სპორტი, რომელიც აძლიერებს თქვენს გულსა და ფილტვებს

0
ცურვა საოცრად კარგი გზაა თქვენი სხეულისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ასამუშავებლად. ერთსაათიანი ცურვა იმდენივე კალორიას წვავს, რამდენსაც სირბილი, თანაც თქვენი ძვლები და სახსრები ბევრად უფრო ნაკლებ ზეწოლას განიცდის.

ცურვის უპირატესობა:

ცურვის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის მთლიანად ამუშავებს თქვენს სხეულს, თავით ფეხებამდე. ცურვა: 📌 ზრდის თქვენს გულისცემას ისე, რომ სხეული არ განიცდის ზეწოლას 📌 ტონუსში ამყოფებს კუნთებს 📌 გმატებთ ძალას 📌 ზრდის გამძლეობას

ცურვის სტილი

არსებობს ცურვის რამდენიმე სტილი, რომელიც ცურვით ვარჯიშს მეტ მრავალფეროვნებას შესძენს: 📌 ბრასი 📌ზურგზე ცურვა 📌გვერდულად ცურვა 📌ბატერფლაი 📌თავისუფალი სტილი თითოეული მათგანი კუნთების სხვადასხვა ჯგუფზე ფოკუსირდება, წყალი კი ზომიერ წინააღმდეგობას წევს. სტილისგან განურჩევლად ცურვისას თქვენ თქვენი კუნთების უდიდეს ნაწილს იყენებთ.

სიცოცხლის ძალა

ცურვისას კუნთებთან ერთად თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემაც მშვენივრად ვარჯიშობს. ის გულსა და ფილტვებსაც აძლიერებს. ცურვა იმდენად კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის, რომ როგორც მკვლევრები ამბობენ, ის შეიძლება სიკვდილის რისკსაც კი ამცირებდეს. არააქტიურ ადამიანებთან შედარებით მოცურავეებს სიკვდილის განახევრებული რისკი აქვთ. სხვა კვლევების მიხედვით, ცურვა სისხლის წნევის შემცირებასა და სისხლში შაქრის დონის მართვას უწყობს ხელს.
#health
#forhealth
#healthylife
#healthcare
#behealthy
Tbilisi
0