცვლა იმ აქტივობებით ,რომლებიც გაინტერესებთ. 👉🖥💻📲📺📞 კომპიუტერი მეცნიე რებმა შექმნეს ადამიანთა საკეთილდღეოდ,მაგრამ ზოგჯერ ბავშვები თუ უფროსები კომპიუტერს საზიანოდ იყენებენ. 👉ხანგრძლივი კომპიუტერული თამაშები დიდ ზიანს აყენებს თვალებს.მათ შეიძლება თ ვ ა ლ ე ბ ი ს მ კ ვ ლ ე ლ ი ვუწოდოთ,რომელიც იწვევს მხედველობის დაძაბვას და დაქვეითებას. 👉ხანგრძლივი კომპიუტერული თამაშები იწვევს ხერხემლის გამრუდებას 👉კომპიუტერი მოითხოვს არანაკლებ ყურადღებას,ვიდრე ავტომობილის მართვა.საინტერესო თამაშები კი მოითხოვს დიდ დაძაბულობას,რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური დატვირთვა ,სტრესი, საყურადღებოა! 🖥👉კომპიუტერული დამოკიდებულება ადიქციური ქცევის ერთ- ერთი სახეობაა და ყოველდღიურობიდან გაქცევის მცდელობას უკავშირდება. 👉სოციალურ ქსელებზე,კომპიუტერსა და მობილურ 📞ტელეფონზე,აზარტულ თამაშებზე ადამიანის დამოკუდებულებამ ,შესაძლია გ ა მ ო ი წ ვ ი ო ს ისეთი დაავადებები,როგორებიცაა: ნერვული აშლილობა,ფიზიკური აქტივობის სურვილის დაკარგვა,კვებისა და ძილის დარღვევა და ა.შ. გ ა წ ყ ვ ი ტ ე თ კ ო მ პ ი უ ტ ე რ თ ა ნ დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ე ბ ი ს ჯ ა ჭ ვ ი! ითამაშე ფეხბურთი,კალათბურთი, და სხვა. თამაშები საკუთარ ეზოში განახორციელე. 🙏!!!დაუბრუნდით რეალურ ცხოვრებას,მეგობრებს,მეტი დ რ ო გ ა ა ტ ა რ ე თ საყვარელ ადამიანებთან ერთად! 💕 ც ხ ო ვ რ ე ბ ა მ შ ვ ე ნ იე რ ი ა💕 ლიტ- რა: ,,მოქალაქეობა"
Taia Khekhelashvili
Gori · 2 months ago
დიდი ძმა გითვალთვალებს (,,1984” და ჯორჯ ორეული)
ო მ ი მ შ ვ ი დ ო ბ ა ა მ ო ნ ო ბ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ა უ მ ე ც რ ე ბ ა ძ ა ლ ა ა ჯორჯ ორეულის ცნობილი რომანი ,,1984“, ბოლო ორი ციფრის გადანაცვლებით არის იგივე 1948 წელი (გამოქვეყნების თარიღი). ორეულმა რომანში სამართლიანობასა და თავისუფლებაზე მორგებულ პრინციპებს, ნეგატიური და შემაძრწუნებელი პრინციპები დაუპირისპირა. რომანში, დიდი ძმა, რომელიც ოკეანიის კულტია სტალინს მოგვაგონებს, ხოლო მტრის ხატი განასახიერებს ევროპას. სსრკ-ს ლიდერები შესანიშნავად აცნობიერებდნენ იმ საფრთხეებს, რომელიც წიგნის არსებობას შეიძლება შეექმნა მათთვის, ამიტომაა, რომ ,,1984“ დღის სინათლეს, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეღირსა. ,,1984“ არის გაფრთხილება, იმისა რომ ადამიანები გონს მოეგონ, გააცნობიერონ რა საფრთხე ემუქმრებათ ისეთ საზოგადოებაში, სადაც მათ მაგივრად ფიქრობენ, წყვეტენ და იქცევიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც ის გველოდება, რაც რომანის გმირებს დაემართათ - დავკარგავთ ინდივიდუალურობას, აზროვნებისა და სიყვარულის უნარს. ცნობილი ფრაზები წიგნიდან: • დიდი ძმა გითვალთვალებს • ვინც წარსულს აკონტროლებს, ის