გამარჯობა ციურიხის ქართველებო. ისედაც ვგიჟდებოდი შვეიცარიაზე, ყოველთვის მინდოდა აქ ჩამოსვლა, მაგრამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ხალხის დამოკიდებულებამ, სითბომ და მოწესრიგებულობამ. არ ვიცი ეს ყველაფერი ამ ორ დღეში ჩანს ესე, თუ ზოგადად ნორმაა, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ. სასტუმროც ზუსტად ისეთი დამხვდა (თუ უკეთესი არა), როგორიც დავჯავშნე. 10/10 შვეიცარიას. დღეს იმასაც ვნახავ, ახალ წელს როგორ აღნიშნავენ და იმედია არ გამიცრუვდება იმედები.
პ.ს. მე ვამბობდი, რომ გერმანიაში ძალიან ცივა, თუმცა, შვეიცარიის შემდეგ, ხმას აღარ ამოვიღებ ? აღარც სიძვირეზე ?
პ.პ.ს. გილოცავთ დამდეგს, ბედნიერი და ნაყოფიერი წელი ყოფილიყოს :)
#photo
Zürich