ლელა ანჯაფარიძე😥💖
ძალიან დილა მშვიდობის!
დღეს დილით, როდესაც გავედი ჩემს უკვე უადესო და უბროწეულო აივანზე (შემოგვეჭამა))) და ზევიდან გადავხედე წვიმისგან ცოთა დასევდიანებულ, ნისლიან თბილისს, პირველად შემცივდა და თავი დავიწყნარე შესანიშნავი სიტყვებით -
„როდესაც გული ცხელია და გულისცემა ხშირი - შეუძლებელია გაიყინო“...
ეს სიტყვები ეკუთვნის უკეთილეს და უკეთილშობილეს ადამიანს, შვედ მეზღაპრეს, ასტრიდ ლინდგრენს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შევედეთის დაბა ნესში, გლეხის ოჯახში...
დამეთანხმებით, რომ ადამიანის მომავალზე და მის ხასიათზე დიდ გავლენას ახდენს მისი ბავშვობა და ოჯახის გარემო... ასტრიდი იზრდებოდა ისეთი სიყვარულით გარშემორტყმული, რომ სხვანაირი ვერც გაიზრდებოდა...
მის მამას, სამუელ ერიქსონს და დედას - ჰანა იონსონს ერთმანეთი შეუყვარდათ, როდესაც სამუელი იყო 13, ხოლო ჰანა 7 წლის და ეს სიყვარული შეუწყვეტლივ გრძელსებოდა მათ ღრმა სიბერემდე...
სხვათაშორის თავისი ერთადერთი „არასაბავშვო“ წიგნი, ასტრიდმა სწორედ მშობლებს მიუძღვნა...
ასტრიდა ყავდა ერთი ძმა და ერთი და ... მათაც განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობები ჰქონდათ...
მე ჩემს ნინკას პირველად წავუკითხე ანდერსენის ზღაპრები, შემდეგ კი გადავედი ასტრიდის გმირებზე... სწორედ ამ თანმიმდევრობით... და ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ასტრიდ ლინდგრენი ყოფილა განს ჰრისტიან ანდერსენის პრემიის ლაურეატი, რომელიც საბავშვო ლიტერატურაში, ნობელის პრემიის ტოლფასია...
ჩემი აზრით, ზღაპარში შეიძლება იყვნენ და ალბათ, უნდა იყვნენ უარყოფითი გმირები, მაგრამ მათ „უარყოფითობასაც“ რაღაცა საზღვარი უნდა ჰქონდეს... ასტრიდმა ეს საზღვარი იცოდა, მე მგონი ყველა მეზღაპრეზე უფრო... მის ზღაპრესბს რომ კითხულობ, ასე გგონია, რომ „ცუდი“ გმირების გამოსწორებაც შეიძლება...
ისე კი რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ცხოვრებაშივე ხედავ, რომ ყველა პატარას, რომელიც გახვევია და ასტრიდმა მთელი ცხოვრება გაატარა ბავშვების გარემოცვაში, დაწყებული თავისი შესანიშნავი გოგოთი და ბიჭით, ჯერა მრგვალი და სასაცილო კარლსონის, რომელსაც მუცელზე ღილი ღილაკი აქვს დამაგრებული და ზურგზე პროპელერი... რომელსაც უყვარს მურაბები და ეჭვიანობს ლეკვებზე)))
მე, მაგალითად დიდხანს მჯეროდა, რომ ჩემი სახლის სახურავზე ცხოვრობდა კარლსონი... რა ასაკამდე მჯეროდა, არ გამოგიტყდებით)))
ასევე კარგად მახსოვს, საკმაოდ მკაცრად მზრდიდნენ და როგორ ველოდებოდი გრძელწინდა პეპის, რომელიც ყოველთვის აკეთებდა იმას რაც უნდოდა)))
შვედ ბავშვებს ჰქონდათ დიდი ბედნიერება, მოესმინათ მათი საყვარელი ზღაპრები თავად ასტრიდის შესრულებით, რადიოთი... ყვებიან, რომ ის საოცრად კითხულობდა... თანაც, მისი განუმეორებელი კეთილგანწყობა და იუმორის გრძნობა მთელ შვედეთში იყო ცნობილი... ბავშვები კი ამას ყველაზე კარგად გრძნობენ...
ასტრიდს განსაკუთრებით უყვარდა ცხოველები... 1985 წელს მან გაიგო, რომ შვედეთის მსხვილ ფერმებში სისასტიკეს იჩენენ შინაური ცხოველების მიმართ, 78 წლის ასტრიდმა დაწერა წერილი სტოკჰოლმის წამყვან გაზეთებში. წერილში კი იყო ზღაპარი შესანიშნავ ძროხაზე, რომელსაც ყველა უყვარს და მას კი აწვალებენ... სწორედ ამ ზღაპრით ასტრიდმა დაიწყო კამპანია ცხოველების ცუდი მოპყრობის წინააღმდეგ და 1988 წელს შშვედეთში მიიღეს კანონი ცხოველების დაცვის შესახებ, რომელსაც ლათინური დასახელება ჰქონდა Lex Lindgren (ლინდგრენის კანონი)...
ასტრიდ ლინდგრენი საოცრად უყვარდათ ბავშვებს, ის მათ მაგნიტივით იზიდავდა... მას მთელი მსოფლიოდან ტომრებით მოსდიოდა პატარების წერილები და ნახატები...
მე ვფიქრობ ამის მიზეზია არა მხოლოდ მისი გმირები, მისი სიკეთე, საოცრად ბავშვური ხასიათი, რომელიც ბოლომდე შეინარჩუნა, მისი ზღაპრული ღიმილი...
ამ ყველაფრის გარდა, მას უყვარდა ბავშვები და პატივს სცემდა...
ძალიან მიყვარს მისი სიტყვები - „თავი დაანებეთ ბავშვებს... უბრალოდ, იყავით მათ შორი- ახლოს იმ შემთხვევაში, თუ დაჭირდებით“
ასტრიდ ლინდგრენს ყავდა რამდენიმე განსაკუთრებით ახლობელი მკითხველი, რომლებთანაც წლების განმავლობაში ჰქონდა მიმოწერა... ის მათ სერიოზულ ფინანსურ დახმარებასაც უწევდა... ასტრიდი მატერიალურად მხარს უჭერდა რამდენიმე ფონდს... ეხმარებოდა ლტოლვილებს, ხეიბრებს... და არა ზოგიერთივით, სიმბოლურად და ერთჯერადად, არამედ საკმაოდ დიდი თანხებით და სისტემატურად...ბოლომდე...
ყველაზე ძალიან კი მიყვარს ასტრიდ ლინდგრენის ფრაზა -
„მე უბრალოდ დაეწმუნებული ვარ იმაში, რომ ადამიანმა შეიძლება ისწავლოს ფრენა... რა თქმა უნდა, დანარცხება მიწაზე, - მტკივნეულია, მაგრამ აუცილებელი ხომ არ არის ფრენის სწავლის დაწყება დიდი სიმაღლეებიდან“...
სხვათაშორის, მეც მჯერა ამის დღემდე...
გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ასტრიდ ლინდგრენივით კეთილ დღეს!