სამი ქართველიდან მოედანზე ერთია

0
ბელგიაში ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც სამ ქართველს შეეძლო ეთამაშა, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოჩნდა მოედანზე. გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტმა 1:2 წააგო ზულტე ვარეგემთან, რომელსაც დაუბრუნდა განათხოვრებული ლუკა ზარანდია. ლუკა ყაზახეთის ტობოლში იყო 5 თვით. ზარანდიას შანსი მიეცემა. თუმცა ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ჯერ ახალი ჩასულია გუნდში. გენტში ბოლო 15 წუთი ითამაშა გიორგი ქვილითაიამ, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა. ჩაკვეტაძე კი კვლავაც მკურნალობს და რამდენიმე დღეში დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს.
0