იმედი მაქვს, მოსამართლე, რურუას განაჩენის გამოტანისას, დამოუკიდებელი იყო - დეგნანი

0
იმედი მაქვს, რომ მოსამართლეს, რომელმაც გიორგი რურუას განაჩენი გამოიტანა, საშუალება ჰქონდა, ეს დამოუკიდებლად, ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევის გარეშე გაეკეთებინა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა. "საქმეზე, რურუას მიმართ ბრალდებების ფაქტობრივ საფუძველზე, თავიდანვე იყო გარკვეული კითხვები, მათ შორის, ომბუდსმენის მხრიდანაც. აშშ-ის საელჩოსა და სხვებს, ასევე ჰქონდათ წუხილები რურუას დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დროსა და გარემოებებთან დაკავშირებით. როგორც ადრეც ვთქვი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს განვითარებისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ნდობა. ინვესტორებისთვის, რათა დააბანდონ ამ ქვეყანაში და დემოკრატიული სიჯანსაღისა და პროგრესისთვის, " - ამბობს კელი დეგნანი.
0