ტყვარჩელი - საქართველოს მკვდარი ქალაქი

0
აფხაზეთის ინდუსტრიული ცენტრი –ქალაქი ტყვარჩელი სადაც დაახლოებით 40 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა დღეს მთლიანად განადგურებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ომიდან 22 წელზე მეტი გავიდა ქალაქის განვითარებისთვის დეფაქტო მთავრობას არაფერი გაუკეთებია.
რუსულ საიტზე, სადაც ტყვარჩელის დღევანდელი რეალობის ამსახველი ფოტოებია განთავსებული ტყვარჩელი , , ქალაქ მოჩვენებას” არის შედარებული..
მიტოვებული ქალაქი აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიაზე 1942 წელს დაარსდა, როგორც აფხაზეთის ინდუსტრიული ცენტრი, მაგრამ ამ დროისთვისის სრულიად დაცლილია, რადგან 1992-1993 წლებში ქალაქმა უზარმაზარი დარტყმა მიიღო.
ეს ქალაქი ფენომენი იყო საბჭოთა პერიოდში, რადგან იქ მრავალი შენობა-ნაგებობა შენდებოდა და იყო ძალზედ პოპულარული. მისი დაღმასვლა დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ხოლო ქალაქის არსებობის საბოლოო წერტილი აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომმა დასვა.
ტყვარჩელის მოსახლეობა დღეს ხუთი ათას ადამიანს შეადგენს. ეს არის თითქმის ოთხჯერ ნაკლები, ვიდრე 90-იანი წლების მდგომარეობით მყოფი ადმიანთა რაოდენობა.
ადგილობრივ საავადმყოფოში ამბობენ, რომ თუ ადრე თვეში 700-მდე ბავშვი იბადებოდა ბედნიერები იყვნენ, ახლა კი ეს რიცვხი შემცირებულია და მინიმუმ 10 ბავშვი ჩნდება.
ქუჩაში იშვიათად შეხვდებით ვინმე გამვლელს. ძირითადად, საზოგადოების დიდ ნაწილს მოხუცი მამაკაცები და ქალები შეადგენენ. ისინი დგანან სადმე ბორდიურზე, ან სიგარეტს ეწევიან ჩრდილში, სადღაც პარკში.
მაღალი, აწეული შენობები ჭადრაკის დაფებს ჰგავს. თეთრ შენობებში, შავი ხვრელების სახით მოჩანს ფანჯრები. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ცარიელი ბინების ფანჯრების რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე მოსახლე ადამიანებისა. საცხოვრებელ სახლებში, მაქსიმუმ 2-3 ოჯახის წევრია.
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com სტატიის ავტორი: მარიამ თოფურია / მომო
#ახალიამბები
#მოგზაურობა
#აფხაზეთი
#აფხაზეთისაქართველოა
#აფხაზები
#აფხაზეთიჩვენია
#აფხაზეთისამაჩაბლოსაქართველოა
#აფხაზეთიჩემია
#ტყვარჩელი
#sokhumidaily
#sokhumi
#ქალაქიმოჩვენება
#პოლიტიკა
0