რონალდინიო, შესაძლოა, აგვისტოში გაათავისუფლონ

0
ბრაზილიელი რონალდინიო, შესაძლოა, აგვისტოში გაათავისუფლონ. 40 წლის ვარსკვლავი პარაგვაიში შინაპატიმრობაშია ყალბი პასპორტის გამოყენებისთვის. რონალდინიო და მისი ძმა ერთ თვეზე მეტხანს საპატიმროშიც იყვნენ. მსოფლიო ჩემპიონმა სწორედ ციხეში გადაიხადა დაბადების დღე. კიდევ, საფეხბურთო ტურნირში ითამაშა, მოიგო (გაუჭირდებოდა...) და გოჭი აჩუქეს. სავარაუდოდ, რონალდინიო და მისი ძმა ბრალს აღიარებენ და ჯარიმას გადაიხდიან, რის შემდეგაც პარგავიდან, სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ.
0