რაზე მოგვითხრობენ იაპონური სიტყვები?

0
იპონურ ენაში არსებობს ისეთი სიტყვები , რომლებსაც ინგლისური ზუსტი თარგმანი არ გააჩნიათ. ამ სიტყვების ახსნა მხოლოდ რამდენიმე წინადადებით ან სიტყვით შეიძლება. ისინი გადმოსცემენ ადამიანურ ღრმა ფსიქოლოგიურ ფიქრებსა და გრძნობებს.

Yugen

ეს სიტყვა აღნიშნავს გრძნობას, რომელიც ადამიანს საკუთარი ადამიანად ყოფნისა და სამყაროს ღრმა , მისტიკური სილამაზის გააზრებისას ეუფლება

Shouganai

ის, რასაც აღარ ეშველება. ამ სიტყვას იაპონელები საკუთარ ცხოვრებაში ისეთი მომენტების აღსანიშნავად გამოიყენებენ, რომლებიც უბრალოდ მოხდა და არ აქვს მნიშვნელობა ცუდია თუ კარგი. თუ ცუდია ეს მათი ბრალი არ არის , ხოლო თუ კარგია , მაშინ უბრალოდ უნდა დატკბე მომენტით, რომელსაც ვერ აკონტროლებ.

Wabi-sabi

სილამაზის პოვნა ნაკლულ სამყაროში, რომელიც არაა იდეალური, თუმცა მშვიდად იღებ მის ბუნებრივ ბრუნვას დაბადებიდან დაცემამდე.

Boketto

თუკი როდესმე ფიქრებში ღრმად გადაშვებულხართ და ის ადგილიც კი დაგვიწყებიათ , სადაც იმყოფებით, ამ სიტუაციას სწორედ ეს იაპონური სიტყვა აღწერს.

Ukiyo

მცურავი სამყარო , ანუ მომენტი, როცა ცხოვრობ წამით და მსოფლიოს ყველა შფოთვისგან შორს ხარ.

Fuubutsushi

მოგონებების, ფოტოების, გნძნობებისა და სცენების ერთობლიობა, რომელიც ერთ კონკრეტულ წლის სეზონს გახსენებთ. მაგალითად გაზაფხულზე მცენარეების ყვავილობა და თოვლიანი მთები ზამთარში. ანდაც, გაყვითლებული ფოთლები ქუჩის ტროტუარებზე და ზაფხულის მხიარული საღამოები.
#კულტურა
#იაპონია
#სიტყვები
#მსოფლიოსუცნაურობანი
#მოგზაურობა
#ხელოვნება
0