ცოტა გავხალისდეთ

0
😂😂😂😂ფოთელ მეგრელს ესტუმრა კახელი მძახალი. ორი დღე კარგად მოილხინეს, მესამე დღეს მასპინძელმა მძახალს შესთავაზა, ხვალ ნადირობის სეზონი იხსნება და პალიასტომის ტბაზე სანადიროდ წავიდეთ იხვებზეო. კახელი დათანხმდა და, ადრიანად მანქანით წაიღეს გასაბერი ნავი და ერთი თოფი. შეცურდნენ ტბაში, აუფრინდნენ გუნდი იხვების. ესროლა მეგრელმა თოფი და სამი იხვი ჩამოაგდო. რამდენიმე დროის შემდეგ მეორე გუნდი აფრინდა იხვების, ძუკუმ თოფი ახლა მძახალს მიაწოდა, ესროლა მიხომ და ვერაფერი მოკლა. ავაცილე, ცუდი მსროლელი ვყოფილვარ- წამოსცდა ნაღვლიანად მიხოს. რას ამბობ, გული გამოუკეთა მეგრელმა, მსროლელი შენ ყოფილხარ თუ ყოფილხარ ძმაო, ამდენ ფრინველებში ისე გააძვრინე ტყვიები რომ არცერთს არ მოხვედრიაო!😂😂😂
0