როისის ამბავი გაურკვეველია

0
დორტმუნდის კაპიტანი მარკო როისი კვლავ ტრავმირებულია და ექიმებიც ვერ აკეთებენ პროგნოზს, თუ როდის დაბრუნდება. როისი თებერვალში, ვერდერთან მატჩის ბოლო წუთებზე შეცვალეს და მას მერე არ უთამაშია. იქიდან კი ხუთი თვე გავიდა. როისს ბარძაყის კუნთი სტკიოდა და თავიდან ჩანდა, რომ ერთ თვეში დაუბრუნდებოდა ინტენსიურ ვარჯიშებს, მაგრამ მერე პანდემია დაიწყო. ელოდნენ, რომ ჩემპიონატის განახლებას როისი მზად შეხვდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. 31 წლის როისს ძალიან არ უმართლებს. ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა და მუნდიალიც.
0