აკონტროლებს მომავალს, ვინც აკონტროლებს აწმყოს, აკონტროლებს წარსულსაც. • მთელი ისტორიის მანძილზე, არსებობდა სამი კატეგორიის ადამიანი: მაღალი, საშუალო და დაბალი. მაღლების მიზანია იქვე დარჩნენ, სადაც არიან. საშუალოების მიზანია, შეენაცვლონ მაღლებს. დაბლების მიზანი კი, ის არის, რომ გააუქმონ ყოველგვარი განსხვავება და შექმნან ისეთი საზოგადოება, რომელშიც ყველა თანასწორი იქნება. • ყველაფერს გათქმევინებენ, ყველაფერს, მაგრამ ვერ დაგაჯერებენ. შენში ვერ შემოვლენ. როცა გრძნობ, რომ ნამდვილად ღირს ადამიანად დარჩენა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს არავითარ შედეგს არ იძლევა, მაშინ ისინი დამარცხებული გყავს. • სოფლიოს დაბყრობა ყველაზე მტკიცედ მათ სჯერათ, ვინც იცის, რომ ეს შეუძლებელია.#World #Book #Writer #Georgeorwell
კონემიკა საგანმანათლებლო
Chokhatauri · 3 months ago
ა,ბ,გ,დ,ე,ვ,ზ,ჱ,თ,ი,კ,ლ,მ,ნ,ჲ,ო,პ,ჟ,რ,ს,ტ,ჳ,უ,ფ,ქ,ღ,ყ,შ,ჩ,ც,ძ,წ,ჭ,ხ,ჴ,ჯ,ჰ,ჵ
It's Georgian Alphabet's day today ♥ ა,ბ,გ,დ,ე,ვ,ზ,ჱ,თ,ი,კ,ლ,მ,ნ,ჲ,ო,პ,ჟ,რ,ს,ტ,ჳ,უ,ფ,ქ,ღ,ყ,შ,ჩ,ც,ძ,წ,ჭ,ხ,ჴ,ჯ,ჰ,ჵ
Yahoo People
Batumi · 3 months ago
კარანტინის 0&4%€π2*7¶∆7 დღე
ხალხო, სახლში ბუშტები მაქვს და ზედ "Happy Birthday" აწერია და ვისაც დღეს დაბადების დღე გაქვთ გ ი ლ ო ც ა ვ თ.
Sokhumi Daily
Sokhumi · 2 weeks ago
საქართველო აფხაზურ ლიტერატურაში
აფხაზეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კულტურულ-სოციალური ურთიერთობა ორივე ეთნოსის ლიტერატურასა და ენაში მკაფიოდ აისახა. ქართველი მეცნიერების ცნობით, განსხვავებით სეპარატისტულ აფხაზეთში გავრცელებული ინფორმაციისგან, აფხაზური ენა და ლიტერატურა ყველაზე აქტიურად 1938-1954 წლებში ვითარდებოდა, როდესაც ენა მისთვის ყველაზე შესაფერის, ქართულ დამწერლობას გამოიყენებდა. ამავე პერიოდში დაიწერა ბევრი ნაწარმოები, რომელიც ორი ეთნოსის საერთო გასაჭირს- ბოლშევიკურ რევოლუციას უკავშირდება. ქართველებისა და აფხაზების მჭიდრო კავშირია ასახული მრავალ ლიტერატურულ ძეგლში. ლიტერატურული კავშირის ნათელი მაგალითებია: 1933 წლის ლეო ქიაჩელის ნოველა „ჰაკი აძბა“, კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ და სხვა. აფხაზური ლიტერატურაც, პირველად, თბილისში გამოიცა. ამ ფაქტების განხილვის შემდეგ ნათელი ხდება ჩვენსა და აფხაზებს შორის მჭიდრო კავშირი და მისი გაწყვეტის ხელოვნური მცდელობა. უპირველეს ყოვლისა, ენათა შორის კავშირის მაჩვენებელია საერთო დამწერლობა. თავდაპირველად, აფხაზურს დამწერლობა არ გააჩნდა და ლიტერატურულ ძეგლზეც ლაპარაკი ზედმეტი იყო. 1862 წელს პირველი აფხაზური ანბანი ბარონმა პეტრე ფონ უსლარმა შეიმუშავა. თვითონ უსლარი აღნიშნავდა, რომ ქართული დამწერლობა იდეალური იყო არამარტო აფხაზური, არამედ ნებისმიერი ჩრდილოკავკასიური ენისთვის, რადგან მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ყველაზე ზუსტად გადმოსცემდა ჩრდილოკავკასიელთა ბგერებსა და ენის თავისებურებას. მაგრამ მისივე თქმით, ქართული დამწერლობის გამოყენება საფრთხეს უქადაგებდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას, ამიტომაც მან სლავურ დამწერლობაზე დაყრდნობით შეუქმნა აფხაზებს ანბანი. პირველი ანბანი 37 ასოს შეიცავდა და შემდეგ მათი რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. ნიკო მარიც შეეცადა, სრულ-ეყო აფხაზური ანბანი, თუმცა ის ლათინურ დამწერლობაზე დაყრდნობით შექმნა. ნიკო მარის ანბანი 75 ასოს შეიცავდა და აფხაზების მიერ 1926 წლამდე გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა, ორივე ანბანი სრულიად არ შეესაბამებოდა აფხაზური ენის სპეციფიკას: ერთი ხმოვნის გადმოსაცემად ორი-სამი ასო იყო საჭირო, ხოლო დამატებითი ხმოვნებისთვის არსებული ანბანი საკმარისი არ იყო და ასოების სახეცვლილება უწევდათ. შედეგად, 1937 წელს მოიწვიეს კრება, სადაც განიხილეს ქართული დამწერლობის შემოღების საკითხი. 1922 წელს საბჭოთა კავშირში ლათინიზაციის, ხოლო 1936 წელს- კირილიზაციის პოლიტიკა დაიწყო. როგორც მეცნიერი თეიმურაზ გვანცელაძე აღნიშნავს, აფხაზური ენა გადაურჩა რუსიფიკაციას პოლიტიკური ინტერესების გამო. პირველ რიგში, მოგეხსენებათ, საქართველო თურქეთს ესაზღვრება, თურქეთი კი 30-იან წლებამდე საბჭოთა კავშირის მოკავშირედ ითვლებოდა. 30-იანი წლების შემდეგ ის ნაცისტურ ბლოკს შეუერთდა და საბჭოთა იმპერიის საზღვრებზე არეულობის დაწყების შეეშინდათ. თუკი საქართველოში ხალხს არ გაუჩნდებოდა პრივილეგირებულების მოჩვენებითი განცდა, ისინი კიდევ აჯანყდებოდნენ და მტრის მხარეს გადავიდოდნენ. ამიტომ, ქართული დამწერლობის ასეთი დაწინაურება „მეგობრული“ ჟესტი იყო. მეორე მხრივ, აუცილებელი იყო საქართველოს შეკავება, რათა დამოუკიდებლობის მსურველების რიცხვი არ გაზრდილიყო და ქვეყანას არ დაეტოვებინა კავშირი. ცხადია, „მეგობრული ჟესტები“ ამისთვის არ იყო საკმარისი, ამიტომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის სიტუაციის გამძაფრება მძლავრი მექანიზმი იყო. თუკი საქართველო გამოეყოფოდა კავშირს, აფხაზეთი გამოეყოფოდა საქართველოს. ამ იდეის განსახორციელებლად საჭირო იყო აფხაზებისთვის „ქართული დამწერლობის დაძალება“, რაც ერებს შორის ურთიერთობას დაძაბავდა. 1937 საბჭოთა ხელისუფლებამ თათბირი მოაწყო, სადაც უნდა განეხილათ აფხაზური ენის დამწერლობის საკითხი. თათბირის მონაწილე 33 პირიდან 6 მეცნიერი ეროვნებით ქართველი იყო (თბილისიდან პროფესორები: პეტრე შარია, აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, სოხუმიდან კი ბაგრატ ჯანაშია), 4 მონაწილე რუსი (პროფ, ა. გრენი, ი. ტატიშჩენკო, ზ. მიირინა და ა. ფადეევი), უმრავლესობას კი (23 კაცი) აფხაზი