რა მოხდა 2 აგვისტოს?

0
ახლოვდება 8 აგვისტო და ყველა ქართველის გულში არსებული ჭრილობები , რომელიც აგერ უკვე მე-12 წელია არ შეხორცებულა, უფროდაუფრო მეტად მტკვნეული ხდება. გრძელდება მცოცავი ოკუპაცია და რუსული მხარის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცება , დაჭრა თუ უკანონოდ დაპატიმრება. გთავაზობთ 2008 წლის ომის ქრონოლოგიას დღეების მიხედვით.

2 აგვისტო :

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურმა ვალერი ევტუხოვიჩმა განაცხადა, რომ „რუსეთი არ დაუშვებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თავისი მოქალაქეების წყენინებას“ და რომ საჰაერო-სადესანტო ძალები, საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, დაეხმარონ სამხრეთ ოსეთში განთავსებულ რუს სამშვიდობოებს. სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ, განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შესაძლოა „ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები“ ჩაერთონ. რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა, თეიმურაზ მამსუროვმა, ედუარდ კოკოითის საქართველოს მხრიდან ”აგრესიის მოგერიებაში” დახმარება აღუთქვა. ცხინვალმა ადგილობრივი ქალებისა და ბავშვების ევაკუაციის შესახებ გამოაცხადა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#აგვისტოსომი
#ჩვენგვახსოვს8აგვისტო
#ქრონოლოგია
#goridaily
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0