აფხაზეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0
საერთო ჯამში, აფხაზეთში კორონავირუსით 98 ადამიანი დაავადდა, აქედან 37 გამოჯანმრთელდა და სამი პაციენტი გარდაიცვალა. დღეს, აფხაზეთში კიდევ 14 ადამიანს დაუდასტურა კორონავირუსი. "გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის ინფექციისთვის ტესტირება ჩატარდა 222 მოქალაქეში. COVID-19 14 ადამიანს დაუდასტურდა. ყველა საკონტაქტო პირის გამოკვლევა გრძელდება", - ნათქვამია შეტყობინებაში. ამ დროისთვის, გუდაუთას ცენტრალურ საოლქო საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით 26 პაციენტია, აღნიშნავენ ოპერატიულ შტაბში. საოპერაციო შტაბი მოქალაქეებს მოუწოდებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა თავიდან აიცილონ ინფექცია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#აფხაზეთი
#სოხუმი
#კორონავირუსი
#ოკუპაცია
#პოლიტიკა
#sokhumidaily
0