მეცნიერები, მწერლები, ჟურნალისტები და პედაგოგები წარმოადგენდნენ (ს. აქირთავა, აფხაზური სეპარატიზმის მესაძირკვლე სიმონ ბასარია, ნ. ბასილაია, ენათმეცნიერი ხუხუტი ბღაჟბა, ნ. გერია, მწერალი და ჟურნალისტი მიხეილ გოჩუა, გ. გულია, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელია დიმიტრი გულია, პარტიული ფუნქციონერი მიხეილ დელბა, ბ. კაცია, ნ კოკოსქერია, ვ. მაანი. ვ. ნაყოფია, აფხაზი განმანათლებელი ნიკოლოზ პატეიფა, ს. სიმონია, ენათმეცნიერი გიორგი შაკირბაი, კ. შაყრილი, გ. ძიძარია, კ. ძიძარია, ნ. ჭოჭუა, მწერალი ვლადიმერ ხარაზია და პოეტი მუშნი ჰაშბა). აღსანიშნავია, რომ რუსი დელეგაცია არ იღებდა ხმას, ხოლო აფხაზები და ქართველები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ დისკუსიაში. ს. ჯანაშიამ პირველივე გამოსვლისას განაცხადა, რომ აფხაზური დამწერლობა მხოლოდ აფხაზეთის საზოგადოების საქმეა და ქართველი მეცნიერები აქ კონსულტანტებად არიან მოწვეულნი. ამ ფრაზით მან ქართული დამწერლობის შემოღების არაძალადობრივ მეთოდს გაუსვა ხაზი. საკითხი კი ყველა აკადემიური ნორმის დაცვით განიხილეს. საბოლოო ჯამში, აფხაზეთის დელეგაცია მხარს უჭერდა ქართულ დამწერლობაზე დაყრდნობილ პროექტებს. წარმოდგენილი იყო 4 პროექტი და აქედან ორი აფხაზეთის ინიციატივით შეიმუშავეს. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ აფხაზური ენა ქართულ დამწერლობას გამოიყენებს, რომელსაც რამდენიმე ასო ( ჲ, ჳ, ჷ, გუ, ძუ, კუ, ყუ, ღუ, ხუ, გჲ, ქჲ, კჲ, ყჲ, ღჲ, ხჲ) დაემატება. ბოლოს, აფხაზმა მეცნიერებმა მადლობაც კი გადაუხადეს თბილისიდან მოწვეულ პროფესორებს. სეპარატიზმის გაზრდისას და ხრუშჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ შეთანხმებებს ხაზი გადაესვა. 1958 წელს ქართველებისგან დისტანცირების მიზნით აფხაზური ისევ „კირილიცაზე“ გადავიდა, რის შემდეგადაც არაერთი რუსიზმი შემოვიდა აფხაზურ ენაში. მეტიც, რუსული მხარე მოითხოვდა რუსიზმების ზედმიწევნით კალკირებას, მაშინ როდესაც ქართული ენიდან შემოსული სიტყვები მცირერიცხოვანი იყო და ისინი აფხაზური ენის ნორმების შესაბამისად იწერებოდა (მაგალითად, სიტყვები აგჲამა ”გემო”, აკჲატ ”კეტი”, აუათახ ”ოთახი”, აწას ”წესი”, ამაწაფა ”მოწაფე”). ქართული დამწერლობის არსებობის პერიოდში კი აფხაზურ ენაში სხვა ენებიდან ყველაზე ნაკლები ბარბარიზმი შემოვიდა. არცერთ წერილობით წყაროში არ დასტურდება, რომ 1906 წლამდე ვინმეს შეექმნას მხატვრული ტექსტი აფხაზურ ენაზე. ამასთანავე, გიორგი შარვაშიძე, ეროვნებით აფხაზი, აფხაზეთის მთავრის უკანასკნელი ვაჟი და ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე იყო მწერალი და პუბლიცისტი, რომელიც ქართულ და აფხაზურ ენებზე წერდა ნაშრომებს. თავის წერილებში ის აფხაზეთსა და საქართველოს განუყრელ ნაწილად თვლის. ცნობილია