ბოატენგი ფეხბურთელებს: დავიჩოქოთ

0
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე ფეხბურთელებს დაჩოქებისკენ მოუწოდა. მოგეხსენებათ, Black Lives Matter პროტესტის ფორმაა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, თავდაპირველად კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოვიდა, როდესაც, პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტებამ ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის სიცოცხლე შეიწირა.  როგორც ჟერომმა თქვა, მასთან ბაიერნის ფეხბურთელები, კიმიხი და გორეტცკა მივიდნენ და ჰკითხეს, თუ დახმარება როგორ შეეძლოთ. გერმანელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაში ამგვარი პერფორმანსი აუცილებელია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი - ორმაგად, რადგან მას თვალს მთელი მსოფლიოდან ადევნებენ.
0