ტოჩინოშინმა ბაშო დაასრულა

0
ივლისის ბაშო ტოჩინოშინისთვის წარმატებული გამოდგა. ქართველი სუმოტორი მე-11 მაეგაშირა იყო და ამ პოზიციიდან 10 გამარჯვება დააფიქსირა. ყველამ ვიცოდით, ტრავმების გამო, რომ ის ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებდა, მიზანი კი 8 გამარჯვება (დადებითი ბალანსი) იყო, რომელიც ლევანმა გადაჭარბებით შეასრულა. გამოჩნდა, რომ ჩვენებურს დასვენება მოუხდა, როდესაც ფსიქოლოგიური წნეხი არ აქვს, ოში-ძუმოშიც (დისტანციაზე ორთაბრძოლაში) შესანიშნავ სუმოს აჩვენებს. შემდეგ ბაშოზე, ის, სავარაუდოდ 8-დან მე-5 მაეგაშირამდე არეალში მოხვდება. ქართველს მხოლოდ ჯანმრთელობა სჭირდება.
0