მისი მკაფიო პოზიცია ერების ერთიანობის შესახებ. თავის ერთ-ერთ წერილში ის წერს: „…ჩვენს სამშობლო ივერიას ყოველგვარი დიდი კულტურული განცდა გამოუვლია. მაგრამ ჩვენი წარსული ისეთ ჟამს გაშეშდა, რომ დაგვებნა ბუნებრივი ევოლუციის შარა და კანონი. დიაღ, ჩვენ შეგვიძლია თამამადაც ვთქვათ, რომ იღბალის უკუღმართობას ხელი არ შეეშალა, ევროპის წინათაც ვიქნებოდით ჩვენ დღეს; ვინაიდან როდესაც ანდრია მოციქული აქ ქრისტეს მცნებას გვიქადაგებდა, ევროპაში თვით დუკებსაც კამეჩის ტყავი ეცვათ ტანზე და ფეხშიშველა, შუბებით ხელში ნადირობდნენ ტყეებში…“. 1917 წელს ის მონაწილეობდა სახალხო შეკრებაში, სადაც ანტიქართულად განწყობილმა აფხაზებმა ისურვეს „კავკასიით მთიელთა რესპუბლიკაში“ გაწევრიანება და აფხაზეთის გამიჯვნა საქართველოსგან. გიორგი შარვაშიძემ მათ აფხაზურ ენაზე მიმართა: “თქვენ თქ­ვენს უფროს ძმებს მიჰყევით, მათთან ერთად იმოქმედეთ და იბ­რ­ძოლეთ თავისუფლების მო­­საპოვებლად და შესანარჩუნებლად. ვიცი, ზოგი­ერ­თებს არ მოეწო­ნე­ბათ ჩემი ასეთი აზ­­რი, რადგან ისინი მოსკოვისაკენ იყურებიან, მე კი – თბილი­სი­საკენ. სხვა გზა არ არის და არც ყოფილა აროდეს აფხაზეთისათვის, გარ­და საქართ­ვე­ლოსთან მჭიდრო კა­ვ­­შირისა და მასთან ყოფნისა განუყრელად ჭირ­ში და ლხინში” აღსანიშნავია კიდევ ერთი აფხაზი მწერლის, დიმიტრი გულიას შემოქმედება. მისი ლექსების კრებული იყო პირველი აფხაზურად დაბეჭდილი წიგნი, რომელიც, ამასთანავე, პირველად თბილისში გამოიცა. მისი ლექსები აგებულია აფხაზურ ფოლკლორზე, თუმცა იგრძნობა ქართული მოწინავე ლიტერატურის დიდი გავლენა. ის აღწერს მოშაირე ქალ-კაცს, აფხაზურ ხუმრობებს ადამიანის ნაკლოვანებაზე, აფხაზების გმირ აბრსკილის ეპოსსა და მრავალ სხვა სიუჟეტს. ნათელია მის ლექსებზე ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, მამია გურიელის და ვაჟა-ფშაველას გავლენა. არაერთი ანალოგიის გავლება შეიძლება შემდეგ ქართულ ნაწარმოებთან: “ყაყაჩოსა სიწითლითა”, “მიყვარს ფაცხა მე მეგრული”, “ომში წასვლა მას უხარის”, “ჩიტო, ჩიტო, ჩიორა”. ამრიგად, დიმიტრი გულიას ლექსები კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულებაა ქართულ-აფხაზური ლიტერატურული კავშირის. 1992 წელს ანდრეი ჭოჭუას მიერ შექმნილი „აფხაზური ანბანი“ ზუსტად იაკობ გოგებაშვილის „დედაენაზე“ დაყრდნობით გამოიცა და დღესაც მცირეოდენი ცვლილებებით ისწავლება აფხაზეთის სკოლებში. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფხაზური განათლებას ემყარებოდა საქართველოში არსებულ სისტემას და დღესაც, აფხაზი სეპარატისტებისთვის შეუმჩნევლად, იჩენს თავს. ასევე, ანდრეი ჭოჭუას ეკუთვნის იაკობ გოგებაშვილის საბავშვო თხზულებების თარგმანი. საყმაწვილო ლიტერატურის მეორე ფუძემდებელი- ანტონ ჩუკბარი, ასევე თბილისში მოღვაწეობდა და მისი წიგნები „ აფხაზური ენა აფხაზთა სკოლებისათვის“ და „მახლობელი ცხოვრება“ აქვე დაიბეჭდა. 