ბარტომეუ, წადი!

0
ესპანური საიტების ცნობით, ბარსელონას აქტივისტი ფანები ხელმოწერებს აგროვებენ კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუს წასვლის მოთხოვნით. არა მხოლოდ ბარტომეუსი, მთლიანად მისი ხელქვეითების. ამ კამპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ხოსეპ კრემადესმა განაცხადა, რომ ერთ დღეში უკვე 2000-ზე მეტი ხელმოწერა აქვთ და შემდეგი ნაბიჯები რომ გადადგან, 5000-მდე უნდა ააგროვონ. აქტივისტები მოითხოვდნენ, რომ ბარტომეუს და მის მხარდამჭერებს პატივისცემა გამოეჩინათ ბარსას აქციონერების მიმართ, მათ შორის, ფანებისთვის.
0