კეპა - ყველაზე ცუდი მაჩვენებელი მთელ პრემიერლიგაში

0
ვის აქვს სეივების ყველაზე ნაკლები პროცენტი ინგლისის პრემიერლიგაში? არც ნორვიჩის მეკარეა, არც ასტონ ვილასი, არც ბრაიტონის... ჩელსის გოლკიპერი კეპა არისაბალაგას ყველაზე ცუდი პროცენტული მაჩვენებელი აქვს. 33 მატჩში 102-ჯერ დაურტყეს და 47 გაუშვა, ხოლო 55-ჯერ აიღო (ან მოიგერია). დარტყმების 54, 5 %-ს გაუმკლავდა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია გასულ სეზონში. კეპა 2018 წელს ბილბაოდან გადავიდა ჩელსიში. ბოლო დღეებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ლონდონელებმა, შესაძლოა, რომელიმე კლუბში გაანათხოვრონ ესპანელი მეკარე.
0