უკვდავების ბინადარი

0
არიან ადამიანები, რომელთა ტრაგიკული ბედის მიუხედავად, ცხოვრებისეული თავგადასავლების გახსენება ღიმილს გგვრის.ბევრი სასაცილო ეპიზოდი გვსმენია გია ფერაძის ცხოვრებიდან... პირველად სცენაზე: გია 6 წლის იყო, როცა ბაბუა – სერგო გადასახლებიდან დაბრუნდა. იგი გიას დააყენებდა ხოლმე სკამზე და ლექსებს ათქმევინებდა. გია მაშინ ყველა სიტყვას გამართულად ვერ წარმოთქვამდა და ენას ბავშვურად უქცევდა. ერთხელ, ბაბუას მეგობრის, დიდი პოეტის , იოსებ გრიშაშვილის საღამო ტარდებოდა; იმ ლექსებს შორის, რომელიც გიამ იცოდა, იყო გრიშაშვილის ლექსი – “დიდება ბელადს”. ბაბუამ გიას ხელი მოჰკიდა და საღამოზე წაიყვანა. პოეტს შვილიშვილი წარუდგინა და უთხრა, რომ გიამ მისი ლექსი იცოდა და თანაც გამოთქმით კითხულობდა. მეორე განყოფილებაში ის წამყვანმა წარადგინა და ხალხით სავსე დარბაზის წინაშე დიდ სცენაზე გია პირველად გამოვიდა. როგორც ბაბუა ჰყვებოდა არავითარი დაბნეულობა და მორცხვობა, გია რიხიანად გავიდა, სცენის შუაში დადგა და გამოთქმით დაიწყო: “დიდება ბელადს”, ლექსი “აქდამეკიდოს” გრიშაშვილისა!” დარბაზში ხარხარი ატყდა ))) “აკადემიკოსის” ნაცვლად, “აქდამეკიდოს” ამბობდა, რაც ბაბუამ კარგად იცოდა! სცენაზე, სავარძელში მჯდომი სოსო წამოდგა, გიასთან მივიდა, თავზე ხელი მოუთათუნა და ღიმილით უთხრა: “შვილო, ამ მთავრობას რომ ვკიდივარ, ეგ ვიცოდი, მაგრამ შენ რაღა დაგიშავე?!” ეს იყო მომავალი მსახიობის სასცენო დებიუტი )))
0