2019 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა

0
2019 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა წინა წელთან შედარებით – 7.2%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 2.9%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2019 წლის ანგარიშში წერია.
ანგარიშის თანახმად, 2019 წელს მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგიის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით (61.3%) ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებია წარმოდგენილი. პირდაპირი მომხმარებლების წილმა – 22.5%, ხოლო აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგიის წილმა 16.1% შეადგინა.
ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით – 11.5%-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 7%-ით შემცირდა.
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#sokhumidaily
#sokhumi
#სოხუმი
#აფხაზეთი
#აფხაზეთისაქართველოა
#აფხაზეთიჩვენია
#აფხაზეთიჩემია
#აფხაზეთისამაჩაბლოსაქართველოა
#ელექტროობა
#ელექტროენერგია
#ელექტროსადგური
#newsელექტრომომარაგება
0