ივლისში გამყოფ ხაზთან რუსეთის სამხედროებმა 46 პირი დააკავეს

0
ივლისში გამყოფ ხაზთან რუსეთის სამხედროებმა 46 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხაადებით, დაკავებულთა და დაჯარიმებულთა რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია. კერძოდ, ივნისში დაკავებული იყო 28 ადამიანი. რაც შეეხება ამჟამინდელ სიტუაცაცის, დაკავებულთაგან 14-მა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, ხოლო 32 ადამიანი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. , , რესპუბლიკიდან" 6 მოქალაქე ჯარიმის გარეშე გააძევეს, 31-ს ჯარიმა დააკისრეს, ხოლო 5 მოქალაქე - გააფრთხილეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ოკუპაცია
#ოკუპანტები
#ცხინვალისრეგიონი
წყარო - shidaqartli.ge
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0