1919 წლიდან სოხუმის საოსტატო სემინარიაში შეიქმნა აფხაზური სალიტერატურო წრე და ჟურნალი „შარფიეწვა“ (ცისკრის ვარსკვლავი) რომელიც, აფხაზური ლიტერატურის განვითარებასთან ერთად, მიზნად ისახავდა ქართული ლიტერატურის თარგმნას. გადმოცემით, სოხუმის სემინარიის წევრები სოფლებში დადიოდნენ და ქართულიდან ნათარგმნ პიესებს დგამდნენ აფხაზურ ენაზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აფხაზეთისა და საქართველოს ლიტერატურის ურთიერთქმედებას ხელი ვერ საბჭოთა ხელისუფლებამ შეუშალა- 1928 წლიდან აფხაზური ჟურნალები „აფსნი ყაფშ“ (წითელი აფხაზეთი) და „ეწვაჯაა“ (ხომალი) თბილისში იბეჭდებოდა და მიზნად ისახავდა ახალბედა აფხაზი მწერლების ხელშეწყობას. ყოველივე ეს ხელს უწყობდა მომავალი მწერლების ჩამოყალიბებას. საინტერესოა, რომ ახალი თაობის აფხაზი მწერლები ქართველთა გმირობებს აღწერდნენ. მაგალითად, ივა კოღონია. მის კალამს ეკუთვნის რუსული ცარიზმის საწინააღმდეგო პოემა “სვანი მურზაყანი”, რომელიც მიეძღვნა კონსტანტინე დადეშქელიანს, ვინც 1857 წელს მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ა. გაგარინი. 1920-1930 წლისთვის კი აფხაზურად „ვეფხისტყაოსანი“ ითარგმნა. წყარო: postal cat#აფხაზეთი #ლიტერატურა #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
Primetime
Tbilisi · 3 months ago
უთხარით ყველას… სადილი უფასოა! – რესტორანი მოქალაქეებს ეპატიჟება
თბილისში, წინამძღვრიშვილზე მდებარე რესტორნის მეპატრონე, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს. თამუნია მექერიშვილი მოქალაქეებს უფასო სადილს სთავაზობს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „როგორც იცით დროებით დაკეტილი მაქვს რესტორანი.. რომელიც სულ ახალი გახსნილია….მართალია პროდუქტების დიდი მარაგი არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს……გავუზიარებთ ჩვენს მოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ… მე…. , ჩემი ევროპელი შეფმზარეული, ამერიკელ საქმიან პარტნიორთან ერთად მზად ვართ ვემსახუროთ ადამიანებს და ჩვენს პატარა სამშობლოს. სრულიად უანგაროდ!!! 30 მარტს დღის ორი საათიდან …. დარიგდება უფასოდ! ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ცხელი და გემრიელი კერძები…. 30 მარტი ვორონცოვი… მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია… წინამძღვრიშვილის 14. დავიცავთ შესაბამის სადენზინფექციო ინსტრუქციებს… ერთად გადავარჩინოთ ყველას სიცოცხლე!!! …! გთხოვთ… არ დამიწეროთ რომ კეთილი ვარ… არა არ ვარ….. ეს უბრალოდ ყველა ადამიანის ვალია… იხსნას საკუთარი სიცოცხლე და გადაარჩინოს სხვისიც. გ ე ლ ო დ ე ბ ი თ ! უთხარით ყველას…. სადილი უფასოა!“,- წერს თამუნა მექერიშვილი.
