პირლო: პრემიერლიგას იუვენტუსის ახალგაზრდული ვამჯობინე

0
იუვენტუსის ახალგაზრდული გუნდის (U 23) ახალმა მწვრთნელმა, ცნობილმა ანდრეა პირლომ, განაცხადა: ინგლისის პრემიერლიგიდან მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ სახლში ყოფნა ვარჩიეო. „ბევრი კარგი მწვრთნელი მყავდა და მათგან უამრავი რამ შევიძინე. ანჩელოტიმ, ლიპიმ, კონტემ და ალეგრიმ საინტერესო ამბები მასწავლეს. თუმცა ყველამ თავისი გზით უნდა იაროს. როგორც ფეხბურთელს ბევრი რამ არ მომწონდა და ვერ ვიტანდი, ამიტომაც მწვრთნელის რანგში ასეთებს არასოდეს გავაკეთებ. ...რატომ გადავწყვიტე იუვენტუსის ახალგაზრდულში მუშაობა? იმიტომ, რომ სახლში დავბრუნდი და მეორეც, კარიერის ასაწყობად ეს სწორი გზაა“.
0