კონემიკა საინფორმაციო
Kutaisi · 3 months ago
მონასტრისკენ მიმავალი ჩამტვრეული გზა
“საბერძნეთმა აღდგომის დღესასწაული გ ა დ ა დ ო ! ! ! 3 დღე უწყვეტად წვიმდა ათონზეო… 6 აპრილს მონასტრებისკენ მიმავალი გზის ჩამტვრევით დასრულდა! ვიფიქროთ?! თქვენი არვიცი და სხვა არ მეფიქრება – უფლისკენ მიმავალი გზა ჩატეხა საბერძნეთმა?! შედეგზე მეტად მიზეზი მამწუხრებს! დედაღვთისა გვაფრთხილებს … გ ვ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ს ! ! ! და ვიდრე გონი შეგვრჩენია ვიფრთხილოთ და ნუღარ გავანაწყენებთ! გილოცავთ ხარების დღესასწაულის დადგომას და ქრისტიანად ყოფნას გინატრით ! მტკიცედ იდექით ! ! ! მარტო არა ვართ! მთავარანგელოზ მიქაელის დასში გვეღვაწოს! გილოცავთ ქრისტეს შვილებო და მეგობრებო!” - სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს ემიგრანტი, ლანა ტუღუში.#news#events#opinion#greece#სიახლე#სიახლეები#აღდგომა#საბერძნეთი
Headline
Tbilisi · 3 months ago
რომელი საწარმოები იმუშავებენ ე.წ. კარანტინის დროს-მთავრობამ დადგენილება გამოსცა
ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი დღეიდან საქართველოში ე.წ. "კონემდანტის საათი" და "მკაცრი კარანტინის" ნორმები ამოქმედდა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ამის გამო ქვეყნაში ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ საგამონაკლისო წესით მოხდება, რაც პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მეშვიდე მუხლში არის განსაზღვრული. სრულად წარმოგიდგენთ ბიზნესისთვის დაწესებულ შეზღუდვებს: „მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა 1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა: ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა; გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა; დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა; ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა; ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით; ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა; თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა; ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა; კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა; ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა; მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა; ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა; ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“); პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა; ჟ) საადვოკატო საქმიანობისა; რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა; ს) პრესის ჯიხურებისა. 2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს იმ ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობას წარმოუდგენენ საქართველოს სამინისტროები ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით. 4. საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება. 5. საგანგებო მდგომარეობის ვადით რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე. წ. „დრაივის“) მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე. 6. ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობა, მიუხედავად ფორმისა და სახისა, უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.“ P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bm.ge-ს მიერ. #news #politics #covid19
Pirveliradio Ge
Kvemo Kandaura · 1 month ago
პარლამენტის კომიტეტების რაოდენობა 15-დან შესაძლოა, 13-მდე შემცირდეს
პარლამენტში კომიტეტების რაოდენობა 15-დან 13-მდე შესაძლოა, შემცირდეს. ამის შესახებ რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტშია აღნიშნული. კანონპროექტის თანახმად, უქმდება აგრარულ საკითხთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტები. კულტურისა და დიასპორის საკითხები ერთიანდება სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ქვეშ. აქედან გამომდინარე იცვლება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასახელება და მისი სახელწოდება განისაზღვრება როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასახელებაში სიტყვა უშიშროება იცვლება უსაფრთხოებით. სახელწოდება ეცვლება საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტსაც. ცვლილებების თანახმად, პარლამენტში შემდეგი კომიტეტები ჩამოყალიბდება: ა) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; ბ) განათლების და მეცნიერების; გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; დ) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; ე) ევროპასთან ინტეგრაციის; ვ) თავდაცვისა და უსაფრთხოების; ზ) იურიდიულ საკითხთა; თ) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; ი) საგარეო ურთიერთობათა; კ) საპროცედურო საკითხთა და წესების; ლ) საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა და აუდიტის; მ) კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; ნ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა; „აღსანიშნავია, რომ კომიტეტთა რაოდენობა და მათი დასახელება 15 წელზე მეტია არ შეცვლილა. დღეს არსებული გამოწვევებიდან და რეალობიდან, ასევე საპარლამენტო საქმიანობის ანალიზიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ მოხდეს საპარლამენტო კომიტეტების რაოდენობის შემცირება,” - აღნიშნავენ კანონპროექტის ინიციატორები. გარდა ამისა, ცვლილება შედის რეგლამენტის 34-ე მუხლში, რომლის თანახმად ორ კომიტეტში გაწევრებულ პარლამენტის წევრს, ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემთხვევაში მეორე კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ორივე კომიტეტის სხდომა იმართება ერთ დღეს და მათგან ერთი სხდომა მაინც გასვლითია. ცვლილებების პროექტის ინიცირება 27 მაისის ბიუროს სხდომაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა ავტორებმა კანონპროექტი უკან გაიწვიეს და განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებათა პაკეტის ახალი ვერსიის ინიცირებას მოახდენენ. პარლამენტში ამბობენ, რომ კანონპროექტი დაკორექტირდება, თუმცა ძირითადი შინაარსი შენარჩუნდება.